ექინაცეა – მცენარე, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანს ეხმარება

686
ფოტო: H. Zell on wikimedia/freesvg/edited by paparazzi.ge

ექინაცეას (ლათ. Echinacea) სამშობლო ჩრდილოეთ ამერიკაა. ინდიელები მცენარეს ჭრილობების, სეფსისის (სისხლის მოწამვლა), წითელი ქარის ანთების, სიფილისის და სიმსივნის სამკურნალოდ იყენებდნენ. უფრო მეტიც, ექინაცეას დახმარებით ჩხრიალა გველის ნაკბენს ანეიტრალებდნენ. ეს უნიკალური მცენარე ევროპელებმაც ღირსეულად დააფასეს. საკმარისია იმის თქმა, რომ მცენარე ბაქტერიულ-ვირუსული ინფექციების სამკურნალო 250-ზე მეტ სამედიცინო პრეპარატებში შედის. ეს მედიკამენტები ყველა ასაკის ადამიანს ეხმარება, განსაკუთრებით დასუსტებული იმუნიტეტის მქონე ხანდაზმულებს.

ექინაცეა მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროსაც სასარგებლოა. რაც შეეხება მწვავე გაციებას, ეფექტი მით უფრო მაღალი იქნება, რაც უფრო დაიწყებთ წამლის მიღებას.

ექინაცეას ქიმიური თვისებები

  • ექინაცეას სამკურნალო თვისებები მცენარის ყველა ნაწილის უნიკალური ქიმიური შემადგენლობითაა განპირობებული. ექინაცეა მდიდარია ეთერზეთებით, ანტიოქსიდანტებით, უცვლელი ორგანული მჟავებით. მასში A, C და K ვიტამინები შედის. ვიტამინების გარდა, ფოთლებში, ყვავილებსა და ფესვებში მიკროლემენტებიც აღმოაჩინეს. ესაა რკინა, კალციუმი, სელენი და სილიციუმი. C და E ვიტამინთან ერთად სელენი თავისუფალ რადიკალებს აკავშირებს და ორგანიზმიდან გამოდევნის. ამის წყალობით უჯრედების ნაადრევი დაბერება და ავთვისებიანი წარმოქმნის განვითარება ფერხდება.
  • ასეთი ვიტამინ-მინერალების შემადგენლობა ექინაცეას ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიულ და ანტიმიკრობულ თვისებებს განსაზღვრავს. ექინაცეას ფესვებში დიდი რაოდენობით აღმოჩენილი პოლისაქარიდები იმუნომასტიმულირებელ თვისებას ფლობენ, ინტერფერონების წარმოებას ააქტიურებენ და დაზიანებული ქსოვილების სწრაფად აღდგენას ხელს უწყობენ.
  • მეცნიერების მონაცემებით, ექინაცეასგან მომზადებული სამკურნალო საშუალების მიღება სისხლში ლეიკოციტების რაოდენობას საშუალოდ 50 %-ით ზრდის და მასთან ერთად ღვიძლის დამცავი ფუნქციების აქტიურობა იზრდება.
  • მიკროელემენტების ასეთი შემადგენლობის წყალობით ექინაცეას სამკურნალო საშუალება სისხლის წარმოქმნაში, ძვლების, კბილების და ფრჩხილების ფირფიტების, ასევე თმის წარმოებაში მონაწილეობას იღებს.

ფიტოპრეპარატები: სასარგებლო სხვადასხვა ფორმა

ექინაცეა შეგიძლიათ მიიღოთ სხვადასხვა ფორმით: ნაყენის, ნახარშის ან ჩაის სახით. გთავაზობთ მათი მომზადების და გამოყენების რეცეპტებს.

ექინაცეას ნაყენი. მას იმუნიტეტის გასაზრდელად, განსაკუთრებით მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების და გრიპის საწინააღმდეგოდ მოიხმარენ. ექინაცეას ნაყენის მიღება დადებით შედეგს იძლევა ბრონქიტის, ტონზილიტის, პნევმონიის, ჰერპესის, საშარდე სისტემის ორგანოების დაავადებების (ადნექსიტი, ცისტიტი, პროსტატიტი), კუჭის წყლულის, გასტრიტის და ჰეპატიტის მკურნალობის დროს. დადგენილი იქნა, რომ ექინაცეას ნაყენი ეფექტურია სეპტიური პროცესების, ეგზემას, ფსორიაზის, დამწვრობის, გაყინვის, ტროფიკული წყლულების, ჩირქოვანი ღრმა ჭრილობის, კარბუნკულის დროს (ექინაცეას ნაყენი დიდხანს შეუხორცებელ ჭრილობებს, ძირმაგრებს და ანთებას აშუშებს).

ნაყენის მიღება ანტიობიტიკების ხანგრძლივი მიღების და ქიმიოთერაპიის დროს სასარგებლოა. ნაყენის მოსამზადებლად ექინაცეას 200 გრ ხმელი ფესვები, 50 გრ ხმელი ფოთლები, ყვავილები, და ღეროები აიღეთ და 1 ლ არაყი დაასხით. 14-20 დღე ბნელ ადგილას დააყენეთ, პერიოდულად შეანჟღრიეთ. გადაწურეთ და 20-30 წვეთი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე, 10 დღის განმავლობაში მიიღეთ. შემდეგ სამი დღე შეისვენეთ და კურსი კიდევ 2-ჯერ გაიმეორეთ (10 დღის შემდეგ 3 დღე კვლავ შეისვენეთ). ესაა ერთი კურსი, რომელიც ზემოთჩამოთვლილი დაავადებების დროს იმუნიტეტის გაძლიერებისკენაა მიმართული.

