ქრისტესისხლა: მოამზადეთ მთელი წლის სამყოფი წამალი

2574
photo by pxhere

ქრისტესისხლა ცნობილი ბუნებრივი მკურნალია. მასში ყველაფერი სასარგებლოა: ფესვები, ბალახი, ყვავილები, წვენი… მცენარის მოკრეფა სასურველია მაისის ბოლოდან ივნისის შუა რიცხვებამდე.

მისი მომზადება შეიძლება ხმელი ბალახის, ტინქტურისა და ფერმენტირებული წვენის სახით.

მცენარის გახმობის მიზნით, მას კრეფენ ფესვიანად და კიდებენ ჩრდილში.

წვენის მოსამზადებლად, საჭიროა ფესვების ყურადღებით დათვალიერება (ერთი ჭიაც რომ მოხვდეს, წვენი გაფუჭდება), შემდეგ მცენარე უნდა გატარდეს ხორცსაკეპ მანქანაში, მიღებული მასისგან, მარლის გამოყენებით, უნდა დაიწუროს წვენი და ჩაისხას ბოთლში, თავსახური ბოლომდე არ უნდა დაახუროთ. დადგით ბნელ კარადაში. 2-3 დღეში უნდა გაჩნდეს ჩუმი, შუშხუნა ხმა თავსახურის ქვეშ – ეს იმას ნიშნავს, რომ ფერმენტაციის პროცესი დაიწყო. როცა წვენი გამჭვირვალე გახდება, წამალი მზად იქნევა. გადმოასხით სხვა ჭურჭელში წვეთოვნის სუფთა კათეტერის გამოყენებით, ხოლო ნალექი გადაყარეთ. შეინახეთ წვენი მუქი შუშის ბოთლში, გრილ და ბნელ ადგილას, ოღონდ არა მაცივარში. წვენი თავის თვისებებს რამდენიმე წლით ინარჩუნებს.

ადენოიდები: ჩაიწვეთეთ 3-3 წვეთი წვენი ორივე ნესტოში შემდეგი სქემით: ჯერ თითო წვეთი, 1 წუთში – კიდევ თითო წვეთი, კიდევ 1 წუთში – ისევ თითო წვეთი. გაიმეორეთ დღეში სამჯერ – ანუ, დღეში 9 წვეთი უნდა ჩაიწვეთოთ. მკურნალობის კურსი 10-15 დღე გაგრძელდება.

ოტიტი: ბორის სპირტის 25 მლ-ია ფლაკონს დაუმატეთ 30 წვეთი წვენი. ჩაიწვეთეთ 1-2 წვეთი წამალი მტკივან ყურში დღეში 3-4-ჯერ, გამოჯანმრთელებამდე.

კატარაქტა: ქრისტესისხლას ფერმენტირებული წვენი გააზავეთ გამოცდილ წყალთან 1:1 პროპორციით. პირველი 3-5 დღე  ჩაიწვეთეთ თითო წვეთი გაზავებული წვენი, 1-2-ჯერ დღეში. შემდეგ უკვე გაუზავებლადაც შეგიძლიათ მისი გამოყენება.

პაროდონტოზი: მოამზადეთ მარილხსნარი – 1 ლ მდუღარე წყალს დაუმატეთ 100 გ მარილი (ზღვის უკეთესია) და 100 მლ ქრისტესისხლას ფერმენტირებული წვენი, ურიეთ მარილის სრულად გახსნამდე და შეინახეთ მაცივარში. ამ მასით (0.5 ჭიქა) უნდა გამოივლოთ პირის ღრუ გაატაროთ ხსნარი კბილებს შორის, დღეში სამჯერ.

ქალური დაავადებები: კანდიდოზის, კოლპიტის, საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს, მკურნალობენ ქრისტესისხლას წვენში ჩალბობილი ტამპონებით. რთულ შემთხვევებში იკეთებენ საშოს აბაზანებს წყალთან 1:1 პროპორციით გაზავებული წვენით.

წყლულები, ჭრილობები, ფისტულები: 100 წვენს შეურიეთ 9 გ ზღვის მარილი. ბამბისა და მარლის სახვევი ჩაალბეთ ხსნარში და დიდეთ დაზიანებულ მონაკვეთზე, დაიმაგრეთ ბინტით ან ბადით. არ მოიხსნათ 3 დღის განმავლობაში, პერიოდულად დაასველეთ იგი წყალბადის ზეჟანგითა და ქრისტესისხლას წვენით, ოღონდ ამჯერად უმარილოდ. 3 დღეში ახალი სახვევი გაიკეთეთ. ჩვეულებრივ, ჭრილობა 10 დღეში ხორცდება.

კოჟრები: შეიზილეთ წვენი კოჟრებზე ყოველ 2-3 წუთში, სულ ხუთჯერ. შესვენება იმისთვისაა საჭირო, რომ კანმა წვენი კარგად შეიწოვოს.

სოკოვანი დაავადებები: ქრისტესისხლას წვენი შეურიეთ ნიტროფუნგინს 1:1 პროპორციით. წაისვით დაზიანებულ მონაკვეთებზე. გაიმეორეთ პროცედურა დღეში არანაკლებ სამჯერ.

ქრისტესისხლას სპირტიანი ნაყენი შემდეგნაირად მზადდება: მცენარეს აქუცმაცებენ და ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში, მარლის გამოყენებით კი წურავენ წვენს. წვენით სავსე ქილას ახურავენ კაპრონის თავსახურს და მაცივარში 2 დღით აყენებენ. შემდეგ ფრთხილად ასხამენ წვენს სხვა ჭურჭელში, ნალექს აცილებენ და წვენს უმატებენ არაყს (0.5 ლ არაყი 1 ლ წვენზე). ტინქტურა მიიღება იმუნიტეტის გასაძლიერებლად, სიმსივნესთან საბრძოლველად და სხვა მრავალი დაავადების სამკურნალოდ.

ქრისტესისხლათი მკურნალობა

სპირტიანი ნაყენის მიღებას იწყებენ 1 წვეთით უზმოზე, ჭამამდე 1 საათით ადრე, დოზას ყოველდღე 1 წვეთით ზრდიან. მიღებამდე წვეთებს ხსნიან 50-100 მლ წყალში. 15-20 წვეთამდე ასვლის შემდეგ, უკვე საკუთარ ორგანიზმს უნდა მოუსმინოთ – ხომ არ გაუარესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა? თუ კი, დოზა 4-5 წვეთით უნდა შეამციროთ და განკურნებამდე მიიღოთ ამ რაოდენობით. ჩვეულებრივ, მკურნალობის კურსი წელიწადში არაუმეტეს 3-4 თვე გრძელდება. სასურველია, იგი 3 ქვეკურსად დაყოთ, 10-დღიანი შესვენებებით. მეორე ხერხი პირველს ჰგავს, თუმცა, 20 წვეთამდე ასვლის შემდეგ იწყება უკუთვლა – დოზის შემცირება 1 წვეთამდე. 10-დღიანი შესვენების შემდეგ, კურსი უნდა გაიმეოროთ. დაავადების პროფილაქტიკისთვის საკმარისია წელიწადში ერთი ციკლი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს