ტვინის მუშაობა, განსაკუთრებით საპატიო ასაკის ადამიანებში, როგორც ექიმებს, ასევე ჩვეულებრივ მოქალაქეებს აინტერესებს. 60 წლის შემდეგ სკლეროზით ან დემენციით ცხოვრების გატარება არავის სურს. აშშ-ს პროფესორები აცხადებენ, რომ ხანდაზმულ ასაკში ტვინი, პირიქით, უფრო მოქნილია.
„პაპარაცი“ ამერიკელი ექიმების კვლევის შედეგებს გიზიარებთ, რომელიც ხანდაზმული ადამიანის ტვინის შესახებ ბევრ მითს გააქარწყლებს.
ხანდაზმული ადამიანის თავის ტვინი
ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის სამედიცინო კოლეჯის დირექტორი ირწმუნება, რომ ხანდაზმული ადამიანის ტვინი ბევრად უფრო მოქნილია, ვიდრე ითვლება. ამ ასაკში თავის ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროების ჰარმონიული ურთიერთქმედება ხდება, რაც ჩვენს შემოქმედებით შესაძლებლობას ზრდის. სწორედ ამიტომ, 60 წლის ასაკის ადამიანებს შორის ბევრ პიროვნებას იპოვით, რომლებმაც თავისი შემოქმედებითი საქმიანობა ახლახანს დაიწყეს.
რა თქმა უნდა, ტვინი ისე სწრაფად არ მუშაობს, როგორც ახალგაზრდობაში. თუმცა ის მოქნილობით იმარჯვებს. სწორედ ამიტომ, ასაკთან ერთად სწორ გადაწყვეტილებას სწრაფად ვიღებთ და ნეგატიური ემოციები ნაკლებად გვაზიანებს. ადამიანის ინტელექტუალური აქტივობის მწვერვალი დაახლოებით 70 წლის ასაკშია, როცა ტვინი სრული ძალით მუშაობს.
დროთა განმავლობაში თავის ტვინში მიელინის რაოდენობა იზრდება – ნივთიერება, რომელიც ნეირონებს შორის სიგნალის სწრაფ გატარებას უზრუნველყოფს. ამის ხარჯზე ინტელექტუალური შესაძლებლობები საშუალო მაჩვენებელთან შედარებით 300%-ით იზრდება.
ამ ნივთიერების აქტიური წარმოების პიკი 60-80 წლის ასაკში გვხვდება. საინტერესოა, რომ 60 წლის შემდეგ ადამიანს ორივე ნახევარსფეროს ერთდროულად გამოყენება შეუძლია. ეს გაცილებით უფრო მეტი რთული ამოცანის შესრულებაში დაგეხმარებათ.
მონრეალის უნივერსიტეტის პროფესორი მონჩი ური თვლის, რომ ხანდაზმული ადამიანის ტვინი უფრო ენერგო ინტენსიურ გზას ირჩევს, უსარგებლოს ამცირებს და ამოცანის გადასაჭრელად მხოლოდ სწორ ვარიანტებს ტოვებს. ჩაატარეს კვლევა, სადაც სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი მონაწილეობდა. ტესტების გავლით ბევრი ახალგაზრდა იბნეოდა, ხოლო 60 წელზე მეტი ხნის ადამიანები სწორ პასუხს პოულობდნენ.
ნახეთ 60-80 წლის ასაკში ტვინის მუშაობის განსაკუთრებულობა. ის ნამდვილად სასიხარულოა.
ხანდაზმული ადამიანის ტვინის მუშაობის განსაკუთრებულობა
1. თავის ტვინის ნეირონები არ კვდებიან, როგორც ირგვლივ ყველა ამბობს. მათ შორის უბრალოდ კავშირი იკარგება, თუ ადამიანი გონებრივ ვარჯიშს არ ასრულებს.
2. დაბნეულობა და გულმავიწყობა ინფორმაციის სიჭარბით არის გამოწვეული. სწორედ ამიტომ, უსარგებლო წვრილმანებზე ყურადღების გამახვილება არ ღირს.
3. 60 წლის ასაკიდან ადამიანი გადაწყვეტილების მისაღებად ახალგაზრდების მსგავსად არა მხოლოდ ერთ ნახევარსფეროს, არამედ ორივეს იყენებს.
4. ჯანსაღი ცხოვრების წესის შემთხვევაში, რომელიც გონებრივი აქტივობით სავსეა, ინტელექტუალური შესაძლებობა ასაკთან ერთად არ მცირდება, არამედ იზრდება და 80, ზოგჯერ 90 წლის ასაკში თავის პიკს აღწევს.
ასე რომ, სიბერის არ შეგეშინდეთ. სჯობს ინტელექტუალურ განვითარებასა და საინტერესო ცხოვრებაზე იზრუნოთ. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.