კარტოფილის კოტლეტები ბროკოლით

1260

ზაფხული შესანიშნავი დროა, რომ თქვენი რაციონი ახალი კერძებით გაამრავალფეროვნოთ. გემრიელი და სასარგებლო კერძები ორგანიზმის განტვირთვაში და სასარგებლო ნივთიერებებით გაჯერებაში დაგეხმარებათ. დღეს „პაპარაცი“ სწორედ ასეთი კერძის რეცეპტს გთავაზობთ – კარტოფილის კოტლეტები ბროკოლით. ძალიან სწრაფად და მარტივად მზადდება.

ინგრედიენტები:

  • 4 საშუალო ზომის კარტოფილი
  • 200 გრ ბროკოლი (ყვავილოვანი ან თეთრი კომბოსტო)
  • 20 გრ კარაქი
  • 1 კვერცხი
  • მარილი, წიწაკა, კამა გემოვნებით
  • ცოტა მცენარეული ზეთი შესაწვავად
  • მუჭა დაქუცმაცებული ორცხობილა

მომზადება:

  1. კარტოფილი გაასუფთავეთ, დაჭერით, მდუღარე წყალი დაასხით და საშუალო ცეცხლზე მომზადებამდე ხარშეთ. მომზადების ბოლოს მარილი მოაყარეთ. წყალი გადაასხით, კარტოფილი კარგად გააგრილეთ. დაჭყლიტეთ, კარაქი დაუმატეთ, გააგრილეთ და პიურეს კვერცხი დაუმატეთ. კარგად აურიეთ. ცომი სქელი უნდა გამოვიდეს.
  2. ორთქლზე ან წყალში ბროკოლი 5 წუთით მოხარშეთ, დაჭერით, მარილი, წიწაკა და კამა მოაყარეთ, მცენარეული ზეთი მოასხით და ყველაფერი აურიეთ.
  3. კარტოფილის პიურე 4 ნაწილად გაყავით. ზეთწასმული ხელებით პიურეთი ბურთების ფორმა გააკეთეთ. თითოეულ ბურთში ჩაღრმავება გააკეთეთ და აქ დაჭრილი ბროკოლი მოათავსეთ. ბურთებს კოტლეტების ფორმა მიეცით, დაქუცმაცებულ ორცხობილაში ამოავლეთ და მცენარეულ ზეთში ხრაშუნა, მოწითალო ქერქის მიღებამდე შეწვით. სუფრაზე არაჟანთან ან რძის სოუსთან ერთად გაიტანეთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს