C ვიტამინი საკვებ პროდუქტებში

0
224
ფოტო: pxhere

სასარგებლო და შეუცვლელი ასკორბინის მჟავა!

C ვიტამინი, იგივე ასკორბინის მჟავა, მონაწილეობს ადამიანის ორგანიზმის მრავალრიცხოვან პროცესში. სწორედ ეს ვიტამინი ააქტიურებს სხვადასხვა ჰორმონისა და ფერმენტის მუშაობას და, ამასთან, ზრდის ორგანიზმის რეზისტენტულობას დაავადებების მიმართ.

თუ ორგანიზმი ამ ვიტამინის მკვეთრ უკმარისობას განიცდის და საკმარისი რაოდენობით ვერ იღებს, ადამიანს უჩნდება საერთო სისუსტის შეგრძნება, საკმაოდ სწრაფად იღლება, შეიძლება ღრძილებიდან სისხლდენაც დაეწყოს.

ასკორბინის მჟავის უმნიშვნელოვანესი თვისებაა სურავანდის (დაავადება, რომელიც ააქტიურებს ღრძილების ანთების პროცესს, რის შედეგადაც იწყება კბილების ცვენა და მნიშვნელოვნად მცირდება რეზისტენტულობა ინფექციური დაავადებების მიმართ) პროფილაქტიკა. ასკორბინის მჟავის მოხმარება ზრდის შრომისუნარიანობას და სწრაფად ამცირებს ფიზიკურ დაღლილობას.

ამ ვიტამინს თითქმის მხოლოდ ხილ-ბოსტნეული შეიცავს. დიდი რაოდენობით მჟავას შეიცავს ფორთოხალი, ჭარხალი, შავი მოცხარი, თეთრთავა და ყვავილოვანი კომბოსტო, ასკილის ნაყოფი, მწვანე ხახვი, კამა, წითელი წიწაკა, მწვანე ბარდა, ისპანახი, პომიდორი, ლიმონი და ოხრახუში.

უნდა გახსოვდეთ, რომ ასკორბინის მჟავას ნაწილობრივ ანადგურებს კულინარიული დამუშავება, ასევე, ხილისა და ბოსტნეულის დიდხნიანი შენახვა.

რაციონი C ვიტამინის საკმარისი რაოდენობით რომ გაამდიდროთ, რეკომენცებულია ასკილის ნაყოფის ნაყენის მოხმარება: 15 გ ხმელი ნაყოფი 1 ჭიქა წყალზე. სასმლის მოსამზადებლად, დაასხით ნედლეულს მდუღარე წყალი და ადუღეთ თავდახურულ მინანქრიან ქვაბში 10 წუთით, დააყენეთ 6 საათით და გადაწურეთ. სასმლის ეს ულუფა დაახლოებით 100 გ ასკორბინის მჟავას შეიცავს.

ასკორბინის მჟავის მიღება აბების სახით, მხოლოდ ექიმის დანიშნულებისამებრ შეიძლება.

C ვიტამინის დონის შესანარჩუნებლად, ყველა ნაყოფი უნდა დამუშავდეს სწორად: ბოსტნეული დიდი ხნის განმავლობაში არ დატოვოთ სუფთა ჰაერზე, გაჭრილი ან გათლილი. გაყინული პროდუქტი მოათავსეთ მდუღარე წყალში, სრულ გალღობამდე, რადგან ნელი ლღობა მხოლოდ გააძლიერებს საჭირო ვიტამინის რაოდენობას.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი