ჯიჯლაყა სისხლნაკლებობის და ანთებითი პროცესების პროფილაქტიკისთვის.

721
ფოტო: Sony Mavica on wikipedia

“გთხოვთ, დაწეროთ ჯიჯლაყას (ამარანტის) სამკურნალო თვისებების შესახებ. პატივისცემით, თქვენი მუდმივი მკითხველი, გ.კ.”

წერილს პასუხობს ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, ლუბოვ დუდჩენკო:

არ შევცდებით, თუ ჯიჯლაყას (ლათ. Amaranthaceae) ვუწოდებთ სასწაულმოქმედ წამალს უამრავი დაავადებისგან: მამაკაცებისა და ქალების შარდსასქესო სისტემების ანთებითი პროცესების წინააღმდეგ, ადენომისა და ბუასილის პროფილაქტიკისთვის, პოსტოპერაციული ავადმყოფების სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის, ჰიპოვიტამინოზის, ძალების გამოცლის დროს.

ჯიჯლაყა სასარგებლოა ანემიის, ათეროსკლეროზის, სიმსუქნის, კენჭების, ნებისმიერი ანთებითი პროცესის, ონკოლოგიური, კერძოდ, რადიაციასთან დაკავშირებული დაავადებების დროს.

ბავშვებში ღამით შარდის შეუკავებლობას მკურნალობენ მცენარის თესლიანი მორჩების ნახარშით (იღებენ ჩაის მსგავსად). გაგაცნობთ იმ დაავადებათა მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილს, რომლებზეც ჯიჯლაყა დადებითად მოქმედებს.

სამკურნალო თვისებები მცენარის ყველა ნაწილს აქვს. ამარანტის სამკურალო თვისებები გვამარაგებს რკინით, კალციუმით, კალიუმით, ფოსფორით, ვიტამინებითა და ცილებით, რომლებსაც ორგანიზმი მარტივად ითვისებს. ვალინის, ლეიცინის, ლიზინის, მეთიონინის, ფენილალანინისა და ტრიპტოფანის მნიშვნელოვანი შემცველობა ჯიჯლაყას ნამდვილ სამკურნალო პროდუქტად აქცევს. ამასთან, ამარანტის თესლში ამინომჟავების შემცველობა უფრო მაღალია, ვიდრე ხორბლის ცილაში, სოიოს მარცვლებში, ძროხის რძეში.

ბოლო წლებში, მეცნიერებმა ჯიჯლაყის თესლში აღმოაჩინეს ძალიან ძვირფასი, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება სკვალენი, რომელიც აქამდე მხოლოდ ზვიგენის ღვიძლის ქონიდან მიიღებოდა. დამტკიცებულია, რომ სკვალენს ძლიერი სამკურნალო მოქმედება აქვს. ამარანტის თესლის მოხმარებისას უმჯობესდება ჯანმრთელობის მდგომარეობა, იზრდება ორგანიზმის რეზისტენტულობა სხვადასხვა დაავადებისადმი, რადიოდამცავი აქტივობის გამო. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჯიჯლაყს ორგანიზმიდან გამოაქვს რადიონუკლიდები, ხოლო ზეთი, რომელსაც მისი მარცვლებისგან იღებენ, ლიზინის, ჰისტიდინის, არგინინის, ასპარაგინისა და გლუტამინის მჟავების შემცველობით, ქაცვის ზეთს უსწრებს.

ჯიჯლაყის თესლის ნაყენი: მწიფე მარცვლებს დაასხით არაყი 1:3 პროპორციით, დააყენეთ 8-10 დღით ბნელ ადგილას, დროდადრო შეანჯღრიეთ. გადაწურეთ და მიიღეთ ჭამამდე 5-6 წვეთი რძესთან ან თბილ წყალთან ერთად.

გემოვნური და კვებითი თვისებების მიხედვით, ჯიჯლაყს ბადალი არ ჰყავს, იგი მრავალი ქვეყნის ყოველდღიურ რაციონში შედის. მიღებულ შკალაზე, ამარანტის ცილა 100 ქულით ფასდება მაშინ, როცა სოიოს მხოლოდ 60 ქულას ანიჭებენ.

დიეტოლოგები ამტკიცებენ: ჯიჯლაყის კვებითი თვისებები უფრო მაღალია, ვიდრე წიწიბურისა. ამ მცენარის გამოყენების სპექტრიც ძალიან ფართოა. ახალგაზრდა ფოთლების ნაზი ფოთლებისგან ამზადებენ შესანიშნავ სალათებს. სალათები, ნამცხვრები, მაკარონი, პური, ფქვილი, მცენარეული ზეთი, სახამებელი – ეს იმ პროდუქტების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც ამ სასწაულმოქმედი მცენარისგან იღებენ. ამარანტის თესლის ამოცენებაც შეიძლება, რაც ძალიან სასარგებლოა, განსაკუთრებით ზამთარში. გემოთი ისინი თხილს ჰგავს და, გათბობისას, მადისაღმძვრელ ხრაშუნა პროდუქტს მიიღებთ. თუ პურის ცხობისას ჩვეულებრივ ფქვილს 10% ამარანტისას დაუმატებთ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება პურის გემო და კვებითი ღირებულება.

მოხალული ან გამოშრობილი თესლი გამოიყენება ფაფებისა და სუპებისთვის.

ამარანტის სამკურნალო მიზნით მოკრეფისას უნდა გახსოვდეთ, რომ მწვანილად მისი გამოყენება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა მცენარემ უკვე მიაღწია 25-30 სმ სიმაღლეს, ხოლო ფოთლები ქვედა ნაწილებიდან უნდა მოკრიფოთ, მთელი ზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე. თესლის დამწიფების პერიოდი რამდენადმე გაწელილია. კრეფა მაშინ უნდა დაიწყოთ, როცა, ყვავილედების შენჯღრევის დროს, თესლი ცვივა. ხშირად, ყვავილედებს წყვეტენ ხელით, თხელ ფენად კიდებენ ან ალაგებენ ქსოვილზე. 1-2 კვირის განმავლობაში, თესლი მწიფდება, მას ასუფთავებენ.

ზეთს, რომელსაც მარცვლებისგან იღებენ, აქვს სამკურნალო თვისებები. მას ეფექტურად იყენებენ კუჭის დაავადებების, კანის სხივოვანი დაზიანებების, სხვადასხვა დამწვრობის, ნაწოლის, ეკზემის, კიბოს სხივური თერაპიის დროს.

არ დაივიწყოთ მოიწონოთ (გამოიწეროთ) ჩვენი გვერდი და გაუზიაროთ თქვენი მოწონებული ინფორმაციები მეგობრებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს