ჩაი პილპილით – დაღლილობის ყველაზე ეფექტური წამალი

0
537
ფოტო: pixnio

მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის შუა პერიოდია, ჩვენ სულ უფრო ხშირად ვგრძნობთ ამ დროისთვის დამახასიათებელ დაღლილობას, რომელსაც თან ახლავს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, შრომისუნარიანობის დაქვეითება, სწრაფი გადაღლა, მოთენთილობა, აპათია და ყოველგვარი შეუძლობა.

ამ ყველაფერს თავი რომ არ დავაჩაგვრინოთ, ახლავე უნდა მივიღოთ ზომები. ყურადღება მიაქციეთ კვებას. მიირთვით მეტი ნედლი ხილი და ბოსტნეული. აუცილებლად ჩართეთ რაციონში რძე, კვერცხის გული, შრატი.

მათ, ვინც გონებრივად მუშაობს, უნდა მიირთვან ფოსფორის შემცველი პროდუქტი, რომელიც აუცილებელია ტვინის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის. ასეთებს მიეკუთვნება ყველი, შვრიის ფაფა, საქონლის ღვიძლი, ბერძნული კაკალი, მიწისთხილი, ნუში, ოსპი, ლობიო, ბარდა, თევზი.

საგრძნობი დაღლილობის დროს, შეძლებისდაგვარად ხშირად მიირთვით დახეხილი ბოლოკი ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში და დააყოლეთ 1 ს.კ. წყალი.

კარგი გამამხნევებელი საშუალებაა ჩაი, რომელიც იოგების რეცეპტით მზადდება: 1 დიდი ფინჯნისთვის დაგჭირდებათ 4 ც ილი, 4 მარცვალი შავი პილპილი, 3 მიხაკი, ჯანჯაფილი და დარიჩინი გემოვნებით. დააფქვიეთ სანელებლები ყავის საფქვავში, დაასხით 250 მლ ოდნავ თბილი წყალი და ხარშეთ ნელ ცეცხლზე 20 წუთით. მომზადების დასრულებამდე 1-2 წუთით ადრე, დაუმატეთ მწიკვი ჩვეულებრივი, შავი ჩაი, ცოტაოდენი რძე და 1 ჩ.კ. თაფლი გემრიელად მიირთვით!

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი