ადამიანები დიდი ხანია იყენებენ სარეცხ საპონს, არამხოლოდ როგორც ჰიგიენურ, არამედ სამკურნალო საშუალებასაც. მის შემადგენლობაში არაა საღებავები, არომატული მინარევები, ზედმეტი ქიმია… პროცენტები (65 ან 72), რომლებიც სარეცხი საპნის შეფუთვაზე წერია, აღნიშნავს ცხიმოვანი მჟავების მასურ წილს. რაც უფრო მაღალია რიცხვი, მით უკეთესად აშორებს იგი ჭუჭყს.
პასტა ჰაიმორიტის, ხოლო კვერი – ჩირქგროვების წინააღმდეგ
ხალხური მედიცინა ფართოდ იყენებს სარეცხ საპონს სხვადასხვა დაავადების წინააღმდეგ. მაგალითად, მისი დახმარებით მკურნალობენ ჰაიმორიტს (ცხვირის უბის ანთება), როცა გართულებულია ლორწოსა და ჩირქის გამოდინება.
ცხვირის უბიდან დაგროვილი მავნე ნივთიერებების გამოსადევნად, ხალხური მედიცინა შემდეგ საშუალებას გვთავაზობს: აიღეთ 1 ს.კ. დაქუცმაცებული სარეცხი საპონი, რძე, თაფლი, მცენარეული ზეთი და ხახვის წვენი. დადგით ქვაბი ორთქლზე. მოათავსეთ მასში ყველა ინგრედიენტი, დასახელებული თანმიმდევრობით. გააჩერეთ ცეცხლზე, სანამ მასა არ გასქელდება (არ დაგავიწყდეთ მორევა). ჩაალბეთ მიღებულ გაგრილებულ (ოღონდ არა გაციებულ) პასტაში ტამპონები და შეიდეთ ცხვირში.
პროცედურის ჩატარების დროს უნდა იწვეთ. დაელოდეთ, სანამ პირიდან ლორწოს გამოდინება არ დაიწყება. მუდმივად გადაანერწყვეთ. აუცილებლობისამებრ, გაიმეორეთ პროცედურა ერთი დღის შემდეგ. პასტა შეგიძლიათ მაცივარში შეინახოთ. გამოყენებამდე გაათბეთ.
ჩირქგროვების წინააღმდეგ, ხალხურ მედიცინაში გამოიყენება კვერები. მათ მოსამზადებლად დაგჭირდებათ 50-50 გ თაფლი, საპონი და ფქვილი. შეურიეთ თაფლი და საპონი ორთქლის აბაზანაზე. მიიღეტ ერთგვაროვანი მასა, დაუმატეთ ფქვილი ისე, რომ მასისგან კვერის დამზადება გახდეს შესაძლებელი. დაიდეთ კვერი ჩირქგროვაზე, დაიმაგრეთ საიმედოდ და გაიჩერეთ მთელი ღამით. საჭიროებისამებრ, პროცედურა გაიმეორეთ.
ბევრი ქალი იყენებს სარეცხ საპონს სახის დასაბანად – მას კანის სილამაზის წინაპირობად მიიჩნევენ, ხოლო გინეკოლოგიაში – ჰიგიენურ საშუალებად.
საპონი შეესაბამება ყველა იმ კრიტერიუმს, რომლებსაც ექიმები ისეთ საშუალებებს მიაწერენ, რომლებიც კარგად ადეზინფიცირებს და, ამასთან, არ შეიცავს მავნე ქიმიურ ნივთიერებებს, არომატულ მინარევებსა და საღებავებს.
თუ სარეცხ საპონს ამ მიზნით იყენებთ, გახსოვდეთ, რომ იგი კარგად უნდა ჩამოიბანოთ. როცა სარეცხი საშუალება ლორწოვან გარსზე დიდხანს ჩერდება, იწვევს ქიმიურ დამწვრობას. სხვათა შორის, საპნის ძალიან ხშირი გამოყენება (სარეცხი იქნება ეს თუ სხვა) საშოს დასაბანად, დაუშვებელია. ექიმების თქმით, ეს 1-2 დღეში ერთხელ უნდა გაკეთდეს.
ფრჩხილის სოკოს მკურნალობა
თავისი ანტიმიკოზური თვისებებით, სარეცხი საპონი წარმატებით გამოიყენება სოკოვან დაავადებებთან ბრძოლაში.
სარეცხი საპონი შესანიშნავი ჰიგიენური საშუალებაა იმ შემთხვევაში, თუ ფრჩხილის სოკოვანი დაავადება სულ ახლახან დაიწყო, ასევე, პროფილაქტიკური მიზნით (მაგალითად, აბანოს ან აუზის გამოყენების შემდეგ), კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში. თუმცა, რთულ, გამწვავებულ შემთხვევებში უნდა გახსოვდეთ, რომ სარეცხი საპონი წამალს მაინც ვერ ჩაანაცვლებს.
თუ მიკოზი გაწუხებთ, შეგიძლიათ თბილი აბაზანის გაკეთება (ფრჩხილის ზედაპირი რომ დაიორთქლოს), ხოლო შემდეგ, წაუსვათ ღრუბელს საპონი და დაიზილოთ პრობლემური მონაკვეთები. პროცედურას სულ 20 წუთი დასჭირდება.
ართრიტთან და რევმატულ დაავადებებთან ბრძოლაში, ხალხური მედიცინა გვირჩევს კომპრესებს, საპნიან აბაზანებს. საპონს აზავებენ შარდში ან მზესუმზირის ზეთში, ან უმატებენ სოდა-მარილის ხსნარს.
ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო რეცეპტია ნავთიანი კომპრესი. ჩაალბეთ ქსოვილი ნავთში და კარგად დაწურეთ. ქსოვილის ერთი მხარე დასაპნეთ, ოღონდ კანზე მეორე მხრიდან უნდა დაიდოთ. გაიჩერეთ მანამ, სანამ სასიამოვნო სითბო წვაში არ გადაიზრდება.