დასახელდა 4 პროდუქტი, რომელსაც კანის ფერის და მდგომარეობის შეცვლა შეუძლია

244
photo by maleraffine

რეგულარული მოხმარების დროს გარკვეულ პროდუქტებს და მკვებავ ნივთიერებებს კანის ფერის და მდგომარეობის მნიშვნელოვნად შეცვლა შეუძლიათ. ამის შესახებ ექიმი-დერმატოლოგები Focus.de-სთან საუბრობენ.

სპეციალისტის თქმის, ლამაზი კანის არსებობა უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული. მაგალითად, ეწევით თუ არა, მზეზე რამდენ დროს ატარებთ, რამდენი ხნით გძინავთ, სტრესი გაწუხებთ თუ არა? სახის კანის მდგომარეობაზე კვებაც გავლენას ახდენს. როგორც ექსპერტები ირწმუნებიან, რეგულარული მიღების დროს ცალკეულმა პროდუქტებმა და მკვებავმა ნივთიერებებმა შეიძლება სახის ფერი შეცვალოს.

მათ 4 გავრცელებული მაგალითი დაასახელეს:

წითელი და ნარინჯისფერი ფერის ბოსტნეული. პომიდორი, წიწაკა და სტაფილო კანის მიმზიდველ ფერს უზრუნველყოფს. ეს ცხიმში ხსნადი ფერადი პიგმენტის, კაროტინოიდების ხარჯზე ხდება. კვლევამ აჩვენა, რომ კანის ფერს, რომელიც კაროტინოიდების შემცველი პროდუქტების მიღებით წარმოიქმნება, ხალხი მიმზიდველ და კარგი ჯანმრთელობის ნიშნად მიიჩნევენ.

პროდუქტები კაროტინოიდებით სახის კანს მხოლოდ მსუბუქ ოქროსფერ შეფერილობას ანიჭებს. მაგალითად, პომიდორში შემავალი კაროტინოიდი, ლიკოპენი ნაოჭების ეფექტურ პროფილაქტიკას წარმოადგენს. ამის შესახებ დერმატოლოგი იელ ადლერი თავის წიგნში „კანი ჩვენ გვერდით“ წერს.

„პომიდვრის სოუსი მისი მაღალ კონცენტრირებული ლიკოპენებით ყველა ძვირადღირებული კანის კრემების მოქმედებას ჩრდილავს“ – აცხადებს ადლერი.

სასარგებლო ცხიმები. პირველ რიგში, ცხიმოვანი მჟავა ომეგა 3, რომელსაც სელის ზეთი, რაფსის ზეთი, კაკალი, ავოკადო, ცხიმიანი ზღვის თევზი შეიცავს. ის, ვინც საკმარისი რაოდენობის ცხიმებს იღებს, კანის ანთებითი დაავადებების (როზაცეა და აკნე) მიმართ ნაკლებად მგრძნობიარეა.

შაქარი. ახალგაზრდობაში კანის ელასტიკურობას ორი ცილის მოლეკულა უზრუნველყოფს: კოლაგენი და ელასტინი. კოლაგენი და ელასტინი ერთად მკვრივ, ელასტიურ ქსელს ქმნის, რომელიც კანს ბარიერის სახით იცავს, მას მოქნილობას და ელასტიკურობას მატებს. თუ ძალიან ბევრ შაქარს მიირთმევთ, მისი მოლეკულები შეიძლება კოლაგენს შეუერთდეს და ქიმიური რეაქცია ე.წ. გლიკაცია გამოიწვიოს. შედეგად, კოლაგენის და ელასტინის ქსელი ნაკლებად მოქნილი და უფრო ხისტი, ხოლო კანი ჩამოწელილი და ნაოჭებისკენ მიდრეკილი ხდება.

რძე. რძის რეგულარულმა მიღებამ შეიძლება ორგანიზმში ისეთი ნივთიერების ჭარბი წარმოება გამოიწვიოს, როგორიცაა ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორი 1. ეს ნივთიერება ცხიმოვან ჯირკვლებში ცხიმის წარმოებას სტიმულირებს, რაც კანის ანთებით პროცესებს, აკნეს და გამონაყარს იწვევს. ზოგადად, რძის და მასში შემცველი ნივთიერების ამტანობა გაღიზიანების მიმართ მემკვიდრეობით ფაქტორზეა დამოკიდებული. რძის დალევის დროს კანის პრობლემები ყველას არ აწუხებს. თუ გამონაყარის და აკნეს მიმართ მიდრეკილება გაქვთ, სჯობს რაციონიდან რძე და რძის პროდუქტები რამდენიმე კვირით გამორიცხოთ და დააკვირდეთ, სახის ფერი გაუმჯობესდა თუ არა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს