თვალებს კურნავს ღიღილო, პოდაგრას კი – ბარისპირას ნაყენით დაამარცხებთ.

1752
ფოტო:erwin nowak on Pixabay

სამკურნალო ტუხტი (Althaea officinalis) ბალბასებრთა ოჯახის მცენარეა, რომელიც გავრცელებულია ევროპაში. იზრდება ტენიან მდელოებსა და მდინარის, ტბების, ჩანჩქერების ნაპირებზე. მცენარის ყველა ნაწილი შეიცავს ლორწოს და ახდენს დამარბილებელ მოქმედებას. ზაფხულში აგროვებენ ტუხტის ყვავილებსა და ფოთლებს, რომელთაგან დამზადებულ პრეპარატებსაც შინაგანად იღებენ, როგორც დამარბილებელ, ამოსახველებელ და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას კუჭის დაავადებების დროს.

ყვავილების ნაყენი: 1 ჩ.კ. ყვავილებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 1-2 საათით და გადაწურეთ. მიიღეთ 1 ჩ.კ. თბილი სითხე დღეში სამჯერ, სასურველია, თაფლთან ერთად. ასეთი ნაყენი დაგეხმარებათ ნაწლავის ანთების, ფაღარათის, თირკმლების დაავადების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს. მას აქვს ამოსახველებელი თვისება ბრონქული ასთმის, ყივანახველასა და ხველის დროს.

ასეთივე მოქმედება აქვს ფოთლების ნაყენს: 1 ს.კ. დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 1 საათით, გადაწურეთ და მიიღეთ 1 ჩ.კ. დღეში სამჯერ.

ბალახისა და ყვავილების ნაყენის გამოყენება შეგიძლიათ კომპრესებისა და ოყნის სახით, ნაწლავებსა და შარდის ბუშტში არსებული ანთებითი პროცესების ჩასაცხრობად, ცისტიტის დროს. 2 ს.კ. ფოთლებსა და ყვავილებს დაასხით 2.5 ჭიქა წყალი, დააყენეთ 2 საათით, გადაწურეთ და გამოიყენეთ საჭიროებისამებრ.

ტუხტი შეგიძლიათ ბალბის მიწისზედა ნაწილით ჩაანაცვლოთ, რადგან მას, ყვავილობის პერიოდში, ისეთივე მოქმედება აქვს, როგორიც ტუხტის ყვავილებსა და ფოთლებს.

რუსული ღიღილო (Centaurea cyanus) – რთულყვავილოვანთა ოჯახის ერთწლიანი მცენარეა. ნედლეულად იყენებენ მცენარის ყვავილებს, რომლის პრეპარატებსაც ანთებისსაწინააღმდეგო, მადეზინფიცირებელი თვისებები აქვს. გამოიყენება თირკმლებისა და ღვიძლის ანთებითი დაავადებების, შარდკენჭოვანი დაავადებებისა და, განსაკუთრებით, თვალების ანთების (კონიუქტივიტის, ბლეარიტის) დროს. ასევე, გამოიყენება ღიღილოს ყვავილის ფურცლებიც.

ფოტო: P33tr on wikipedia

ღიღილოს ფურცლების ნაყენი: 1 ს.კ. ნედლეულს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ გაგრილებამდე და მიირთვით 1 ს.კ. თბილი სითხე დღეში სამჯერ.

გარეგანად გამოიყენება ღიღილოს ყვავილსაჯდომები: 1 ს.კ. ნედლეულს დაასხით 1 ჭიქა  მდუღარე წყალი, დააყენეთ გაგრილებამდე და გამოირეცხეთ ნაყენით თვალები ან გაიკეთეთ კომპრესები კანზე.

მთის ბარისპირა (Betonica grandiflora) – რთულყვავილოვანთა ოჯახის მრავალწლიანი მცენარეა. სამკურნალო მიზნით გამოიყენება ბალახი, რომელსაც ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით კრეფენ. მცენარე შეიცავს ფლავონოიდებს, ტანინებს, ეთერზეთებს. აქვს შარდმდენი, ნაღველმდენი, რბილი საფაღარათე ეფექტი.

ბარისპირა გამოიყენება თირკმლების დაავადებების, ქრონიკული პიელონეფრიტის, მაღალწნევიანი გლომერულონეფრიტის დროს. ხალხური მედიცინა, ფილტვების ტუბერკულოზის დროს, გვირჩევს მცენარის მოხმარებას ამოსახველებელი საშუალების სახით. ბარისპირას პრეპარატები აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, გვეხმარება მომატებული მჟავიანობის გასტრიტის, პოდაგრისა და ართრიტის დროს.

ბარისპირას ბალახის ნაყენი: 2 ს.კ. ნედლეულს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. დალიეთ 1 ს.კ. დღეში 3-4-ჯერ.

გარეგანად გამოსაყენებელი ნაყენი: 0.5 კგ ბალახს დაასხით 5 ლ მდუღარე წყალი. დააყენეთ 1 საათით და გამოიყენეთ აბაზანის, კომპრესისა და სავლების სახით საყმაწვილოს, ვარიკოზის, წყლულებისა და ფეხების ჭარბოფლიანობის დროს.

წალიკა (Persicária hydropíper) – მატიტელას გვარის ერთწლიანი ტენისმოყვარული მცენარე. სამკურნალოდ იყენებენ ბალახს, რომელსაც ყვავილობის დასაწყისში კრეფენ. მცენარე შეიცავს ფლავონოიდებს, K ვიტამინს, მარგანეცს, მაგნიუმს, ვერცხლს, სპილენძს, თუთიას, სელენს.

მისი ძირითადი სამკურნალო თვსიებებია: ანთებისსაწინააღმდეგო, სისხლის შემაჩერებელი საშვილოსნოს და ჰემოროიდალური, აგრეთვე, შინაგანი სისხლდენების დროს. გამოიყენება შარდკენჭოვანი დაავადებების, ჩიყვის კვანძოვანი ფორმის, ბუასილის, ჩირქოვანი და ვარიკოზული ჭრილობების, ეგზემისა და სხვა დაავადებების სამკურნალოდ.

შეგიძლიათ, აფთიაქში თხევადი ექსტრაქტი შეიძინოთ ან მოაზადოთ ნაყენი: 2 ს.კ. ბალახს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ გაგრილებამდე და მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ.

ნაყენს ამზადებენ 40%-იან სპირტზე ან არაყზეც, 1:4 პროპორციით. აყენებენ 2 კვირით და იღებენ 30-35 წვეთს დღეში 3-4-ჯერ. მკურნალობა მხოლოდ ჩვენებების მიხედვით, ხანმოკლე ვადით მიმდინარეობს, რამდენადაც წალიკას პრეპარატები ასქელებს სისხლს: 2-3 კვირა მიიღეთ, 1 კვირა – შეისვენეთ.

ნახარში: 1 მუჭა ბალახი ხარშეთ 2 ლ მდუღარე წყალში 10-15 წუთით, გადაწურეთ და მიიღეთ აბაზანები 15-20 წუთით, ბუასილის დროს. გარეგანად, მცენარის წვენით იზელენ წყლულებს. ნედლ ბალახს იდებენ კეფაზე თავის ტკივილისა და სურდოს დროს.

მცენარის მოხმარების უკუჩვენებაა გლომერულონეფრიტი.

ჩვეულებრივი მატიტელა (Polygonum aviculare) – მრავალწლიანი მცენარეა. სამკურნალოდ გამოიყენება ბალახი, რომელიც მდიდარია ფლავონოიდებით, ტანინებით, კრემნიუმით. მცენარეს კრეფენ ივლის-სექტემბერში.

მატიტელას ჩვენებებია ტუბერკულოზი და შარდკენჭოვანი დაავადებები (განს. ოქსალატები). გამოიყენება, როგორც ანთებისსაწინააღმდეგო, დიურეტიკული, ანტიმიკრობული, მკუმშავი საშუალება. ასევე, მცენარის პრეპარატების მოხმარებას ხალხური მედიცინა გვირჩევს დისპეპსიური გამოვლინებების, გასტროენტერიტის, ფიბრომიომის, თირკმლისა და გულის წარმომავლობის შეშუპების სამკურნალოდ, ღვიძლის ფუნქციის დაქვეითების დროსაც.

მცენარე, აგრეთვე, საერთოგამაძლიერებელი ეფექტითაც გამოირჩევა. დერმატოლოგიაში მატიტელას იყენებენ ფურინკულოზის, აკნეს, დერმატიტის დროს.

მატიტელას ნაყენი: 3 ს.კ. ნედლეულს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დალიეთ 3/4 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე.

აბაზანის სახით, გარეგანად იყენებენ მცენარეს ალერგიული გამოვლინებების, ექსუდატიური დიათეზისა და ბუასილის დროს. ნედლეული უნდა აადუღოთ და დააყენოთ 40-50 წუთით. მიიღოთ აბაზანები კვირაში რამდენჯერმე, 10-20 წუთით.

თუ მოგეწონათ ჩვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, მოიწოდეთ და გაუზიარეთ მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას და სილამაზე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს