ონკოლოგიური დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემდეგ, მეორე ადგილზეა, ადამიანთა ნაადრევი გარდაცვალების მიზეზებს შორის. თუმცა, მათ, რატომღაც, საზოგადოება ყველაზე საშიშად მიიჩნევს. ალბათ, იმიტომ, რომ ეს დიაგნოზი ასოცირდება მძიმე ტანჯვებთან და აუცილებელ სიკვდილთან. თუმცა, ყველაფერი ასე უიმედოდ არაა.
თანამედროვე მედიცინამ შეიმუშავა ავთვისებიან წარმონაქმნებთან ბრძოლის ტექნოლოგიები: ქირურგიული ოპერაცია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია.
ამ მეთოდების კომბინაცია ინიშნება კიბოს ლოკალიზაციისა და სტადიის მიხედვით. უმეტეს შემთხვევაში, მკურნალობა შესანიშნავ შედეგს იძლევა. თუმცა, სამწუხაროდ, ონკოდაავადებებში ხშირია რეციდივებიც, ანუ, ჩნდება ახალი ავთვისებიანი სიმსივნეები, თავის ნეგატიურ შედეგებთან ერთად.
მაშ, სადაა გამოსავალი?
გამოსავალი არსებობს – სამკურნალო მცენარეების მიღება. ეს ეფექტური, უვნებელი, ყველასათვის ხელმისაწვდომი მეთოდია. მისი გამოყენება ნებისმიერ პირობებში შეიძლება: საავადმყოფოშიცა და სახლშიც. ფიტოთერაპია ზრდის ადამიანის გამოჯანმრთელებლის, ახალი ავთვისებიანი პროცესების გაჩენის პროფილაქტიკის, ორგანიზმის საჭირო, თუმცა აგრესიული მკურნალობის შემდეგ აღდგენის შანსები.
ცნობილმა რუსმა ექიმმა და ფიტოთერაპევტმა, კარპ ტრესკუნოვმა შეიმუშავა მრავალკომპონენტიანი სიმსივნის საწინააღმდეგო ნაკრები, რომელსაც იმუნომასტიმულირებელი, აღმდგენი, ბაქტერიოსტატიკური და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება აქვს. იგი წარმატებით გამოიყენება პროფილაქტიკური, აღმდგენი, ანტირეციდიული მკურნალობისას.
ანტიონკოლოგიური ნაკრები
ყვითელი ძიძოს ბალახი, ქრისტესისხლა, წყალნაწყენის ყვავილები, ასფურცელა, თეთრი არყის ფოთლები – 9 წონობრივი წილი (წ.წ.); ქაფურას ბალახი, წყლის მარწყვაბალახი – 7 წ.წ.; ბერულას, ოშოში, აბზინდა, ბატის მარწყვაბალახი – 5 წ.წ.; ფარსმანდუკის, კრაზანის, დიდი მრავალძარღვას, ჩვეულებრივი მატიტელას, თავშავას სელის ბალახი, წითელი სამყურას ყვავილები, წითელი მოცვის ფოთლები, დიდი ოროვანდის ფესვები – 3 წ.წ.; სანთელას, წიწმატურას, შავბალახას, დვალურას, შავთარას, მინდვრისნემსას, გერანის, მარმუჭის, შვიტას, თათაბოს, ბრტყელეკალას ბალახები, ბაბუაწვერას, მაღალი კულმუხოს, ხეჭრელის ფესვები, წითელი კუნელის, მაისის ასკილის ყვავილები და ნაყოფი, აფთიაქის გვირილის ყვავილები – 2 წ.წ.; დედოფლისთითას, შვრის, ორკბილას, სამფერა და მინდვრის იების, ღიჭის, აბზინდის, კანადური ოქროწკეპლას, ველური ვარდკაჭაჭას, ბატის მარწყვა-ბალახის, მაისის ენძელის, მცოცავი ბეგქონდრის, ღიღილოს, მინდვრის გვირილის, აბზინდა-ტარხუნის ბალახები, ბაღის პიტნის, ჭინჭრის, შავი მოცვის ფოთლები, ბაღის კამის თესლი, ჩვეულებრივი ფიჭვის კვირტები, ნაცარა მურყნის გირჩები, მხოხავი ჭანგა, სამკურნალო ანგელოზა – 1 წ.წ.
1 წონობრივი წილი – ესაა 1 ს.კ. ხმელი, დაქუცმაცებული ნაკრები.
1 ს.კ. ნაკრებს დაასხით 0.5 ლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 1 საათით, გადაწურეთ, დალიეთ 0.5 ჭიქა დღეში ოთხჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე და ძილის წინ.