ქრისტესისხლა დაუყოვნებლივ პოულობს დაავადების მიზეზს და უშუალოდ ებრძვის მას

0
3235
foto by Bff on wikipedia

ქრისტესისხლას ერთი საინტერესო თავისებურება აქვს. იგი მაშინვე პოულობს დაავადების მიზეზს. თუ მის ფხვნილს ან წვენს მოათავსებთ ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებზე, შეიმჩნევა დაუყოვნებლივი გარდასახვა, მისი გადატანა დაავადების წყაროსკენ.

ჩვენში ქრისტესისხლას ხშირად უწოდებენ სასწაულმოქმედ მცენარეს. მისი გამოყენება შეიძლება წვენის, ნახარშის, ნაყენისა და ექსტრაქტის სახით. მცენარის სამკურნალო თვისებებს ადამიანები უძველესი დროიდან იცნობენ.

თვალის დაავადებების სამკურნალოდ, უნდა მოხარშოთ ქრისტესისხლას წვენი და თაფლი 1:1 პროპორციით, ნელ ცეცხლზე, სანამ ქაფის გამოყოფა არ შეწყდება და მთელი მასა თაფლს არ დაემსგავსება. ამ სითხით უნდა გამოივლოთ თვალი (ცხვირის კუთხიდან გარე კუთხემდე).

თხის ქონისა და ქრისტესისხლას წვენის მალამოთი არაბები მკურნალობდნენ და მკურნალობენ გარეგან წყლულებს. ქრისტესისხლას, ლანოლინისა და ვაზელინის დვნილისგან დამზადებულ მალამოს ეწოდება “პლანტაზან B”, რომელიც კურნავს კანის ტუბერკულოზის საწყის ფორმას, ფსორიაზს, კანის კიბოს, წითელ მჭამელასა და კოჟრებს (ქრისტესისხლა – 10გ, ლანოლინი – 10 გ, 0.25% კარბოქსილის მჟავა – 10 წვეთი).

სოფლებში ქრისტესისხლას ნახარშში აბანავებენ ბავშვებს, რომლებსაც საყმაწვილო აქვთ, კურნავენ ტუბერკულოზს, მუნს, იშორებენ ჭორფლებსა და მეჭეჭებს.

ქრისტესისხლას აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედებაც, ალაგებს ნაწიბურებს ინფარქტისა და ინსულტის შემდეგ (1 ს.კ. 1 ჭიქა მდუღარეზე, აყენებენ 15 წუთით თერმოსში). მიიღეთ 2 ს.კ. დღეში სამჯერ, ჭამამდე.

ქრისტესისხლას, ჭინჭრისა და კალენდულას ნაყენი ხელს უშლის მეტასტაზების გამრავლებას. ბალახები თანაბარი რაოდენობით უნდა აიღოთ, დააქუცმაცოთ და შეურიოთ. 1 ს.კ. ნაკრები 1 ჭიქა წყალზე დააყენეთ თერმოსში. მიიღეთ 0.5 ჭიქა დილით, უზმოზე, და მეორე ნახევარი – ვახშმამდე.

ქრისტესისხლას წვენით “იწვავენ” მეჭეჭებს, კანდილომებს, პოლიპებს, კოჟრებსა და პარადონტოზს, მას იღებენ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს, იწვეთებენ თვალებში კატარაქტასა და ტრაქომას დროს, იდებენ მტკივან კბილზე. სწორი ნაწლავის პოლიპების შემთხვევაში, ღამით იკეთებენ 50-60 გ წყალში გარეული 5-7 წვეთი წვენის ოყნას.

ქრისტესისხლას წვენის მომზადება შეიძლება ზამთრის მარაგადაც. ამისთვის, ფრთხილად მოჭერით 12-15-სანტიმეტრიანი ღეროები ყვავილებით, გაატარეთ ხორცსაკეპში და დაწურეთ წვენი. 1 ლ წვენს უნდა დაუმატოთ 500 გ არაყი ან 250 გ სპირტი.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი