ფითრი არეგულირებს ტვინში სისხლის მიმოქცევას, განსაკუთრებით სასარგებლოა შუა ხნის ასაკის ადამიანებისთვის.

0
1164
ფოტო: publicdomainpictures & pxfuel; edited by paparazzi.ge

ფითრის შესახებ საინტერესო სტატია წავიკითხე. მინდა გავიგო, დამოკიდებულია თუ არა მცენარის სასარგებლო თვისებები იმ ხეზე, რომელზეც იზრდება?

წერილს პასუხობს ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, ლუბოვ დუდჩენკო:

ფითრი(ლათ. Víscum) – ესაა ნახევარპარაზიტი მცენარე, რომელიც ხის ტოტებზე იზრდება. იგი მარტ-აპრილში ყვავის, ხოლო ნედლეული – ახალი ფოთლებიანი რტოები – იკრიფება შემოდგომაზე და ზამთარში. მიუხედავად იმისა, თუ რომელ ხეზე იზრდება ფითრი, მას გამაჯანსაღებელი თვისებები, კერძოდ, ჰიპოტენზიური მოქმედება აქვს, ამიტომ, სასარგებლოა მათთვის, ვისაც მომატებული არტერიული წნევა აქვს.

დამტკიცებულია, რომ, გარდა მკუმშავი, დიურეტიკული, სისხლის შემაჩერებელი და ჭიამდენი მოქმედებებისა, მცენარეს ციტოსტატიკური (სიმსივნის საწინააღმდეგო) მოქმედებაც აქვს. ფითრის პრეპარატები სასარგებლოა პოდაგრის მქონე ადამიანებისთვის, რომლებშიც დაქვეითებულია გამომყოფი ფუნქცია, მაგალითად, შარდმჟავას მარილთან მიმართებაში.

ექსპერიმენტულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ყველაზე გამაჯანსაღებელი თვისებები აქვს ფითრს, რომელიც მუხაზე, ვაშლის ან მთის ნეკერჩხლის ხეზე იზდება. ხალხურ მედიცინაში, მისგან დამზადებულ პრეპარატებს მოიხმარენ კუჭ-ნაწლავის დაავადებების, მუცლის ტკივილების, საშვილოსნოს და ჰემოროიდული სისხლდენების, დიფტერიის, ეპილეფსიის დროს.

ფითრის პრეპარატები ზრდის ცხოვრებისეულ ტონუსს, არეგულირებს ტვინში სისხლის მიმოქცევას, განსაკუთრებით სასარგებლოა ფითრი შუა ხნის ასაკის ადამიანებისთვის, რომლებსაც დარღვეული აქვთ ტვინში სისხლის მიმოქცევა, ხშირად აწუხებთ თავბრუსხვევა. ჩაიში მცირე დანამატებს იყენებენ, როგორც საერთოგამაძლიერებელ საშუალებას.

ფითრის ნაყენი: 15 გ დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი. გაგრილებამდე დააყენეთ და მიიღეთ 1 ს.კ. დღეში სამჯერ.

ფითრის ცივი ნაყენი: 0.5-1 ჩ.კ. ფითრს დაასხით 1 ჭიქა ცივი, გადადუღებული წყალი. დააყენეთ მთელი ღამით და მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში სამჯერ.

განსაკუთრებით კარგ გამაჯანსაღებელ ეფექტს იძლევა ფითრის კომბინაცია ფარსმანდუკის ბალახთან. თანაბარი რაოდენობის ფითრისა და ფარსმანდუკის 2 ს.კ. ნარევს დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, გამოიყენეთ გარეგანად საშოს გამოსაბანად, კოლპიტისა და კანდიდოზის დროს.

ასევე, შეგიძლიათ მცენარის სპირტიანი ნაყენი მოამზადოთ 70%-იან სპირტზე, 1:5 პროპორციით. მიიღეთ 50 წვეთი დღეში სამჯერ.

ჭიების გამოსადევნად (განსაკუთრებით, ასკარიდებისა და რგლოვანი ჭიების შემთხვევაში) იღებენ ფითრის ფხვნილისა და კატაბალახას ფესვების ნარევს (1:2). იღებენ 0.5-1 ჩ.კ. მასას ზედიზედ 3 დღე, აყოლებენ წყალს და აყოლებენ დახეხილ სტაფილოს, რომელსაც, აგრეთვე, ჭიამდენი საშუალება აქვს.

თუმცა, უნდა გახსოვდეთ: მცენარე (განსაკუთრებით ნაყოფი) შხამიანია, ამიტომ მისი დოზის გადაჭარბება და ხანგრძლივი გამოყენება დაუშვებელია. მკურნალობა უნდა დაიწყოთ მცირე დოზით, ორგანიზმის რეაქციების გათვალისწინებით.

გახსოვდეთ წამალსა და შხამს შორის განსხვავება დოზებშია, თვითმკურნალობის დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან. თუ მოგეწონათ ჩვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია მოიწონეთ და გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი