ქაფურა ხვეულფოთოლა და ქაფურა ჩვეულებრივი – ეს სხვადასხვა მცენარეა თუ ერთი და იგივე? ათხელებს თუ ადედებს სისხლს?
კითხვას პასუხობს ბიოლოგიის მეცნიერების კანდიდატი ლუბოვ დუდჩენკო:
ქაფურა ხვეულფოთოლა და ქაფურა ჩვეულებრივი (ლათ. Filipéndula vulgáris) – ერთი სახეობის სხვადასხვა მცენარეებია. მათი გარჩევა მარტივია სიმაღლის, ფოთლების, ყვავილებისა და ფესვების მიხედვით.
სისხლის გათხელების ან შედედების მიზნით, ხალხურ მედიცინაში არც ერთი მათგანი არ გამოიყენება, თუმცა, ხვეულფოთოლა და ჩვეულებრივ ქაფურებს სხვა უამრავი სასარგებლო თვისება აქვს და სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება.
ხვეულფოთოლა ქაფურას ფრანგები მინდვრების დედოფალს უწოდებენ. ეს მრავალწლოვანი ბალახი 1.5 მეტრამდე ადის სიმაღლეში, მცოცავ ფესვთან ერთად. იგი ტენიან ნიადაგში, მდინარეების სანაპიროებზე იზრდება, ყვავის მაის-ივლისში, პატარა, სურნელოვანი, მოყვითალო-თეთრი, კრემისფერი ყვავილებით.
მცენარე შეიცავს სალიცილატებს, ასკორბინის მჟვას, ტანინებს, C ვიტამინს.
ყვავილობის დროს, მცენარის ესვებსაც იყენებენ (ამზადებენ გაზაფხულზე ან შემოდგომაზე), როგორც შარდმდენ, ანტირევმატიკულ საშუალებას, სისხლში შაქრის შემცველობის შემცირების მიზნითაც.
ქაფურის ნაყენი მოიხმარება რევმატიზმის, პოდაგრის, გრიპის, კუჭისა და ნაწლავების ტკივილების დროს: 1 ჩ.კ. დაქუცმაცებულ ნედლეულს (ბალახს ან ფესვს) დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 30 წუთით. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში სამჯერ.
მალამოს ამზადებენ ბალახისა და ფესვების გამოყენებით, ცხიმოვან ბაზაზე, 1:5 პროპორციებით. მას იზელენ მტკივან სახსრებში.
ქაფურის მალამოთი ან წვენით იზელენ მწერების ნაკბენის ადგილებსა და კანის წყლულებზე.
შაქრიანი დიაბეტის, პოდაგრის დროს, ახალგაზრდა ფესვებს უმატებენ სალათებს, ყვავილებით ამზადებენ ჩაის.
ჩვეულებრივი ქაფურა (ექვსფოთლიანი) გამოირჩევა ბუბულიან-სავარცხლისებრი, კბილანებიანი ფოთლოვანი ზედაპირით, სიმაღლეში 50-70 სმ-მდე იზრდება, ყვავის მაის-ივნისში, ყვავილები ხვეულფოთოლა ქაფურას უგავს. მისი ფესვები მიწისთხილის ზომისაა, თხის ექსკრემენტებს ჰგავს. მცენარე იზრდება ნაკადულებთან ახლოს, ტენიან და სველ ადგილებში.
ქაფურა შეიცავს გლიკოზიდებს, ტანინებს, სახამებელს, ასკორბინის მჟავას, ეთერზეთებს. ხალხურ მედიცინაში იყენებენ ბალახსა და ფოთლებს (მასაც გაზაფხულზე ან შემოდგომაზე ამზადებენ).
ფესვებში ტანინების შემცველობის გათვალისწინებით, მათ იყენებენ, როგორც სისხლის შემაჩერებელი და სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებას, ასევე, კარდიოტონიკის სახით, გულის დაავადებების დროს.
ქაფურა ფესვების ნახარში
1 ს.კ. ნედლეულს დაასხით 2 ჭიქა წყალი, ადუღეთ 15 წუთით, დააყენეთ გაგრილებამდე და გადაწურეთ. დალიეთ 1 ს.კ. დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ, თირკმლების, შარდკენჭოვანი დაავადებების, პოდაგრის, რევმატიზმისა და გულის უკმარისობის დროს.
ქაფურა ფესვების სპირტიანი ნაყენი 1:10 პროპორციით
დააყენეთ 2 კვირით, დალიეთ 1 ჩ.კ. დღეში სამჯერ, რძესთან ერთად, ლეიკოზის, ავთვისებიანი სიმსივნის, კუჭის ტკივილების დროს.
ფესვზე არსებული კაკლები შეგიძლიათ მიირთვათ უმი ან მოხარშული, დაუმატოთ (ფოთლებიც) სუპებს, სალათებს, ფოთლებისა და მორჩებისგან კი მოამზადოთ ჩაი.