ევროპული ჭანჭყატა ეფექტურია გულის უკმარისობის დროს.

561
photo by WikimediaImages on Pixabay

თუ შეიძლება მოგვაწოდეთ ინფორმაცია მცენარის ევროპული ჭანჭატას შესახებ.

წერილს პასუხობს ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი ლუბოვ დუდჩენკო:

ევროპული ჭანჭყატა (ლათ. Euonymus europaeus) გვხვდება როგორც ბუჩქნარი, შეიძლება როგორც ბუჩქი სიმაღლეში 2 მ გაიზარდოს ან როგორც ხე 5 მეტრამდე მიაღწიოს. ტოტები წამონაზარდების გარეშე აქვს, ბლაგვი ოთხწახნაგოვანი ტანი გაშლილი გვერდებით, ყვავილი მოყვითალო-მომწვანო, ნაყოფი – ვარდისფერი, ფართოდ გაშლილი ყუთით, თესლი თეთრი, ნარინჯისფერი თავსახურით.

სამკურნალო მიზნით მცენარის ფოთლებს, ახალი ტოტების ქერქს და ნაყოფს იყენებენ. მისგან მომზადებულ სამკურნალო საშუალებებს უნიშნავენ გულის უკმარისობის, შეშუპების, ფილტვების, კანის და ვენური დაავადებების დროს.

ქერქის და ფოთლების ნაყენი: 1 ს/კ ნედლ მასალას 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით, 1-2 საათით დააყენეთ. 2 ს/კ ნაყენი დღეში 3-5-ჯერ ჭამამდე დალიეთ.

ევროპული ჭანჭყატა მეჭეჭა ჭანჭყატას ძალიან ჰგავს – ბუჩქი 2 მ სიმაღლემდე იზრდება, მაგრამ ტოტებზე მოშავო-ყავისფერი წამონაზარდები აქვს. ნაყოფი – მუქი მოწითალო ოთხფოთლიანი ყუთით, თესლი შავი, ბზინვარებით. სამკურნალო მიზნით ტოტებს და ქერქს იყენებენ.

ნაყენი: 1,5-2 გრ დაქუცმაცებულ ნედლ მასალას 0,5 ლ არაყი ან 70% სპირტი დაასხით. 15-20 წვეთი დღეში 3-ჯერ მიიღეთ. რეკომენდებულია მე-2 სტადიის ჰიპერტონული დაავადებების დროს.

აყვავებული ტოტების ნახარშს ნერვული აშლილობის და თავის ტკივილის დროს იყენებენ. 1 ს/კ დაქუცმაცებულ ნედლ მასალას 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით. 5 წუთით სუსტ ცეცხლზე გააჩერეთ და 1-2 ს/კ ნახარში დღეში 2-3-ჯერ დალიეთ.

დაქუცმაცებულ კენკრას გარეგნულად პარაზიტებით, მაგალითად, მუნის ტკიპას მიერ გამოწვეული კანის დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ.

გახსოვდეთ: მცენარე შხამიანია! დოზის გადაჭარბებამ შეიძლება დიარეა და ღებინება გამოიწვიოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს