სანელებლები, რომლებიც გულს დაავადებისგან იცავს

1289
ფოტო: pxhere

სულ ახლახან ჩატარებული კვლევის თანახმად, ისეთი სანელებლები, როგორებიცაა დარიჩინი და კარი, აუმჯობესებს ორგანიზმში ნივთიერებათა მიმოცვლას.

ექსპერტები ამბობენ, რომ ჩვეულებრივ, როცა ადამიანი დიდი რაოდენობით ცხიმიან საკვებს მიირთმევს, სისხლში იზრდება ტრიგლიცედირების (ისინი წარმოიქმნება საკვები ცხიმების დაშლის შედეგად და ადამიანის ორგანიზმში ცხიმების შენახვის ფორმას წარმოადგენს) დონე. შესაბამისად, იზრდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაჩენის რისკიც.

დარიჩინის მოხმარება ზემოხსენებული დაავადებების რისკს 30%-ით შეამცირებს.

ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღეს 30-65 წლის ასაკის ქალებმა და მამაკაცებმა. ყველა მათგანს აწუხებდა ჭარბი წონა, თუმცა, მათი ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა ნორმალური იყო.

მკვლევარებმა მათ ურჩიეს, საკვებში 2 ს.კ. სანელებელი დაემატებინათ დღის განმავლობაში, ყოველ დღეს. ექსპერტების თქმით, სანელებლების ნაკრები შედგებოდა კარის, იტალიური ბალახებისა და დარიჩინისგან.

ამის შემდეგ, დაიწყეს კონტროლი საკვების მოხმარებაზე. შედეგად გაირკვა, რომ მათ, ვინც სანელებლებს მოიხმარდა, სისხლში ინსულინის დონე შეუმცირდათ. მეტიც, სანელებლები მოევლინათ ანტიოქსიდანტებად, რომლებიც ეხმარებოდა ცხიმიანი საკვების უკეთ ათვისებაში და გულის დაავადებების, ართრიტისა და დიაბეტის რისკს ამცირებდა.

საკვებში სანელებლების დამატება ხელს უშლის საკვების მომნელებელი სისტემის პრობლემების წარმოქმნას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს