ჭვავი ძველი დროიდან გამოიყენება, როგორც სრულყოფილი საკვები პროდუქტი. მის, როგორც ვიტამინებისა და მიკროელემენტების მდიდარი წყაროს, ასევე, წამლის შესახებ, გვიყვება სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებათა კანდიდარი, დიმიტრი ეგოროვი, რომელიც ვ.ი. იურიევის მემცენარეობის ინსტიტუტში ჭვავის გენეტიკისა და სელექციის ლაბორატორიას ხელმძღვანელობს და ამ მარცვლეულის სელექციითაა დაკავებული.
ჭვავი დიდი რაოდენობით შეუცვლელ ამინომჟავას შეიცავს
ჭვავის მარცვლები ადამიანისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებების (ცილა, ნახშირწყლები, მინერალური ნივთიერებები (ფოსფორი, კალიუმი, ნატრიუმი, მაგნიუმი, რკინა, კალციუმი), B და E ვიტამინები, უჯერი ცხიმოვანი მჟავები, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, მიკროელემენტები და საკვები ბოჭკოები) წყაროა.
ჭვავის მსხვილად დაფქული ფქვილის პური სრულყოფილი საკვები პროდუქტია, რაც მარცვლეულის ბიოქიმიური მაჩვენებლებითაა განპირობებული. იგი მნიშვნელოვანი პუროვანი მარცვლეულია, თუმცა ჩვენთან არაა იმდენად დაფასებული, რამდენადაც იმსახურებს. ეს სრულადაა დამოკიდებული ტრადიციული კვებისა და გემოვნების, სამწუხაროდ, ჭვავის პურის საწინააღმდეგოდ ცვლილებებზე.
კვებითმა მეცნიერებამ დაამტკიცა, რომ ჭვავის ფქვილის პური უფრო სასარგებლოა, ვიდრე ხორბლისა. ჭვავის მარცვლებში ცილის შემცველობა ცოტათი ჩამორჩება ხორბლის ცილას, სამაგიეროდ, იგი შეიცავს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან, შეუცვლელ ამინომჟავებს: ლიზინს, არგინინს, ტრეონინს, მეთიონინს, ვალინსა და ცისტინს.
ჭვავის მარცვალი შეიცავს 1.5-3.5% ცხიმს (ჭვავის ზეთს). მარცვლის ამონაცენში მისი რაოდენობა 15%-ს აღწევს. ჭვავის ზეთი შეიცავს უჯერ ცხიმოვან მჟავებს: ოლეინის, ლინოლენის, მირისტინულ ზეთებს, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის კვებაში, რამდენადაც ისინი ქოლესტერინს შლის. სრულყოფილი შეგვიძლია ვუწოდოთ ჭვავის პურს, რომელიც მსხვილად დაფქული ფქვილითაა დამზადებული ბურახის საფუარზე.
სწორი კვება დაავადებების პროფილაქტიკისთვის
ფრანგმა ტოქსიკოლოგმა, ლიონელა ნიუგონმა ჭვავის პური გამოყო, როგორც შხამსაწინააღმდეგო, ანტიონკოლოგიური საშუალება. რამდენიმე წლის წინ, იტალიაში მკვეთრად გაიზარდა კიბოთი დაავადების მაჩვენებელი. ამავდროულად, მეზობელ საფრანგეთში, კიბოთი დაავადების მაჩვენებელი არ იცვლებოდა. ორი ქვეყნის კვების რეჟიმის შედარება იმაზე მეტყველებს, რომ იტალიაში გაიზარდა უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილის კერძების მოხმარება, ხოლო საფრანგეთში სისტემატურად მოიხმარდნენ ფაფებს, ჭვავისა და ჭვავ-ხორბლის პურს მსხვილად დაფქული ფქვილისგან.
დღეს ძალიან მნიშვნელოვანია სრულმარცვლოვანი ჭვავის პურისა და მსხვილი ფქვილის პურის მნიშვნელობის გაგება. მაგალითად, ფინეთი მეორე ქვეყანა იყო, რომელშიც გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გარდაცვალების ზღვარი 50 წელს შეადგენდა. ამიტომ, უკვე 70-იან წლებში დაიწყეს მასობრივი რეკომენდაციების გაცემა, რძისა და ჭვავის პურის მოხმარებასთან დაკავშირებით, რაც ადამიანს სხეულის მასის მომატებაში უშლიდა ხელს. შედეგად, ამ ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
თანამედროვე ცოდნის თანახმად, ჭვავი სრულყოფილი ნედლეულია ჯანსაღი და პროფილაქტიკური კვების პროდუქტების წარმოებისთვის.
ასევე, იგი ძალიან სასარგებლოა, რამდენადაც შეიცავს უჯრედისს. იგი შეუცვლელია ადამიანის ნორმალური საჭმლის მონელებისთვის. უჯრედისის როლი სრულყოფილად შეიცნეს ჩერნობილის აეს-ის ავარიის შემდეგ, როცა ეძებდნენ საშუალებას, მოსახლეობის რადიონუკლიდური დაინფიცირებისგან პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.
ჭვავის პურის ზოგიერთი სასარგებლო თვისება
კარგი ჭვავის პურის არომატი და გემო განწყობას გვიმაღლებს. ჭვავის პური მსუყეა: უჯრედისი არ ტოვებს კალორიებს, ჭვავის ბოჭკოები კი კუჭში წყალს იკავშირებს, სივდება და გვაძლევს დანაყრების შეგრძნებას.
პროდუქტი მამაკაცის ტვინი და ძალაა. ძველი ოლიმპიადების დროს, სპორტსმენები მხოლოდ მსხვილად დაფქულ ჭვავის პურს მიირთმევდნენ. იგივე შეიძლება ითქვას ძველი დროის ჯარისკაცების შესახებაც.
ჭვავის პურის მოხმარება ხელს უშლის შაქრიანი დიაბეტის წარმოქმნას და ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის ნორმალიზებას. პურის უჯრედისი ამცირებს ინსულინის მოთხოვნილებას, ამიტომ ადამიანი ნაკლებად იღლება დიაბეტით დაავადების რისკი კი მნიშვნელოვნად მცირდება. სისხლში შაქრის დონე იზრდება და დიდხანს რჩება სტაბილური.
საკვები ბოჭკოები, რომლებსაც ჭვავის პური შეიცავს, შთანთქავს ქოლესტერინსა და ტოქსიკურ ნივთიერებებს. B და E ჯგუფის ვიტამინები, რომლებსაც ჭვავის ამონაცენი შეიცავს, იცავს ადამიანს გულისა და სისხლძარღვების დაავადებებისგან. ჭვავის ბოჭკოები ამცირებს ნაწლავის კიბოთი დაავადების რისკს, ხოლო მათი დიდი რაოდენობით მოხმარება – სარძევე ჯირკვლისა და პროსტატის კიბოს ალბათობას.