ღვია – ნატუროპათის რჩეული კენკრა, რომელიც ჯანმრთელობას საგრძნობლად აუმჯობესებს

1331
ფოტო: Sheila Brown on publicdomainpictures

სახალხო მკურნალ ნატუროპათ ელენა სვიტკოს გამაჯანსაღებელ ცენტრში ბოლო ვიზიტის დროს, ჩემი ყურადღება მიიპყრო თაროზე დადებულმა ღვიის ტოტების თაიგულმა, რომელიც ოთახში ეთერზეთების მსუბუქ, სასიამოვნო არომატს აფრქვევდა. იგი უფრო გაძლიერდა, როცა ელენა ბალახის ჩაით გამიმასპინძლდა ამავე ხისგან დამზადებული დასადგამით. ჩემი ინტერესი რომ შეამჩნია, ამიხსნა, რომ ეს ერთ-ერთმა კარპატელმა მებალახემ მას ამ მცენარის სასარგებლო თვისებების შესახებ უამბო.

ღვია – ცოცხი ორგანიზმის დასასუფთავებლად

ძველი დროიდან, ღვიას(ლათ. Juníperus) დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სახალხო მკურნალები. იგი შეიცავს დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებებს, კერძოდ, C და E ვიტამინებს, ტანინებს, ეთერზეთებს, ორგანულ მჟავებს, ფიტონციდებს, პექტინურ ნივთიერებებსა და სხვ.

სამედიცინო პრაქტიკაში, ყველაზე ხშირად გამოიყენება გირჩნაყოფები, ღვიის ზეთი, იშვიათად მერქანი და წიწვები. მდიდარი ქიმიური შემადგენლობის წყალობით, ღვიას უამრავი სასარგებლო თვისება აქვს.

როგორც ელენა სვიტკომ აღნიშნა, ღვიის სასიამოვნო არომატი ამშვიდებს და აწესრიგებს აზრებს, გვათავისუფლებს დეპრესიისა და შიშებისგან. ალბათ, ბევრს ჩაუდია ბალიშში ღვიის რტოები და წიწვები, რაც მშვიდ ძილს უზრუნველყოფდა.

ღვიის რამდენიმე სახეობიდან გამოირჩევა ორი: პარკებში გავრცელებული ყაზახური ღვია, რომელსაც მუქი ლურჯი კენკრა აქვს. ისინი დიდი სიფრთხილით უნდა მიიღოთ, რადგან შხამიან ნივთიერებებს შეიცავს. გამაჯანსაღებელი მიზნით, გამოიყენება კარპატული ღვიის ნაყოფი, რომელიც მოზრდილ ხის მსგავს ბუჩქზე იზრდება. გამომშრალი კენკრა გარედან მუქი იისფერ-შავია, რადგან დაფარულია მშრალი ცვილოვანი ნადებით, ხოლო შიგნიდან – მუქ იისფერ-მწვანეა. დაჭუელტის დროს, მას სასიამოვნო არომატი და მოტკბო გემო აქვს.

ელენა სვიტკოს თქმით, ღვიის კენკრის ეთერზეთების წყალობით, ხალხურ მედიცინაში იგი გამოიყენება საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების სამკურნალოდ და ფუნქციის გასაუმჯობესებლად, ასევე, იმუნური სისტემის გასაძლიერებლად. ღვია აუმჯობესებს მადას, წმენდს ნაწლავების კედლებს და სხვ.

ღვიის კენკრა ბუნებრივი სასწაულია – მას აქვს შარდმდენი მოქმედება, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, სასარგებლოა კუჭის, კუჭქვეშა ჯირკვლისთვის, წმენდს ღვიძლს: ამისთვის საკმარისია, დღეში 3-5 ც კენკრა დაღეჭოთ.

კარგი გამაჯანსაღებელი და ბაქტერიციული მოქმედება აქვს ღვიის კისელს: 20 კენკრას დაასხით 0.5 ლ წყალი, ხარშეთ 15 წუთით. ამავდროულად, 0.5 ჭიქა ცივ, გადადუღებულ წყალში გახსენით სახამებელი, მოურიეთ და დაუმატეთ თითქმის მზა ნახარშს. შეგიძლიათ, მასში რამდენიმე წვეთი იოდიც ჩაასხათ.

2 წლის ასაკიდან, ბავშვებს კისელს ასმევენ, როგორც ბრონქოლიტიკურ საშუალებად, ჭამიდან 30 წუთში, 50-70 მლ. ეს სასმელი, აგრეთვე, დაგეხმარებათ დიფუზიური ფაღარათის, კოლიტისა და მახვილათი დაინფიცირების დროს.

როგორც ელენა გვირჩევს, თირკმლის დაავადებების, პიელონეფრიტის, შარდის ბუშტის დაავადებების დროს, სასარგებლოა დღეში სამჯერ 1 ჩ.კ. კენკრის ნახარშის მიღება. 1 ს.კ. ნედლეულს უნდა დაასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩეროთ ორთქლის აბაზანაზე 5 წუთით.

ძველი დროიდან, სურნელოვან ეთერზეთებს იყენებდნენ ბრონქო-ფილტვების დაავადებების დროს, კერძოდ, ტუბერკულოზით დაავადებებს ღვიის არომატს ასუნთქინებდნენ. ასევე, ღვიის ზეთს იზელდნენ მტკივან სახსრებშიც.

ღვიის ტოტებისგან ამზადებენ არომატულ-განმაახლებელი ეფექტის ნივთებს: საყურეებს, კულონებს, ცხელი ჭურჭლის დასადგამს. ღვიის ტოტებს იყენებენ სახლში ჰაერისა და ენერგეტიკის გასაწმენდად, კვამლის სახით. ამისათვის, ტოტებს წვავენ, მაგალითად, მეტალის სინზე და სახლის გარშემო საათის ისრის მიმართულებით დადიან.

გახსოვდეთ წამალსა და შხამს შორის განსხვავება დოზებშია, თვითმკურნალობის დაწყებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
თუ მოგეწონათ ჩვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია გთხოვთ მოიწონეთ და გაუზიარეთ მეგობრებს. გისურვებთ ჯანმრთელობას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს