აღმოჩენილია პრობიოტიკი, რომელიც პარკისონის დაავადების დროს დაგეხმარებათ

230
photo by George Hodan on publicdomainpictures

მეცნიერებმა აღმოაჩინეს პრობიოტიკი, რომელიც ტვინში დამახასიათებელი ტრემორის გამომწვევი ცილების დაგროვებას არა მხოლოდ აფერხებს, არამედ პროცესს უკუაქცევს. საქმე ეხება ცილა ალფა-სინუკლეინს, რომელიც ნეიროტრანსმიტერის, დოფამინის წარმოებას ბლოკავს, ეს კი თავის მხრივ ნორმალური მოძრაობისთვის აუცილებელია.

პარკისონის დაავადების განვითარებასთან დაკავშირებული ნაწლავების ბაქტერიების გავრცელების შენელება და დაგროვებული ცილების უკუსვლაც შესაძლებელია. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ პრობიოტიკი bacillus subtilis აფერხებს ცილა ალფა-სინუკლეინის ტოქსიკურ დაგროვებას, რომელიც ტვინს ნეიროტრანსმიტერს, დოფამინს ართმევს. დოფამინი კი ნორმალური მოძრაობისთვის აუცილებელია. დოფამინი ტვინიდან სხეულის სხვა ნაწილებს სიგნალებს გადასცემს, რომლის დახმარებით ჩვენ მოძრაობის კოორდინაციას ვახდენთ. როგორც მკვლევარები ვარაუდობენ, ზოგიერთ პაციენტში ნაწლავებში არსებული მიკროორგანიზმები პარკისონის დაავადების ადრეულ ეტაპზე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

კერძოდ, ამით შეიძლება აიხსნას თუ ამ დაავადების მსხვერპლთა სამ მეოთხეს რატომ აქვს კუჭ-ნაწლავის ანომალია, ბევრს კი ყაბზობა აწუხებს. Bacillus subtilis ნაწლავის ბაქტერიების ბალანსის აღდგენის ხარჯზე ტვინს იცავს და ალფა-სინუკლეინის დაგროვებას აფერხებს. ედინბურგის და დანდის უნივერსიტეტების შოტლანდიელი მეცნიერები ამ აღმოჩენის მნიშვნელობას ხაზს უსვამენ, რადგან მომავალში პარკინოსის დაავადების განვითარების დროს საკვები დანამატის სახით მის გამოყენებაზე გამოკვლევა შეიძლება ჩატარდეს. ამ დაავადებით დაზარალებულთა ტვინში ცილა ალფა-სინუკლეინი ტოქსიკურ კვანძებს ქმნის. ის დოფამინის მწარმოებელი ნერვული უჯრედების სიკვდილს იწვევს.

ეს დაგროვება დაავადებასთან დაკავშირებული საავტომობილო სიმპტომებს იწვევს, მათ შორის ტრემორი და გონებრივი ჩამორჩენა. ახლა დადგენილია, რომ Bacillus subtilis ალფა-სინუკლეინის დაგროვების საწინააღმდეგო დამცავ ეფექტს ფლობს. უფრო მეტიც, ეს ბაქტერია ტვინს უკვე დაგროვებული ცილებისგან წმენდს, რაც ექსპერიმენტის დროს ტვინის მდგომარეობას აუმჯობესებდა. კვლევის შედეგებს The Daily Mail აქვეყნებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს