მაისიდან გვიანი შემოდგომის ჩათვლით, ჩვენ ვცდილობთი ორგანიზმის დანაყრებას სხვადასხვა ვიტამინითა და მიკროელემენტით, რომლებსაც ვიღებთ კენკრის, ბოსტნეულისა და ხილისგან. ამ პროდუქტს ბაზარზე ან სუპერმარკეტებში ვყიდულობთ. როგორ შევარჩიოთ პროდუქტი ნიტრატებისა და სხვა მავნე ნაერთების ყველაზე დაბალი შემცველობით?
გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:
ძახველის, სოკოსა და მოცვის შეძენისას გახსოვდეთ, რომ მათ აქვთ რადიონუკლიდების დაგროვების უნარი (ეკოლოგიურად უსაფრთხო ზონებშიც კი). ამიტომ, მოითხოვეთ მათი რადიაციული უსაფრთხოების დასკვნა, რომელიც უნდა გასცეს სავაჭრო დაწესებულების სანიტარულ-ეპიდემიოლოგიურმა სამსახურმა. დასკვნა დათარითებული უნდა იყოს იმავე რიცხვით, რომელ დღესაც პროდუქტს ყიდულობთ. თუ ასეთი დოკუმენტი არ არსებობს, შეძენილი პროდუქტი შეგიძლიათ სპეციალურ სამსახურს მიუტანოთ შესამოწმებლად, სადაც ეს უფასოდ უნდა გაკეთდეს. ამ კუთხით, შედარებით, უსაფრთხოა კუნელი, მაყვალი და ჟოლო, რომლებიც რადიონუკლიდებს ნაკლებად აგროვებს.
ხახვში ნიტრატების რაოდენობის შესამცირებლად, გაფცქვნილი თავები 20-30 წუთით მოათავსეთ წყალში. ხახვი მავნე ნივთიერებებს წყალს გადასცემს.
საზამთროს შერჩევისას, განსაკუთრებით მაშინ, როცა მისი სეზონი ჯერ არ მოსულა, ყურადღება რამდენიმე ნიუანსზე გაამახვილეთ: თუ საზამთროს კანზე ყვითელი უხეში და მყარი შრამები ან მოთეთრო-მოყვითალო ან თეთრი ლაქებია – იგი დიდხანს იდო მიწაზე, ამიტომაც ბუნებრივად დამწიფდა და არა დამაჩქარებლებით. დააკაკუნეთ საზამთროზე – თუ ჟღერად ხმას გაიგონებთ, კენკრა მწიფეა. ხოლო სამზათროს, რომლის დამწიფებაც ქიმიკატებით დააჩქარეს, აქვს ყრუ ხმა, არ ჟღერს.
აირჩიეთ ლამაზი, თუმცა არა პრიალა და იდეალური ფორმის ვაშლი – ეს უკანასკნელნი გარედან და შიგნიდან ქიმიური დამუშავების ნიშნებია.
ყაბაყის სიახლის შესამოწმებლად, კანზე ოდნავ გაუსვით ფრჩხილი. თუ ღრმა კვალი დარჩება, ბოსტნეული ცოტა ხნის წინ მოიკრიფა.
ახალია ბადრიჯნები, რომელთა კანიც, ყუნწთან ახლოს, თითის დაჭერის შემდეგ, სწრაფად აღიდგენს ფორმას.
რაც შეეხება ყურძენს, რაც უფრო მეტი ფუტკარი და კრაზანაა მასთან ახლოს, მით უფრო ნატურალურია იგი.
საერთოდ, ნებისმიერი შეძენილი ხილი თუ ბოსტნეული, გამოყენებამდე, 20-30 წუთით წყალში უნდა გააჩეროთ. გახსოვდეთ: ნაყოფის იდეალური ფორმა იმაზე მეტყველებს, რომ მას ჭიები და ხოჭოები ერიდებოდნენ, შესაბამისად, ნურც თქვენ გარისკავთ ჯანმრთელობით.