მაისის აბზინდა ძალიან ძლიერია – განვიკურნე რთული გასტრიტი და უკვე მრავალი წელია, აღარ მაწუხებს

1422
photo by cheolhan jo on Pixabay

მინდა სასარგებლო რჩევა მივცე გასტრიტითა და წყლულებით დაავადებულებს, რომელთა რიცხვს მე თვითონაც მივეკუთვნები. რეცეპტი ჩელიაბინსკის რადიოში გავიგონე და საკუთარ თავზეც გამოვცადე.

14 მაისიდან 14 ივნისამდე, მწარე აბზინდა იკრებს ფერს, თუმცა ჯერ კიდევ არ ყვავილობს. სწორედ ამ პერიოდში უნდა შეაგროვოთ აბზინდის თავები, გზებიდან და ნაგავსაყრელებიდან შორს, მზის ამოსვლამდე, ამავდროულად, უნდა იკითხოთ ლოცვა ან ყველა ადამიანსა და საკუთარ თავს ჯანმრთელობა უსურვოთ.

გაავსეთ ქილა პირთამდე, ოდნავ დააჭირეთ და დაასხით 40°-იანი არაყი ან სპირტი. მჭიდროდ დაახურეთ, გაახვიეთ პოლიეთილენის ფენაში და ჩაფალით ნიჩბის ორი ამოღების სიღრმეზე მიწაში.

ამოთხარეთ იმავე საათზე, 10 დღის შემდეგ, გადაწურეთ, ჩაასხით მუქ ქილაში და წამალიც მზადაა.

შეინახეთ ბნელ, გრილ ადგილას. მიიღეთ ჭამამდე 30 წუთით ადრე, 1 ს.კ. ოდენობით, დააყოლეთ 1 კოვზი თაფლი და 1 კოვზი კარაქი (მარხვაში შეგიძლიათ მზესუმზირის ზეთით ჩაანაცვლოთ), დღეში სამჯერ.

მკურნალობის კურსი ათდღიანია, შემდეგ 20-30 დღე უნდა შეისვენოთ და ისევ გაიმეოროთ 10-დღიანი კურსი. ჩემთვის ერთი კურსიც საკმარისი იყო, რომ კუჭის ტკივილები ღრმა შემოდგომამდე დამევიწყებინა, ხოლო შემოდგომაზე კიდევ ერთი კურსი გავიარე.

აი, გაზაფხული სადაცაა მოვა, მე კი ყველაფერი წესრიგში მაქვს. არადა, სამჯერ ვიწექი საავადმყოფოში, განვიკურნე კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები.

მოხარული ვიქნები, თუ ეს რჩევა ვინმეს გამოადგება.

ყურადღება! დაუშვებელია ამ წამლის 10 დღეზე მეტხანს მიღება, თორემ გაგიჩნდებათ თავის ტკივილები, რომლის მოშორებაც გაგიჭირდებათ.

ვ. გოდოვანიკი, ჟურნალი “Предупреждение +”, 2004 წ.

მწარე აბზინდა

აბზინდა დამსახურებულად ითვლება გამოცდილ საშინაო სამკურნალო საშუალებად: იგი აღაგზნებს მადას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აქვს ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი, საძილე და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, არეგულირებს სისხლის წნევას, მცირე დოზით ზრდის მას, ხოლო დიდი რაოდენობით მიღებისას – ამცირებს.

აბზინდის პრეპარატების მიღება რეკომენდებულია ექიმის დაკვირვების ქვეშ, მკურნალობის ვადებისა და წესების დაცვით.

აბზინდის ბალახების ნაყენი: 1 ჩ.კ. დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი. დააყენეთ 20 წუთით, მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

აბზინდის მომზადებისას, ფესვთან ახლომდებარე ფოთლები, კვირტების გარეშე, უნდა მოჭრათ ბუტონიზაციის სტადიაში. ყვავილოვანი ღეროების ზედა ნაწილებს ყვავილობის პერიოდის დასაწყისში ამზადებენ.

მათ 25 სმ სიგრძემდე ჭრიან დანით ან მაკრატლით. აშრობენ ჩრდილში, ორპირ ქარში, ახმობენ ღუმელში 30-40 გრადუსზე, შენახვის ვადა 2 წელი აქვს.

აბზინდას ძალიან აფასებდა ავიცენა, იყენებდა მას საჭმლის მონელების დარღვევების, მომატებული მჟავიანობის, გასტრიტის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების, საყვითლოს, სახსრების მსხვრების დროს. ამირდოვლატი წიგნში “უვიცებისთვის უსარგებლო” წერს:

-“თუ მწარე აბზინდის წვენს შეურევთ თაფლს და მიირთმევთ, ეს ელექსირი დაგეხმარებათ საყვითლოს, ინსულტის დროს, შეამცირებს სიმძიმეს თავში, არ მისცემს ადამიანს სწრაფად თრობის საშუალებას.

აუმჯობესებს სმენის სიმახვილეს, კურნავს შარდის ბუშტის ანთებას, ბუასილს, ღვიძლს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას და თან მიაქვს მელანქოლია, არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს.”

ძველ დროში, თანაც, სხვადასხვა ქვეყანაში, არსებობდა ცრურწმენა: თუ მოგზაურობის დროს ქუდში აბზინდას ჩაიდებდით ან ხელში დაიჭერდით, არ დაიღლებოდით და სიამოვნებასაც მიიღებდით, ხოლო სიარულისას დაღლილობა რომ არ იგრძნოთ, ფეხები აბზინდის ნახარშით უნდა დაიბანოთ.

ფართოდ გამოიყენებდნენ მკურნალები აბზინდას ქალური დაავადებების სამკურნალოდაც. დღემდე, საშვილოსნოს კიბოს ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური სამკურნალო საშუალება, ხალხურ მედიცინაში, სწორედ აბზინდაა.

ითვლება, რომ თუ მას ყურძნის ღვინოში მოხარშავთ და მცირე დოზით მიიღებთ, უნებლიე აბორტს აიცილებთ თავიდან.

უკუჩვენებები

აბზინდას თავისი გვერდითი მოვლენები აქვს. მისი გამოყენება სასურველია არაუმეტეს 1 თვით, რის შემდეგაც არანაკლებ ორკვირიანი შესვენება უნდა გააკეთოთ, თორემ ნერვული სისტემის აშლილობას გამოიწვევთ, ხოლო მომატებული დოზებით – კონვულსიებს, კრუნჩხვებს, ჰალუცინაციებს შეშლილობის ზღვარზე, განსაკუთრებით, როცა ზოგიერთი გაუთვლელი რეცეპტი მაისის აბზინდის დიდი რაოდენობით მიღებას გირჩევთ.

ავიცენაც კი, რომელიც აბზინდას ასე აქებდა, აღნიშნავდა: “მწარე აბზინდა აშრობს თავს, მისი წვენი კი თავის ტკივილებს იწვევს.”

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს