ფობია – ესაა გაუაზრებელი შიში გარკვეული საგნის, მოვლენის, მოქმედების ან სიტუაციის მიმართ. სპეციალისტები თვლიან, რომ ფობიის მქონე ადამიანები გაუაზრებლად ურევენ შფოთვის რეალურ შინაგან მიზეზს (მაგალითად, დანაშაულის გრძნობა ან ვინმეს დაკარგვის შიში) გარეგანში (ზოგიერთი სიტუაციის, დახურული სივრცის, ცხოველების და ა.შ.).
პოსტტრავმატული სტრესი ხასიათდება შფოთვის სიმპტომებით, რომლებიც გარკვეული სულიერი ტრავმის შემდეგ ჩნდება. პოსტტრავმატული სტრესის მქონე ადამიანი თითქოს ისევ და ისევ განიცდის იმას, რაც მოხდა, ძილისა და სიფხიზლის დროს, დღითა თუ ღამით. იგი გაურბის იმ ადამიანებსა და სიტუაციებს, რომლებიც იმ ინციდენტს უკავშირდება, აწუხებს უძილობა, დათრგნული და გაღიზიანებული ხდება. პოსტტრავმატული სტრესი შეიძლება ნებისმიერ დროს გაჩნდეს, თავად სულიერი ტრავმის მიზეზის დადგომიდან წლების შემდეგაც კი.
ხალხური მედიცინა გვთავაზობს რეცეპტებს, რომლებიც ამ პრობლემებთან ბრძოლაში დაგვეხმარება.
- ყოველდღე მიირთვით თითო ბანანი.
ბანანი – ესაა პატარა სასწაული, რომელიც დეპრესიას უწევს წინააღმდეგობას. ეს ყვითელი ხილი შეიცავს “ბედნიერების ნარკოტიკს” – მესკალინს.
- 100-200 გ სტაფილო ან 1 ჭიქა სტაფილოს წვენი დღეში.
- 1 ს.კ. ველურ ასტრს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააგრილეთ და გადაწურეთ.
მიიღეთ 1 ს.კ. ნაყენი დღეში თითო ჩ.კ.-თი.
- ჟენშენის დაქუცმაცებული ფოთლებს ან ფესვებს დაასხით 50-60%-იანი სპირტი შემდეგი პროპორციებით: ფესვები – 1:10, ფოთლები – 1.5:10.
მიიღეთ 15-20 წვეთი დღეში 2-3-ჯერ.
- დაასხით 1 ჩ.კ. ანგელოზას ფესვებსა და ფესურებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ.
მიიღეთ 0.5 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ. საშუალება გამოიყენება, როგორც საერთოგამაძლიერებელი და მატონიზებელი, ნერვული გამოფიტვის დროს.
- მაღალი არალიას დაქუცმაცებულ ფესვებს დაასხით 70%-იანი სპირტი (1:5) და დააყენეთ.
მიიღეთ 10-15 წვეთი დღეში ორჯერ. მიიღება ნევრასთენიისა და დეპრესიის დროს.
- 2 ჩ.კ. დაქუცმაცებულ ნაღველას ბალახსა და ფესვებს დაასხით 1 ჭიქა წყალი, ადუღეთ 10 წუთით.
მიიღეთ 0.5 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, ნერვული სისტემის დაავადებების დროს.
- პიტნის 1 ს.კ. ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და ადუღეთ 10 წუთით.
მიიღეთ 0.5 ჭიქა დილით და საღამოს. ნახარში ეფექტურია სხვადასხვა ნერვული აშლილობისა და უძილობის დროს.
- ნაყენი “ბარამბოს სული” ჯერ კიდევ XVIII საუკუნიდანაა ცნობილი, მას გერმანიის ერთ-ერთ ქალთა მონასტერში ამზადებდნენ და იღებდნენ გადაღლილობის, ღრმა დეპრესიის დროს, ტონუსის მოსამატებლად.
1 ლ არაყზე აიღეთ 10 გ ბარამბოს(მელისის) ხმელი ფოთლები, 1 გ ანგელოზას ფესვი, 1 ლიმონის კანი, 1 მწიკვი დაფქული მუსკატის კაკალი და ქინძის დანაყული თესლი, 1-2 ც ხმელი მიხაკი. დააყენეთ არანაკლებ 2 კვირით, შემდეგ გადაწურეთ სქელი ქსოვილის გავლით. მიირთვით ნაყენი მცირე ულუფებად, ჩაისთან ერთად; გულის დაავადებების დროს მიიღეთ შაქრის ნაჭერთან ერთად; შაკიკის დროს შეიზილეთ საფეთქლებში.