ექინაცეას ნახარში. განსაკუთრებით სასარგებლოა ზამთარში: სურდოსა და გრიპისგან დაგიცავთ, იმუნიტეტს გააძლიერებს, დაღლილობას გააქრობს და ფიზიკურ აქტივობას ხელს შეუწყობს.

1-2 ს/კ ხმელი ყვავილები ემალის ქვაბში ჩაყარეთ, 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით, თავსახური დაახურეთ და წყლის ორთქლზე 10 წუთით გააჩერეთ. ამის შემდეგ 4-5 საათით სითბოში დააყენეთ, რომ სასარგებლო ნივთიერებების კონცენტრაციამ მაქსიმუმს მიაღწიოს. ნახარში გადაწურეთ და 1/3 ან 1/2 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ, 10 დღის განმავლობაში მიიღეთ. შეგიძლიათ გემოვნებით შაქარი, სიროფი, თაფლი ან კენკრის წვენი დაუმატოთ. 5 დღიანი შესვენების შემდეგ კვლავ 10 დღიანი კურსი გააგრძელეთ. ეს ერთი კურსია. მისი განმეორება შეგიძლიათ 2-3-ჯერ 10 დღიანი შესვენებებით.

ექინაცეას ნახარშს იღებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, მათ შორის გასტრიტის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ასევე სახსრების დაავადების სამკურნალოდ. ის თავის ტკივილს და შეშუპებას აქრობს, მეხსიერებას აუმჯობესებს და მადას ზრდის.

ექინაცეა შეგიძლიათ ჩაის სახით მიიღოთ – 1 ჩ/კ 1 ჭიქა მდუღარე წყალზე. გრიპის, სურდოს და ანთების დროს, მძიმე დაავადებების, ოპერაციის, ანტიობიტიკებით მკურნალობის შემდეგ, ეგზემის და წყლულების დროს ორგანიზმს კარგად აღადგენს.

ახალი ან ხმელი ყვავილები (30 გრ) ემალის ქვაბში ჩაყარეთ და 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით, თავსახური დაახურეთ და 10 წუთით ხარშეთ. ამის შემდეგ 4-5 საათით სითბოში გააჩერეთ, რომ სასარგებლო ნივთიერებების კონცენტრაციამ მაქსიმუმს მიაღწიოს. გადაწურეთ და გემოს მიხედვით შაქარი, სიროფი, თაფლი ან კენკრის წვენი დაუმატეთ. 0,5 ჭიქა ნახარში დღეში 3-ჯერ დალიეთ.

ექინაცეას ფიტონაკრები. ადნექსიტის (საშვილოსნოს დანამატების ანთება), პროსტატის, ცისტიტის (შარდის ბუშტის ანთება) და ურეთრიტის (საშარდე არხების ანთება) სამკურნალოდ ასეთი ნაკრები გამოგადგებათ: 4 ნაწილი ექინაცეას ფესვები, თითო-თითო ნაწილი ჩვეულებრივი მანანა, ოფის კვირტები და ფარსმანდუკის ბალახი, 2-2 ნაწილი ჩვეულებრივი მატიტელას ბალახი და ვირისტერფას ფოთლები, 3 ნაწილი ასკილის ნაყოფი. 2 ს/კ ნარევს 1 ჭიქა წყალი დაასხით და სუსტ ცეცხლზე 5 წუთით ხარშეთ, 4 საათით დააყენეთ. 50 მლ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ.

ექინაცეას თაფლი. მცენარის ნებისმიერი ხმელი ნაწილი დაფქვით და თაფლს 1:3 პროპორციით აურიეთ. მიღებული საშუალება ჩაისთან ერთად დღეში 2-3-ჯერ დალიეთ. ექინაცეას თაფლი ძლიერი თავის ტკივილის, ქრონიკული დაღლილობის, ავიტამინოზის, გაზრდილი არტერიული წნევის და ათეროსკლეროზის დროს დაგეხმარებათ. ნარევის რეგულარული მიღება ძილს ნორმაში მოიყვანს, ნერვულ სისტემას დაამშვიდებს, მეხსიერებას და მხედველობას გააუმჯობესებს.

ექინაცეა თავადაც შესანიშნავი თაფლოვანაა, ამიტომ მისგან გემრიელი და სამკურნალო თაფლი გამოვა, რომელსაც სამკურნალო თვისებები ექნება. ექინაცეას თაფლის 10-15 დღიანი მიღების შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

ექინაცეას ბალახი და ფესვები შეგიძლიათ აფთიაქში შეიძინოთ. სხვათა შორის, მალე გაზაფხული მოდის და შეგიძლიათ აგარაკზე ექინაცეა დარგოთ. თქვენ არა მხოლოდ მთელი წლის სამყოფი სამკურნალო ნედლის მომზადებას, არამედ ამ მცენარის ფოთლების და ყვავილების სალათებში დამატებას შეძლებთ.

ყურადღება: ექინაცეას პრეპარატების მიღება შესვენების გარეშე 10-ზე მეტი დღით რეკომენდებული არაა. ექინაცეას პრეპარატების მიღება აუტოიმუნური დაავადებების, ლეიკოზის, გაფანტული სკლეროზის, ტუბერკულოზის და ორსულობის დროს არ შეიძლება.

ინფორმაცია მოამზადა ბიოლოგიის მეცნიერების კანდიდატმა ლუბოვ დუდჩენკომ. თუ ჩვენმა სტატიამ თქვენი მოწონება დაიმსახურა გთხოვთ მოიწონოთ და გაუზიაროთ ის მეგობრებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს