ძველი წყაროები აბზინდას (ლათ. Artemísia) სასწაულმოქმედ და სამკურნალო თვისებებს აწერენ. ჩვენს რთულ, ინფორმაციითა და საკვებით გადატვირთულ დროში, აბზინდა ორგანიზმის შესანიშნავ გამწმენდად გვევლინება.
ნახშირწყლოვანი საკვების (ტკბილეული, ფასტ-ფუდი, შემწვარი კერძები) ყოველდღიური მიღება იწვევს ნივთიერების მიმოცვლის დარღვევას სიმსუქნის სასარგებლოდ.
ღვიძლში ნაღვლის შეკავება ჯანმრთელ ადამიანებში ჩვეულებრივ ამბად იქცა. ამაშიც, როგორც სხვა არაფერი, დაგეხმარებათ ჭამის წინ აბზინდის ნაყენის მიღება.
ძველი დროის დიდი ექიმი, ავიცენა წერდა, რომ აბზინდას შეეძლო ადამიანის გადარჩენა ძლიერი მოწამლვის დროს. აბზინდა ებრძვის შხამს და, ამავდროულად, ასტიმულირებს ღვიძლის მუშაობას: შხამი ორგანიზმიდან უცვლელად გამოდის.
აბზინდას არომატი წმენდს აურასა და სივრცეს
აბზინდა უნდა მიიღოთ მცირე დოზებით, თუმცა დიდხანს. მას რბილი და ღრმა მოქმედება აქვს.
ითვლება, რომ, რაც უფრო ხნიერია ადამიანი, მით უფრო სასარგებლოა მისთვის აბზინდა.
აბზინდის სურნელი მძლავრად წმენდს ადამიანის აურასა და გარშემო სივრცეს უცხო მენტალური ნაგვისგან, ხელს უწყობს ადამიანის შესვლას სამლოცველო, ამაღლებულ მდგომარეობაში, დიდი მარხვის დროს.
ძველ დროში, სახალხო მკურნალები პაციენტს და მთელ ოთახში აბზინდის კვამლს შემოატარებდნენ ხოლმე. იგი არამხოლოდ ენერგეტიკას წმენდდა, არამედ აუმჯობესებდა დაბინდულ გონებასაც. ფრინველების კი იცავენ ამ მცენარით თავიანთ ბარტყებს პარაზიტებისგან.
ჩინურ მედიცინაში, აბზინდა გამოიყენება ადამიანის სხეულზე აქტიური წერტილების გასახურებლად. აბზინდის სიგარა იწვის დამოუკიდებლად, სანამ არ ჩააქრობენ. სითბო, რომელსაც იიგი გამოყოფს, კოჰერენტულია, ანუ, როგორ ლაზერის გამოსხივებისას, იგი ღრმად აღწევს ქსოვილში და ააქტიურებს ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებს. ამასთან, იზრდება ადამიანის ცხოვრებისეული ტონუსი. მუხლქვეშა წერტილ E-36-ის (ცზუ-სან-ლი), დღეგრძელობის წერტილის გახურება გვეხმარება სიბერის პრობლემების პროფილაქტიკაში.
სასარგებლოა სახლის შესასვლელში, კარის თავზე, აბზინდის კონის დაკიდებაც. იგი არამხოლოდ აფრთხობს მწერებს არამედ ნეგატიური გავლენისგანაც დაგიცავთ.
აბზინდის რეცეპტები
- აბზინდის ნაყენი გვეხმარება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სეკრეტის გამოყოფის ფუნქციის შემცირებაში, მადის არარსებობის დროს. 0.5 ჩ.კ. აბზინდას დაასხით ჭიქა მდუღარე წყალი. დალიეთ ჩაის მსგავსად, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
- აბზინდის ჩაის იყენებენ ყელის სავლებად ყელის ტკივილისა და ანგინის დროს. ამასთან, უნდა აიღოთ სრული ჩ.კ. ნედლეული 1 ჭიქა მდუღარეზე და დააყენოთ გაგრილებამდე.
- არომატული ბალახების ბალიშები, რომელთა შემადგენლობაშიც შედის აბზინდა, ეფექტურად გამოიყენება ნევროზისა და ძილის დარღვევების დროს (აბზინდა, ბეგქონდარა ან ბაღის პიტნა – თითო წილი, სვიის კვირტები – 3 წილი). ეს საშუალება ძალიან სასარგებლოა ჩვენი მოსწავლე შვილებისთვის. კომპიუტერისა და ტელევიზორის ნაცვლად, გაისეირნონ მშობლებთან ერთად ძილის წინ და დაწვნენ ამ სასწაულმოქმედ ბალიშზე იმისათვის, რომ ფსიქიკური გადაღლილობისგან დაიცვან თავი. ქრონიკული უძილობის დროს, დაუმატეთ აბზინდის ნაყენში ჩალბობილი პირსახოცის თავზე შემოხვევაც.
- ფეხების ტკივილისა და თრომბოფლებიტის დროს, 3 ს.კ. დაქუცმაცებულ ბალახს შეურიეთ 500 მლ ჩუმა-მაწონი. წაუსვით მასა მარლაზე ან ბინტზე და დაიდეთ ფეხების გაგანიერებულ ვენებზე, ზემოდან შეიხვიეთ ცელოფნით. ფეხები ოდნავ წამოწიეთ, დაიდეთ მათ ქვეშ ბალიშები და დაწექით ასე 30 წუთით. პროცედურა გაიმეორეთ ყოველდღე, გამოჯანმრთელებამდე.
- ქალური დარღვევების: დისმენორეის, ანთების, უნაყოფობის დროს, მიიღეთ ციკლამდე 6 დღით ადრე, ღამით, ჩაის სახით, 0.5 ჩ.კ. 1 ჭიქა მდუღარეზე.
- ოთახის გასაწმენდად, ჭურჭელს, აბზინდის გარდა, დაუმატეთ 1/3 კოთხოჯის ფესვიც. დახურეთ დროებით ყველა ფანჯარა და კარი, დაწვით ნედლეული და კვამლი მოაბნიეთ ოთახში, რამდენიმე საათით ყველა გადით ოთახიდან. განიავების შემდეგ, დარჩება მწარე სუნი, რომელიც დაავადებებსა და უსიამოვნებებს უკან დაბრუნების საშუალებას არ მისცემს.
ინფორმაცია მოამზადა ექიმ-ნევროპათოლოგმა ვლადიმირ ბულსუნმა. თუ მოგეწონათ ჩვენი სტატია მოიწონეთ და გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს.