როგორ გადავაქციოთ ცხიმიანი საკვები პროდუქტი დიეტურ კერძად

0
319
ფოტო: Pixabay

როგორც ჩანს, ამერიკელმა ექიმებმა იპოვეს მეთოდი, რომელიც მავნე საკვებს ნაკლებად მავნეს გახდის, როგორც მინიმუმ ჩვენი სხეულისთვის. საქმე ჯადოსნურ აბებს ან რაიმე ეგზოტიკურ ინგრედიენტს არ ეხება, არამედ ჩვეულებრივ სანელებელს – კარის.

სანელებლების ნარევი ყველაზე ხშირად კურკუმას, ქინძის, ილს, წითელ და შავ წიწაკას, კოჭას და ბევრ სხვა სანელებელს შეიცავს. კარის მკაფიოდ გამოხატული გემო არ აქვს, თუმცა ყველაფერი მწარმოებელზეა დამოკიდებული. სხვადასხვა ქვეყანაში კარის განსხვავებული რეცეპტი არსებობს, თუმცა ძირითადი კომპონენტი ერთია – კურკუმა. ექიმების მოსაზრებით, კარის ასეთი შესანიშნავი თვისებები სწორედ კურკუმას დახმარებით გააჩნია.

კურკუმაში შემავალი აქტიური ინგრედიენტი კურკუმინი ორგანიზმის მიერ იწოვება და დროთა განმავლობაში ცხიმოვანი ქსოვილების წარმოქმნას ხელს უშლის. გამოდის, თუ მას ცხიმიან კერძს დაუმატებთ, შეგიძლიათ ზედმეტი კილოგრამებზე არ ინერვიულოთ.

მეცნიერებმა თეორია ვირთხებზე გამოცადეს. ისინი ვირთხებს ერთნაირ ცხიმიან კერძს აძლევდნენ, ოღონდ ერთი ჯგუფისთვის კერძს კარი დაუმატეთ. ვირთხებმა, რომლებიც სანელებლით მორთულ ცხიმიან კერძს მიირთმევდნენ, წონაში უფრო ნაკლები მოიმატეს.

ასეთივე შედეგი ადამიანის უჯრედებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა. მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ კურკუმინი ახალი სისხლძარღვების წარმოქმნას აფერხებს, რომლის გარეშეც ცხიმოვანი ქსოვილი ვერ იზრდება.

კვლევის დროს ასევე დაადგინეს, რომ კურკუმინი არა მხოლოდ ჭარბი ცხიმისგან, არამედ ქოლესტერინისგან დაგიცავთ. ვირთხებს, რომლებიც კარს მიირთმევდნენ, სისხლში ქოლესტერინი ბევრად დაბალი დონე ჰქონდათ.

თუმცა ექიმები ასეთი შედეგების შემდეგაც კი დასკვნების გამოტანას არ ჩქარობენ. პირველ რიგში, ამ მონაცემების დასადასტურებლად ადამიანებზე კვლევების ჩატარებაა საჭიროა, მეორეც, თუ ძალიან ბევრ ცხიმიან კერძს მიიღებთ, ეს ნებისმიერ შემთხვევაში კარგი არაფრით დასრულდება – კილოგრამებით მიღებული კარიც ვერ გიშველით. უფრო ეფექტური იქნება, თუ წონაში არ მოიმატებთ და ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ.

ცხიმის დაგროვების საწინააღმდეგო ეფექტი კარის პირველი სამკურნალო თვისება არაა. კალიფორნიელი მეცნიერი მილან ფიალი ირწმუნება, რომ სანელებელი ებრძვის მავნე პროტეინებს, რომელიც ნერვული სისტემის ნორმალურ მუშაობას აფერხებს. ამრიგად, კარი ალცჰაიმერის დაავადებას აფერხებს.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი