მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ამ ხილს ორგანიზმზე გამაჯანსაღებელი ეფექტის ფართო სპექტრი აქვს. იგი აძლიერებს იმუნიტეტსა და სისხლძარღვებს, ააქტიურებს ნივთიერებათა მიმოცვლას, კბილებსა და ძვლებში კალციუმის მოხვედრას, ასტიმულირებს კუჭის წვენის გამომუშავებას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებასა და შემაერთებელი ქსოვილების, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობას, აცხრობს ღრძილებიდან სისხლდენას, აახალგაზრდავებს ორგანიზმს, ათავისუფლებს ცხიმებს და გვეხმარება ჭარბ წონასთან ბრძოლაში.
ლიმონი პოპულარულია C ვიტამინის (ლიმონში იგი ოთხჯერ მეტია, ვიდრე, მაგალითად, ფორთოხალში) ძალიან მაღალი შემცველობით. იგი საუკეთესო პროფილაქტიკური და სამკურნალო საშუალებაა ციტრუსეულს შორის, ავიტამინოზისა და ათეროსკლეროზის დროს.
ამ ხილის რეგულარული მოხმარება გვეხმარება თმისცვენის შეჩერებაში. იგი ხელს უწყობს თმის ფოლიკულების აღდგენას, ამრიგად, ეს ერთ-ერთი კარგი საშუალებაა სიმელოტის პროფილაქტიკისთვის.
ასევე, დამტკიცებულია, რომ ლიმონი ეხმარება კუჭს მძიმე საკვების მონელებაში. რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი წონაში დაკლებას შეუწყობს ხელს. უბრალოდ შეიტანეთ ლიმონი ყოველდღიურ რაციონში.
საკვების მომნელებელი სისტემის გაუმართავი ფუნქციონირების გამო, ორგანიზმი ვერ ითვისებს ყველა საჭირო ნივთიერებას ცხიმების დასაწვავად. ამრიგად, ტოქსინები გროვდება, იწვევს დაღლილობასა და მეტაბოლიზმის შენელებას. ასევე, მკვებავი ნივთიერებების უკმარისობისგან, ორგანიზმი მუდმივ შიმშილს განიცდის – სწორედ აქედან ჩნდება ორცხობილებისა და ფუნთუშების ჭამის სურვილი.
ლიმონის ძირითადი თვისებებია ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნა და ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზება. ლიმონმჟავა ურთიერთქმედებს სხვა ფერმენტებთან და მჟავებთან, ასტიმულირებს საკვების მონელებასა და კუჭის წვენის გამოყოფას. მაღალი მჟავიანობის (7-8% ნაყოფში) წყალობით, ლიმონის პატარა ნაჭერიც კი დადებითად იმოქმედებს საკვების მონელების პროცესზე და ამცირებს სისხლში შაქრის დონის მომატების რისკს.