ალოეს სამკურნალო ძალა: მას მთელი საავადმყოფოს შეცვლა შეუძლია.

4894
ფოტო: Spencer Wing on Pixabay

ალოე სამშობლო აფრიკაა. საქართველოში ველური სახით არ გვხვდება, თუმცა არ მეგულება ოჯახი სადაც ეს მცენარე არ ბინადრობეს. ალოეს სამკურნალოდ ჯერ კიდევ ძველი რომაელები და ბერძნები იყენებდნენ.

გთავაზობთ რამოდენიმე გამოცდილ რეცეპტს:

  • იმუნიტეტის გასაძლიერებლად, მიიღეთ 5-10 მლ წვენი ჭამამდე 30 წუთით ადრე, დღეში 2-3-ჯერ, 7-10 დღის განმავლობაში.
  • გადაღლილობის დროს, შეურიეთ 500 გ წვრილად დაჭრილი ალოეს ფოთლები, 150 გ დაფქული ჩაგა, 500 მლ თაფლი, 500 მლ მდუღარე წყალი, 200 მლ მრავალძარღვას წვენი, 50 მლ ღიღილოს ნაყენი.

მიიღეთ 1-2 ს.კ. ჭამამდე 30 წუთით ადრე, დღეში 2-3-ჯერ.

  • დაჩირქებული ჭრილობების, დამწვრობის, ნაწოლების სამკურნალოდ, ალოეს წვენში ჩალბობილი სტერილური ხელსახოცები დაიდეთ კანის დაზიანებულ მონაკვეთზე.

მიიღეთ 1 ს.კ. დღეში ოთხჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, 1 თვის განმავლობაში.

  • კუჭის წყლულის დროს, შეურიეთ 200 მლ თაფლი, 30 მლ ალოეს წვენი, 200 გ კაკაოს ფხვნილი, 200 ბატის ქონი, 300 მლ ქაცვის ზეთი.

მიიღეთ 1 ს.კ. დღეში ოთხჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, 1 თვის განმავლობაში.

  • კლიმაქსის ან მტკივნეული, არეული მენსტრუაციის დროს, მიიღეთ ალოეს წვენი (8-10 წვეთი დღეში სამჯერ) ჭინჭრის ფოთლების ჩაისთან ერთად: 1 ს.კ. ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 20 წუთით და დალიეთ 0.5 ჭიქა დღეში 2-3-ჯერ.
  • ანემიისა და საერთო სისუსტის დროს, შემდეგი საშუალება გამოიყენეთ: 3 ს.კ. ნაკრებს (ორსახლა ჭინჭრის, ივან-ჩაისა და არყის ფოთლები, აღებული თანაბარი რაოდენობით) დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 3 საათით;

მიიღეთ საკვებთან ერთად, 0.5 ჭიქა, 2 ს.კ. ალოეს წვენთან ერთად, დღეში 3-4-ჯერ, 1-2 თვის განმავლობაში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს