სამკურნალო საშუალებები კიტრით: აი ვისთვის არის ის სასარგებლო.

1455
ფოტო: Sheila Brown on publicdomainpictures

კიტრი თავისი შემადგენლობით პომიდორს და კომბოსტოს ვერ შეედრება, მაგრამ მასში ბევრი მინერალური მარილი (ფოსფორი, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა) და მიკროელემენტი (სპილენძი, მანგანუმი, კობალტი, თუთია, იოდი) მაინც შედის. სხვათა შორის, რკინა კიტრში უფრო დიდი რაოდენობით გვხვდება, ვიდრე ველურ მარწყვსა და ყურძენში. ეს ბოსტნეული გულის, სისხლძარღვების, თირკმლების დაავადების დროს სასარგებლოა, რადგან კალციუმის მარილებს (150 მგ 100 გრ პროდუქტში) შეიცავს, რომელიც ორგანიზმიდან წყლის და სუფრის მარილის გამოდევნას ხელს უწყობს.

უმარილო, ახალი კიტრის ჭამა ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს და მთელ ორგანიზმზე დადებით გავლენას ახდენს. კიტრში შემავალი მინერალური ნივთიერებები ორგანიზმში საკვებიდან მოხვედრილ არაორგანულ ნაერთებს ანეიტრალებენ. კიტრს შარდმდენი, ოფლმდენი, საფაღარათო მოქმედება აქვს. ის მადას ზრდის და კუჭის წვენის გამოყოფას აძლიერებს (განსაკუთრებით დამწნილებული კიტრი). ახალი კიტრის მიღება რეკომენდებულია ყაბზობის, ნაწლავების ატონიის და ჭარბი წონის დროს.

ჰიპერტონიის, შარდმჟავას დიათეზის და ჭარბი წონის პრობლემების დროს პაციენტს კვირაში ერთხელ კიტრის განტვირთვის დღეს უნიშნავენ. ამ დღეებში პაციენტი მხოლოდ 2 კგ ახალ კიტრს იღებს. განტვირთვის დღე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ჩატარდეს.

მწვავე და ქრონიკული ნეფრიტის (გამწავების სტადიაში), ქრონიკული თირკმლის უკმარისობის, შარდკენჭოვანი დაავადების და ტუტე რეაქციის პიელოცისტიტის დროს კიტრის მიღება უკუჩვენებულია. ახალი კიტრის მიღება უნდა შეზღუდოთ კუჭი და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს, ქრონიკული გასტრიტის დროს, რომელსაც კუჭის წვენის ზრდა ან შემცირება ახლავს.

დილა კოქტეილით დაიწყეთ

კიტრის წვენი შეგიძლიათ ცალკე დალიოთ – ერთ მიღებაზე 100 მლ. გემოს და კვებითი ღირებულების გასაუმჯობესებლად შეგიძლიათ ნიორი, დაქუცმაცებული კამა, კეფირი დაუმატოთ. ასევე შეგიძლიათ სხვა ბოსტნეულთან და ნაყოფის წვენებთან ერთად გამოიყენოთ. მაგალითად, 100 მლ კიტრის წვენი, 25 მლ ნიახურის წვენი, 50 მლ სტაფილოს წვენი, 5 მლ ნივრის წვენი, 25 მლ ისპანახის წვენი, 200 მლ კეფირი. შეგიძლიათ სხვა კოქტეილიც მოამზადოთ. დილით, უზმოზე მისი მიღება ძალიან სასარგებლოა.

სილამაზის ლოსიონი

ახალი კიტრი წვრილად დაჭერით, შამპანურის (სჯობს მუქი ფერის) სუფთა ბოთლში ჩატუბმეთ, არაყი დაასხით, თავზე დაახურეთ და მზიან ფანჯრის რაფაზე დადეთ, პერიოდულად შეანჯღრიეთ. 2 კვირის შემდეგ სასწაულ მოქმედი კოსმეტიკური საშუალება გამოსაყენებლად მზად იქნება. სახე, ყელი და ხელები ამ სითხით გაიწმინდეთ. ცოტა ხანში თქვენი კანი რბილი, ელასტიკური გახდება, წვრილი ნაოჭები გაქრება და ლოყებზე მსუბუქი ფერუმარილი გაგიჩნდებათ. ნაყენი გრილ ადგილას შეინახეთ.

რეცეპტები სხვადასხვა დაავადებების დროს

ათეროსკლეროზი. საკვებში ახალი კიტრი გამოიყენეთ. კიტრი ქოლესტერინის გამოდევნას ხელს უწყობს.

ანემია. ახალი ბოსტნეულით კვების დიეტას ახალი კიტრი დაუმატეთ. ასე ორგანიზმი რკინით გამდიდრდება.

გასტრიტი გაზრდილი მჟავიანობით. 0,5-1 ჭიქა ახალი კიტრის წვენი დღეში 2-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე დალიეთ ან ახალი კიტრი თაფლთან ერთად შეჭამთ.

წყალმანკი. შარდმდენი მოქმედების გამო კიტრი ამ დაავადების გაქრობაში დაგეხმარებათ.

ქრონიკულ ყაბზობას მოიშორებთ, თუ რაციონში ახალ კიტრს ჩართავთ.

სიყვითლე. გადამწიფებული კიტრი ფოთლოვან კვირტებთან ერთად მოხარშეთ და ნახარში სპეციალური დოზირების გარეშე დალიეთ.

კენჭები და ქვიშა თირკმლებიდან და შარდის ბუშტიდან შეგიძლიათ კიტრის ან მისი წვენის დახმარებით გამოდევნოთ. ამასთან მწარე ნაყოფი უფრო ეფექტურია.

ზედა სასუნთქი გზების კატარის დროს 3 ს/კ კიტრის წვენს თაფლთან ერთად დღეში 2-3-ჯერ იღებენ. ასეთი მკურნალობა ხველების დროს გამოიყენება.

სიმელოტე. ახალი კიტრის მიღებით და კიტრის წვენის თავის კანში შეზელვით ამ უსიამოვნებას მოიშორებთ. კიტრის წვენი არა მხოლოდ თმის, არამედ კბილების და ფრჩხილების მდგომარეობას გააუმჯობესებს.

ნივთიერებათა ცვლა. კიტრის წვენი სტაფილოს, ჭარხლის, ვაშლის წვენთან ერთად ნივთიერებათა ცვლის პროცესებს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.

ჭარბი წონა. განტვირთვის დღეს 2 კგ ახალი კიტრი უმარილოდ 5 პორციაზე მიიღეთ. ასე წონის დაკლებას ხელს შეუწყობთ.

დაწეული საშვილოსნო. 1 თვის განმავლობაში კიტრი დიდი რაოდენობით მიიღეთ და საშვილოსნო კვლავ თავის ადგილს დაუბრუნდება.

შეშუპებას, განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა წარმოშობის, რაციონში ახალი კიტრის დამატებით მოიშორებთ.

მარილების დაგროვება. სახსრების დაავადებების და პოდაგრის დროს 0,5-1 ჭიქა კიტრის წვენის დღეში 3-ჯერ ცარიელ კუჭზე მიღება სასარგებლოა. ის ორგანიზმიდან შარდის მჟავის გამოდევნას ხელს უწყობს.

ღვიძლი. მისი დაავადების დროს ამზადებენ ასეთ შემადგენლობას: 1 ს/კ დაქუცმაცებული გადამწიფებული კიტრი და ამდენივე კიტრის ხმელი ღერო აიღეთ და 0,5 ლ ცივი წყალი დაასხით. 5 წუთით სუსტ ცეცხლზე ადუღეთ. 2 ს/კ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მიიღეთ. სჯობს ნახარში მცირე რაოდენობით მოამზადოთ, რომ ყოველთვის ახალი მიირთვათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს