სასარგებლო რეცეპტები სიმსივნის საწინააღმდეგო კვებისთვის

0
3020

ჭინჭრის ფხალი

ინგრედიენტები:

  • 500 გ ახალგაზრდა ჭინჭარი
  • 3 ს.კ. ერბო
  • 3 თავი ხახვი
  • კამა
  • 2 კვერცხი
  • მარილი

მომზადება

  1. ჭინჭარი მოხარშეთ მარილიან წყალში.
  2. შემწვარ ხახვს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი კამა ან ოხრახუში, შეურიეთ მოხარშულ ჭინჭარს და თუშეთ მომზადებამდე.
  3. დაასხით კერძს ორი ათქვეფილი კვერცხი და გააჩერეთ ცეცხლზე მათ მომზადებამდე.

ბრტყელეკალას სალათი

ინგრედიენტები:

  • 100 გ ბრტყელეკალას ფოთლები
  • 2 ს.კ. დახეხილი პირშუშხა
  • 5 კბილი ნიორი
  • მარილი
  • ლიმონის წვენი

მომზადება

  1. მაკრატლით მოჭერით ეკლები ბრტყელეკალას ფოთლებს, დაასხით მდუღარე წყალი, გააჩერეთ 5-10 წუთით.
  2. დააქუცმაცეთ ნედლეული ხორსაკეპში, დაუმატეთ პირშუშხა, წვრილად დაჭრილი ნიორი, მარილი და ლიმონის წვენი.
  3. გააჩერეთ სიცივეში 1-2 საათით და მიირთვით.

ჭარხლის, კვერცხისა და პირშუშხას სალათი

ინგრედიენტები:

  • 150 გ ჭარხალი
  • 15 გ პირშუშხას ფესვი
  • 10 მლ მცენარეული ზეთი
  • 1/2 კვერცხი

მომზადება

  1. მოხარშეთ ჭარხალი, გაფცქვენით და დახეხეთ მსხვილად.
  2. გარეცხეთ, გაფცქვენით და წვრილად დახეხეთ პირშუშხა, შეურიეთ ჭარხლის მასას.
  3. შეაზავეთ სალათი მცენარეული ზეთით და მოაყარეთ დაჭრილი მოხარშული კვერცხი.

ფეტვი კიტრის მწნილით

ინგრედიენტები:

  • 1 ტკბილი ბულგარული მწვანე წიწაკა (დაჭერით წვრილად და გრძლად)
  • 1 დიდი თავი ხახვი (კუბებად დაჭრილი)
  • 1 კბილი ნიორი (დაჭყლეტილი)
  • 5 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 1 ჩ.კ. შაქარი
  • 0.5 ჩ.კ. მარილი
  • 3/4 ჭიქა ფეტვი
  • 1 ს.კ. ტომატ-პასტა
  • 2.5 ჭიქა წყალი
  • 0.5 ჭიქა კიტრის მარინადი
  • 0.5 ჭიქა კუბებად დაჭრილი მჟავე კიტრი

მომზადება

  1. მოთუშეთ ხახვი, ნიორი და წიწაკა ღრმა, სქელძირიან ტაფაში. დაუმატეთ ზეთი და თუშეთ კიდევ 5 წუთით.
  2. დაუმატეთ ყველა დანარჩენი ინგრედიენტი, გარდა კიტრისა.
  3. აადუღეთ მასა და ხარშეთ 30 წუთით ნელ ცეცხლზე.
  4. გამორთეთ ცეცხლი და გააგრილეთ.
  5. ფეტვი მზად მაშინ იქნება, როცა მშრალ ფაფას დაემსგავსება.
  6. დაუმატეთ კიტრი და მოურიეთ.
  7. მოათავსეთ მასა საცხობ ფორმაში და შეინახეთ თბილად ღუმელში, სუფრაზე გატანამდე.

ლობიო

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა თეთრი ან წითელი ლობიო
  • 2 დიდი თავი ხახვი
  • 1/2 ჭიქა ბერძუნლი კაკალი
  • 2 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 4 კბილი ნიორი (დაჭყლეტილი)
  • 2 ს.კ. დაჭრილი ოხრახუში და კამა
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. ღამით ჩალბობილი ლობიო ხარშეთ მომზადებამდე, ამასთან, არ დაუშვათ ჩახარშვა.
  2. ამისთვის, ადუღებიდან 2-3-ჯერ გადაღვარეთ წყალი და დაასხით ცივი.
  3. მოთუშეთ ხახვი და ნიორი მჭიდროდ თავდახურულ ტაფაზე, სითხის სრულად აორთქლებამდე.
  4. დაუმატეთ ზეთი, დაჭრილი თხილი და ლობიო.
  5. თუშეთ 15 წუთით. დაუმატეთ მარილი და მწვანილი. მიირთვით კარტოფილიან კერძებთან ერთად.

სტაფილო ფრანგულად

ინგრედიენტები:

  • 1 კგ სტაფილო
  • 100 მლ მცენარეული ზეთი
  • 0.5-1 ჭიქა წყალი, ძმარი, თეთრი ან წითელი მშრალი ღვინო
  • 1 ჩ.კ. შაქარი, მარილი და მდოგვი
  • 4 კბილი ნიორი
  • ოხრახუში და კამა
  • დაფნის ფოთოლი
  • სურნელოვანი პილპილი

მომზადება

  1. სტაფილო გარეცხეთ, გაფცქვენით, დახეხეთ.
  2. წყალი, ღვინო, ძმარი, ზეთი შეურიეთ, დაუმატეთ მარილი, შაქარი, დაჭრილი კამა, ოხრახუში, დაჭყლეტილი ნიორი, დაფნის ფოთოლი და რამდენიმე მარცვალი პილპილი. აადუღეთ ძლიერ ცეცხლზე.
  3. სტაფილო ჩაუშვით 5-10 წუთით მდუღარე მარინადში, ამოიღეთ და ჩადეთ შუშის ქილაში.
  4. მარინადი გადაწურეთ, გახსენით მასში მდოგვი, დაასხით სტაფილოს ქილაში, დააყენეთ 2-3 დღე და მიირთვით.

გემრიელად მიირთვით!

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი