ყველაზე სასარგებლო ბურღული მთელი ოჯახისთვის

0
1037
ფოტო: Laitr Keiows on wikimedia

ფაფა – ეს არამხოლოდ სწრაფი, გემრიელი და მარტივი, არამედ სასარგებლო საკვებია, ამიტომ ნურსად იჩქარებთ, ხარშეთ კერძი გულწრფელი გრძნობებით!

როგორ არ ამზადებდნენ ბურღულს ჩვენი წინაპრები. განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდნენ თხევადი ფაფები, რომლებიც, ხშირად, სუპებს ანაცვლებდა. ასეთ ფაფებს უმატებდნენ თევზს, ხორცს, ბარდას, აუცილებლად ხახვს, მწვანილებსა და ფესვებს, აზავებდნენ ქონით ან ლორით.

ასევე, მიირთმევდნენ ტკბილ ფაფებსაც. შაქრის ნაცვლად, მას უმატებდნენ მურაბას, თაფლს, ჩირს ან ნედლ კენკრასა და ხილს. თუმცა, ფაფების მომზადების ტექნოლოგია ერთი იყო: ბურღულს თიხის ქოთანში ყრიდნენ, ასხამდნენ წყალს და ღუმელში დაახლოებით 5 საათით აცხელებდნენ. ჩვენი დროისთვის, ეს, რაღა თქმა უნდა, ძალიან ბევრი დროა, სამაგიეროდ, ფაფა ისეთი გამოდიოდა, თითებს ჩაატანდით…

თანამედროვე კვების სპეციალისტები გვირჩევენ, ბურღული ღამით წყალში ჩავალბით და დილით 5-7 წუთით ვხარშოთ. მომზადების ეს მეთოდი სწრაფია და, რაც მთავარია, მაქსიმალურად ინარჩუნებს პროდუქტის შემადგენლობაში ყველა სასარგებლო ნივთიერებას.

სხვათა შორის, სულ ცოტა ხნის წინ, კანადელმა მეცნიერებმა, ექსპერიმენტთა მთელი სერიის შემდეგ, მტკიცე პასუხი გასცეს კითხვას, თუ ამ კერძის რომელი ვარიანტებია ყველაზე უფრო სასარგებლო. სპეციალისტებმა საუკეთესო ფაფად წიწიბურა დაასახელეს. იგი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც სისხლში შაქრის დონეს ამცირებს.

ამ ერგვარი “სამეცნიერო ჰიტ-აღლუმის” მეორე ადგილზე მოხვდა შვრია (საუკეთესო სრული ბურღული). იგი უფრო ნაკლებად სამკურნალოა, ვიდრე წიწიბურა, თუმცა, ჭარბ ქოლესტერინს ისიც კარგად გამოდევნის.

ეს ფაქტი კარგად აქვთ ათვისებული ბრიტანელებს, რომლებმაც შვრია დიდი ხნის წინ აქციეს ტრადიციულ საუზმედ. დიეტოლოგები გვირჩევენ შვრიის მოხმარებას ღვიძლის დაავადებების, დიაბეტის, ათეროსკლეროზის დროს.

შვრიის სარგებელს ჩვენი წინაპრებიც იცნობდნენ და მისგან ამზადებდნენ ფქვილს, რომელსაც სასმელების მოსამზადებლად იყენებდნენ. ამ სასმლით კვებავდნენ მეძუძურ ბავშვებს, თუ დედას რძე არ ჰქონდა. სწორედ ასე იზრდებოდნენ ადრე ბავშვები…

დაბოლოს, უფრო კვარცხლბეკის ქვედა საფეხურზე აღმოჩნდა ბრინჯი, თუმცა მხოლოდ გრძელმარცვლიანი. ბრინჯის მრგვანი მარცვლები დიდი რაოდენობით სახამებელს შეიცავს და სისხლს გლუკოზით “ტენის”. მსგავს ნაკლს მიაწერენ სწრაფი მომზადების შვრიასა და მანი-ფაფასაც.

მოუსმენთ თუ არა ექსპერტების აზრს – თქვენი ნებაა, თუმცა, რომელიმე კონკრეტული ფაფისთვის უპირატესობის მინიჭებაც, სპეციალისტების თქმით, არ ღირს. მთავარია გახსოვდეთ: ‘ფაფის ულუფა არ უნდა ავსებდეს დიდი წვნიანის თეფშს, საკმარისია 100-150 გ, ეცადეთ, დაუმატოთ მინიმალური რაოდენობის შაქარი.

ხარშეთ ფაფები სწორად და მიირთვით სიამოვნებით, თქვენი ჯანმრთელობის სასარგებლოდ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი