სურნელოვანი ნემსიწვერა ჯანმრთელობისა და ნერვების სიმშვიდის სადარაჯოზე.

0
267
ფოტო:MaineCoast on Pixabay

ბალბიფოთოლა(ლათ. Pelargōnium),ნემსიწვერა(ლათ. Geranium) ან უბრალოდ სამკურნალო ტუხტი (ლათ. Althaéa officinális) – ამ მცენარეებს ნემსიწვერას ერთი დიდი ოჯახი აერთიანებს. ჩვეულებრივ, ამ ყვავილებს ფანჯრის რაფაზე ვზრდით, ზაფხულში აგარაკზე მიგვაქვს და თეთრი, ვარდისფერი, წითელი თანაყვავილედი-ბურთების ყურებით ვტკბებით ისე, რომ მათ სამკურნალო თვისებებზე არც კი ვფიქრობთ. სახლში ერთი ბუჩქი ნემსიწვერას ქონა ნიშნავს იმას, რომ თავი დაცულად და ენერგიულად იგრძნოთ და ფიზიკურად ბევრი უსიამოვნებისგან, მათ შორის ცუდი ენერგიისგან დაცული იყოთ. ნემსიწვერით და მისი ზეთით მკურნალობა ძალიან მარტივი და სასიამოვნოა.

თქვენ უბრალოდ ამის სწორად გაკეთება უნდა ისწავლოთ, რომ ყველა ბიოლოგიურად აქტიურმა ნივთიერებამ ორგანიზმზე სასარგებლო გავლენა მოახდინოს. ნემსიწვერა სახლის მეპატრონეს მაშინაც კი განკურნავს, თუ თავად ამაზე არც კი ფიქრობს. ნემსიწვერა სახლის ატმოსფეროზე დადებით გავლენას ახდენს, ჰაერში მავნე მიკროორგანიზმებს ანადგურებს, მის გვერდით მცხოვრები ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობას აუმჯობესებს.

იცით თუ არა, რომ ნემსიწვერას სუნის მიმართ ადამიანის დამოკიდებულებით მისი ნერვული სისტემის მდგომარეობის განსაზღვრა შეიძლება? როგორც აღმოჩნდა, „სუსტი“ ნერვების მქონე ადამიანებს ნემსიწვერა დიდად არ მოსწონთ! და პირიქით, სტაბილური ნერვული სისტემის მქონე ადამიანებისთვის ნემსიწვერას სასიამოვნო სურნელი აქვს. საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ნემსიწვერას ზოგიერთ სახეობას მკვეთრად გამოხატული დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. ფსიქიკის მდგომარეობაზე გავლენას სწორედ არომატი (თუ ფოთლებს გასრესთ) ახდენს, ნერვულ სისტემას აღადგენს და ორგანიზმისთვის აუცილებელ მნიშვნელოვან პროცესებს არეგულირებს. შინაურული ნემსიწვერას ფოთლები, ყვავილები და ფესვები შეგიძლიათ მთელი წლის განმავლობაში გამოიყენოთ. ტოტის მოჭრის დროს მცენარისთვის ბოდიშის მოხდა არ დაგავიწყდეთ, ასევე აუხსენით, თუ ამას რისთვის აკეთებთ.

ნახარში ყელის გამოსავლებად ლორწოვანი გარსის ანთების შემთხვევაში. 1 ჩ/კ დაჭრილ მწვანილს და ნემსიწვერას ფესვებს 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით, 3-5 წუთით სუსტ ცეცხლზე ადუღეთ. ნახარშს 1 ჩ/კ ზღვის მარილი და 2-3 წვეთი სააფთიაქო ლუგოლის ხსნარი დაუმატეთ. ეს რეცეპტი პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესების და მისი დეგენერაციული ცვლილებების დროს გამოგადგებათ.

ნემსიწვერას ნაყენი 77 დაავადების საწინააღმდეგოდ (ტკივილგამაყუჩებელი საშუალება ჰილდეგარდის რეცეპტით), რომელიც ძალიან ეფექტურია ხველის და შინაგანი ორგანოების ანთებითი დაავადებების დროს. 100 გრ ნემსიწვერა, 100 გრ დარიჩინი, 50 გრ უსუპი, 20 გრ კოჭის ფესვი, 300 გრ თაფლი, 2 ლ სახლის წითელი ღვინო. წითელ ღვინოში თაფლი, სანელებლები და ბალახები მოათავსეთ. სუსტ ცეცხლზე 30 წუთით ხარშეთ. 12 საათით დააყენეთ და გადაწურეთ. როგორც აპერიტივი 20 მლ სადილის წინ და 10 მლ ვახშმის წინ, 21 დღის განმავლობაში დალიეთ.

ნემსიწვერას სასმელი ფარისებრი ჯირკვლების გასაჯანსაღებლად. 20 გრ ახალი, წითელი ფერის ნემსიწვერას რამდენიმე ტოტი ყვავილებით და ფოთლებით თიხის ქოთანში ჩაყარეთ და 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით. 15 წუთში 1 ს/კ თაფლი დაუმატეთ, 10 წუთით დააყენეთ და გადაწურეთ. დღის განმავლობაში ყლუპობით დალიეთ. კურსი – 3 კვირა, კლებადი მთვარის დროს დაიწყეთ. გადაწურვის შემდეგ ბალახი არ გადაყაროთ, არამედ 100 გრ ხაჭოს აურიეთ და ფარისებრ ჯირკვლებზე კვანძების შემთხვევაში საფენები გაიკეთეთ.

უძველესი დროიდან ქალები ალისფერ ნემსიწვერას უშვილობის სამკურნალოდ იყენებდნენ. 200 მლ წითელი ღვინო 5 წუთით აადუღეთ, შემდეგ 50 გრ ნემსიწვერას ყვავილები და ფოთლები, თაფლი გემოვნებით დაუმატეთ. გადაწურეთ და 50 მლ სასმელი დღეში 3-ჯერ ყოველთვე, 2 კვირის განმავლობაში დალიეთ, სანამ შედეგს არ მიიღებთ.

ნემსიწვერას ფოთლების ნაყენი თვალის სამკურნალოდ. 10 ნემსიწვერას ფოთოლს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 1 ს/კ ძიძოს თაფლი დაუმატეთ და რამდენიმე საათით დააყენეთ. კატარაქტის და ცრემლდენის დროს თვალი გაიწმინდეთ. დაორთქლილი ფოთლები ნაყენიდან თვალებზე 10-15 წუთით დაიდეთ. პროცედურა დღეში 2-ჯერ, 2 კვირის განმავლობაში გაიკეთეთ.

ნემსიწვერას წვენს უფრო ეფექტური და ძლიერი გამაჯანსაღებელი მოქმედება გააჩნია. ერთადერთი მინუსი: 2 ს/კ წვენის მოსამზადებლად მთელი ბუჩქი ნემსიწვერა დაგჭირდებათ. ნემსიწვერას ახალი ტოტი, ყვავილები, ფოთლები დანით დაჭერით ან ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ. ხის კოვზით დანაყეთ და სიმძიმე დაადეთ და რამდენიმე საათით ცივ ადგილას დადეთ, რომ წვენი უკეთ დაიწუროს. წვენს სურდოს, ოტიტის, კატარაქტის სამკურნალოდ, დიაბეტის დროს შაქრის დასარეგულირებლად, ასევე სახის კანის გასაწმენდად იყენებენ.

ოტიტის, ანგინის და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის სამკურნალოდ ნემსიწვერას ახალი წვენი თბილ წყალში 1:1 პროპორციით გააზავეთ. ოტიტის დროს ბამბა დაახვიეთ და 1 წვეთი ყურში ჩაიწვეთეთ ან ნემსიწვერა გასრისეთ, მარლაში გაახვიეთ და ყურის არხში მთელი ღამით ან 2-3 საათით ჩაიდეთ. ნემსიწვერას ზოგჯერ ასე უწოდებენ: „ყური-ყელი-ცხვირი“.

სურდოს დროს თითოეულ ნესტოში 2-3 წვეთი წვენი ჩაიწვეთეთ. კატარაქტის დროს თვალის კუთხეში 1-2 წვეთი წვენი ჩაიწვეთეთ. შაქრიანი დიაბეტის დროს ყოველდღე 1 ჩ/კ ნემსიწვერას წვენის მიღება სასარგებლოა.

ფხვნილის რეცეპტი დიაბეტის დროს: ნემსიწვერას ფოთლების და ყვავილების ფხვნილი დარიჩინის ფხვნილს (თითო 100 გრამი) კარგად აურიეთ. 1 ჩ/კ დღეში 4-5-ჯერ მიიღეთ და ძირტკბილას ფესვების ნაყენი დააყოლეთ (1 ს/კ 1 ჭიქა მდუღარე წყალზე, გაგრილებამდე დააყენეთ). დაორთქლილი და დაქუცმაცებული ნემსიწვერას ბალახით მშრალი კოჟრებისთვის საფენებს ამზადებენ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი