ნაცნობისგან მსმენია მცენარეული ნაყენების არსებობის შესახებ, რომელიც მეცნიერი ანატოლი პოტოპალსკის მიერ არის შემუშავებული ონკოლოგიური და ვირუსული დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის. თუ შეიძლება დაწერეთ ასეთი ნაკრების და მათი გამოყენების შესახებ.
წერილს პასუხობს გამოსაჯანმრთელებელი მცენარეული ნაკრებების ავტორი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ანატოლი პოტოპალსკი:
ადამიანები ძველი დროიდან იყენებენ ქრისტესისხლას (ლათ. Chelidonium) ბალახს სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საშუალება, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის, გახლავთ ქრისტესისხლას წვენი, დაკონსერვებული სპირტთან ერთად, 4:1 პროპორციით.
თავიდან, ჭურჭელში უნდა ჩაასხათ სპირტი, შემდეგ კი დაუმატოთ წვენი.
წვენის მოსამზადებლად, 5-7 მოხუც, დიდი ზომის ბუჩქს ფესვიანად იღებენ ქრისტესისხლას ყვავილობის ან თესლის დამწიფების დროს, რეცხავენ, აშრობენ და ჭრიან. შემდეგ ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში და, მარლის დახმარებით, წურავენ წვენს.
პროფილაქტიკისთვის, ასეთ დაკონსერვებულ წვენს იღებენ 1 ჩ.კ. ოდენობით, დღეში ერთ-ორჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე, 1 თვის განმავლობაში. 6 თვის შემდეგ, კურსს იმეორებენ (ანუ წელიწადში ორჯერ).
სამკურნალოდ, სპირტიან წვენს იღებენ 1 ჩ.კ. ოდენობით დღეში სამჯერ (ხოლო ფიზიკურად ძლიერ ადამაინებს 1 ს.კ.-ს მიღებაც შეუძლიათ), ჭამის წინ, 2-3 თვის განმავლობაში. შემდეგ ისევენებენ 2-3 თვით.
ზაფხულში შეგიძლიათ ქრისტესისხლას ახალი წვენი მიიღოთ, კონსერვანტების გარეშე. მას ისევე იყენებენ, როგორც სპირტიანს.
წვენი აუცილებლად მაცივარში უნდა შეინახოთ, თორემ ამჟავდება.
შეგიძლიათ, ზამთრისთვის ქრისტესისხლა გაახმოთ. ხმელი ბალახისგან მზადდება პროფილაქტიკური ნაყენი: 1 ს.კ. დაჭრილ ბალახს დაასხით 0.5 ლ მდუღარე წყალი და დააყენეთ მთელი ღამით. დალიეთ დღის განმავლობაში, 0.5 ჭიქის ოდენობით, დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე. ასეთი კურსები ერთთვიანი შესვენებებით უნდა გაიაროთ, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ ექიმ-ონკოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.