მწვანე ბოლოკი: გემრიელი და სასარგებლო ბოსტნეული

660
ფოტო: Bff on wikimedia

ბაზარზე მწვანე ბოლოკი გამოჩნდა. რა სასარგებლო თვისებები აქვს ამ ფესვნაყოფიან მცენარეს? პატივისცემით, ნ.გ.

წერილს პასუხობს ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, ლუბოვ დუდჩენკო:

ბოლოკი ჩვენთან დიდი ხნის წინ შემოვიდა. ზოგი მის სამშობლოდ უზბეკეთს ასახელებს, ხოლო სხვა – ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს. არსებობს ბოლოკის სამი სახეობა: წითელი, მწვანე და შავი. ჩვეულებრივ, ჩვენ ვიყენებთ წითელს, თუმცა მწვანეცა და შავიც არანაკლებ სასარგებლო, უფრო ნაზი და გემრიელია.

მწვანე ბოლოკი მდიდარია ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით, რომლებიც ეხმარება ადამიანის იმუნურ სისტემას, მიკრო- და მაკროელემენტებიტ. კერძოდ, ბოლოკი შეიცავს B1 (თიამინს) ვიტამინს, რომელიც არეგულირებს ნერვული და ენდოკრინული სისტემების ფუნქციებს, მონაწილეობს მიმოცვლით პროცესებში. აქვეა ვიტამინი B2 (რიბოფლავინი), რომელიც აუცილებელია ქსოვილების ზრდისა და განახლებისთვის, მხედველობის გასაუმჯობესებლად; ვიტამინი PP (ნიკოტინის მჟავა) – გავლენას ახდენს უჯრედული სუნთქვის პროცესებზე, აუმჯობესებს გულის ფუნქციონირებას.

ბოლოკი შეიცავს უხეშ უჯრედისსაც, რომელიც აუმჯობესებს კუჭის მუშაობას. ბოსტნეული უნდა მიირთვას ყაბზობით შეწუხებულმა ადამიანმა. მას, ასევე, კარგი ნაღველმდენი ეფექტი აქვს და ხელს უშლის ნაღვლის შეკავებას.

მწვანე ბოლოკს ორგანიზმიდან გამოაქვს ჭარბი ქოლესტერინი, რითიც აღკვეთს ათეროსკლეროზს. მასში არსებული კალიუმის მარილები არეგულირებს არტერიულ წნევას, უზრუნველყოფს გულის კუნთის ტონუსს.

ფესვნაყოფი შეიცავს დიდი რაოდენობით რკინას, ამიტომ მისი მიღება რეკომენდებულია მათთვის, ვინც რკინადეფიციტული ანემიითაა დაავადებული.

გარდა ამისა, მწვანე ბოლოკი შეიცავს ეთერზეთებს, ამინომჟავებს, ფიტონციდებსა და კაროტინს, რომელიც დადებითად მოქმედებს მხედველობაზე. მისი მოხმარება, აგრეთვე, რეკომენდებულია დიაბეტიკებისთვის.

მწვანე ბოლოს მძლავრი ბაქტერიციდული თვისებები აქვს, ამიტომ მას მიირთმევენ ბრონქიტის, პნევმონიის, ყივანახველის დროს, ამისათვის, ბოლოკის წვენს ურევენ თაფლს, აყენებენ 2-3 საათით და ჭამამდე სვამენ 1 ჩ.კ.-დან 1 ს.კ.-მდე.

მწვანე ბოლოკი, ყველაზე ხშირად, სალათების შემადგენლობაში შეაქვთ. გაფცქვნილი ბოსტნეული დახეხეთ მსხვილად ან დაჭერით პატარა, თხელ ნაჭრებად და შეაზავეთ მაიონეზით ან მცენარეული ზეთით. დაუმატეთ მარილი გემოვნებით.

ასევე, შეგიძლიათ ბოლოკი უბრალოდ რგოლებად დაჭრათ და მიირთვათ ნებისმიერ გარნირთან ერთად. ბოლოკს შეგიძლიათ დაუმატოთ სტაფილო, ნიახური, ნიორი ან ხახვი, ვაშლი და სხვ.

თუმცა, გახსოვდეთ, რომ მწვანე და შავი ბოლოკის მოხმარებისგან თავი უნდა შეიკავონ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულით დაავადებულებმა. არაა რეკომენდებული ბოლოკის კერძების მირთმევა კუჭის მომატებული მჟავიანობის დროს, ხოლო თირკმლების ან ღვიძლის ანთებითი დაავადებების დროს, მოიხმარეთ ბოსტნეული დიდი სიფრთხილით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს