ღამით თავის ტკივილი და უძილობა მტანჯავდა სანამ ეს ხრიკი არ ვისწავლე, თურმე სხვა დაავადებებსაც შველის.

0
1200
ფოტო: yganeshbabu on Pixabay/lekolar

თუ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავთ და კარგად გამოძინება გსურთ, შეგიძლიათ ბალახებით, ღვიის ბურბუშელათი და ახალგაზრდა ტოტებით სავსე მუთაქა-თავმისადები გამოიყენოთ, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. თქვენი მდგომარეობის მიხედვით სწორად შერჩეული მუთაქა ნერვების დამშვიდებას ხელს შეუწყობს, თავის ტკივილს შეამცირებს და სურდოს სწრაფად გააქრობს.

ასეთი მუთაქის შეძენა აუცილებელი არაა. 40X40 სმ ზომის სამკურნალო ბალიში შეგიძლიათ თავად შეკეროთ. სხვათა შორის, ნემსიწვერით, ლავანდით და სხვა ძალიან არომატული ბალახებით სავსე ბალიშები 20X20 სმ ზომის უნდა იყოს.

ბალიშის შესაკერად, პირველ რიგში, ნატურალური ქსოვილი შეარჩიეთ. საუკეთესოა – ტიკი, ბამბა, სელი, აბრეშუმი და მატყლი. ქსოვილი მკვრივი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბალახი დაგჩხლეტთ. ბუნებრივია, ბალიშის გასავსებად ბალახის სწორად შერჩევა მნიშვნელოვანია: ის არომატების მიმართ თქვენს მოთხოვნილებებს და არჩევანს უნდა აკმაყოფილებდეს.

ბალახები გამხმარი და ახალი უნდა იყოს, გამოყენების წინ დააქუცმაცეთ და აურიეთ. ბალახები შეგიძლიათ თავად შეაგროვოთ და გაახმოთ, ან აფთიაქში შეიძინოთ. სანამ ბალიშს ბალახებით გაავსებთ, თქვენთვის შესაფერი მცენარეები აირჩიეთ. მათ შესახებ შეეგიძლიათ სამკურნალო მცენარეების შესახებ წიგნში ან სააფთიაქო ბალახების დახლებზე წაიკითხოთ, ფიტო ან არომათერაპევტს რჩევა ჰკითხოთ და ა.შ. ბევრი სასარგებლო და სურნელოვანი ბალახი არსებობს, მაგალითად, თავშავა, პიტნა, ბარამბო, ცისკარა, ბევრისთვის საყვარელი ხავერდა, მხოხავი ბეგქონდარა, კრაზანა, ფარსმანდუკი

გთავაზობთ რამდენიმე მცენარის დანიშულებას მაგალითისთვის:

  • იასამანი – სურდოს და თავის ტკივილის პროფილაქტიკის მიზნით
  • კატაბალახა – უძილობის დროს
  • წითელი სამყურა – ჰიპერტონიის და თავის ტკივილის დროს, კარგი იქნება თუ იასამანს აურევთ.
  • სურნელოვანი ნემსიწვერა (ფოთლები) – გაციების დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, ასევე ოტიტის დროს.
  • გულყვითელა (ყვავილები, ფოთლები) – თავის ტკივილის და ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისთვის.
  • სამკურნალო სალბი – კანის ანთებითი დაავადებების და სურდოს დროს.

უნდა გახსოვდეთ, რომ ერთი და იმავე ბალახის ხანგრძლივად გამოყენება არასასურველია. ბალიშში ცოტა პირშუშხას მცირე ხნით გამოყენება კარგ ძილს უზრუნველყოფს, სხვა შემთხვევაში კი გვერდითი ეფექტები აქვს – აგზნება, შიში, ოფლიანობა, ქოშინი.

ბალიშებში ბალახი სწრაფად ჯდება და მისი გამოყენება 1-2 წელი შეგიძლიათ, შემდეგ კი უნდა განაახლოთ. თუ ბალიში მოულოდნელად დანესტიანდა, მისი გამოყენება აღარ შეიძლება, ის ზიანის გარდა არაფერს მოგიტანთ.

ბალახებით სავსე ბალიში პოლიეთილენის პაკეტში შეინახეთ. ასე ტენის ზემოქმედებისგან დაიცავთ და არომატებს შეინარჩუნებს. სურვილის მიხედვით, ბალიში შეგიძლიათ გათბობის ბატარეაზე დადოთ, რომ სურნელმა მთელი სახლი გაავსოს.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი