ფიზიკური და ემოციური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად აუცილებელი არაა ასპირინი და ანტიდეპრესანტები მიიღოთ. მაცივარში შეიხედეთ, იქ შეიძლება ბევრი სასარგებლო პროდუქტი იპოვოთ, რომელიც ბევრ უსიამოვნებას მედიკამენტებზე უკეთ გაუმკლავდება. საკვების სამკურნალო თვისებები ჯერ კიდევ უძველესი დროიდან ცნობილია და თავად ჰიპოკრატე მას საუკეთესო სამკურნალო საშუალებად მიიჩნევდა.
უძილობა. 1 ჭიქა თბილი რძე ღამით დალიეთ. მასში შედის ამინომჟავები, რომლებიც მოდუნებაში დაგეხმარებათ.
სტრესი. სტრესის მოხსნას ასევე 1 ჭიქა რძის დალევით შეძლებთ. ამასთან რაციონში მარცვლეული პურის და მაკარონის ნაწარმის რაოდენობა გაზარდეთ: ეს პროდუქტები რთულ ნახშირწყლებს შეიცავენ, რომლებიც სეროტონინის დონეს ზრდიან. ეს ჰორმონი კი სულიერი მდგომარეობის გაუმჯობესებას ხელს უწყობს.
შფოთვა. უსიამოვნო შფოთვისგან გათავისუფლება ძალიან მარტივია. საკმარისია რაიმე ხრაშუნა ხილი ან ბოსტნეული (მაგალითად, ვაშლი ან სტაფილო) მიირთვათ. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ეს ნეგატიურ ფიქრებს მოგაშორებთ და დამშვიდებაში დაგეხმარებათ.
დეპრესია. ნამდვილ ხსნას ცილოვან პროდუქტებში იპოვით. ენერგიის შესანიშნავი წყაროა ქათმის ხორცი და თევზი: პროტეინის გარდა ისინი რკინას და ბევრ ვიტამინს შეიცავენ. აი, ყავის ჭარბად მიღება არ ღირს: კოფეინი ფსიქიკურ დაძაბულობას მოგიხსნით, მაგრამ მისი მოქმედება მხოლოდ რამდენიმე საათი გრძელდება.
წინა მენსტრუაციული სინდრომი. თუ თვიურის წინ ხან ტირილი, ხან სიცილი გსურთ, ნახშირწყლებს ყურადღება მიაქციეთ. ისინი სისხლში შაქრის დონეს ყურადღებას „აქცევენ“, შესაბამისად განწყობაზეც იზრუნებენ.
მენსტრუაციული ტკივილი. რეპროდუქციული ორგანოს ნორმალური მუშაობისთვის აუცილებელია მანგანუმი, რომლითაც ზღვის პროდუქტები და მწვანილი მდიდარია. არ იფიქროთ, რომ ოხრახუშის კონა ყველა უსიამოვნო სიმპტომებს დაუყონებლივ გააქრობს. უბრალოდ კერძი ამ პროდუქტებით 1 თვის განმავლობაში მოამზადეთ, ასე სპაზმები არ შეგაწუხებთ. კრიტიკულ დღეებში მუცლის შებერილობის თავიდან ასაცილებლად ბევრი წყალი დალიეთ და მარილის მიღება შეზღუდეთ.
შეშუპება. შეშუპებას ზოგჯერ B6 ვიტამინის, მაგნიუმის და ლინოლეურის მჟავის დეფიციტი იწვევს. ყველა ამ ნივთიერებით მზესუმზირის თესლი მდიდარია. ხოლო ყველაზე მეტ მაგნიუმს გაღვივებული ხორბალი შეიცავს.
ყაბზობა. ახალი ხილი, შავქლიავი, ჭარხალი, კომბოსტო, შავი პური უჯრედისით მდიდარია და ნაწლავების სწორ მუშაობას სტიმულირებენ. გარდა ამისა, ფინიკი ბევრ კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, სპილენძს და მანგანუმს შეიცავს, რომლებიც საჭმლის მონელებაზე დადებით გავლენას ახდენენ. ასევე სასურველია, რაც შეიძლება ბევრი წყალი დალიოთ (დღეში 1,5-2 ლ წყალი)
თავის ტკივილი. ხშირად თავის ტკივილის მიზეზი ნახევარფაბრიკატებია, რომლებიც ბევრ მარილს და კონსერვანტს შეიცავს. მენიუს გადახადეთ – რაც შეიძლება მეტი ნატურალური პროდუქტი მიიღეთ.
ყურადღების გაფანტვა. თუ კონცენტრირება გიჭირთ, ამის მიზეზი შეიძლება ძალიან ცხიმიანი საკვები იყოს. აქცენტი ისეთ პროდუქტებზე გააკეთეთ, რომლებიც B ჯგუფის ვიტამინებით მდიდარია: მიუსლი, ბრინჯი, სამარხვო ხორცი, თევზი, ფრინველი. ისინი ენერგიას შეგმატებენ და ტვინს მთელი ძალით აამუშავებენ.
ცხიმიანი თმა. ამის მიზეზი შეიძლება ორგანიზმის მიერ ცხიმების ცუდად ათვისება და ნივთიერებათა ცვლის დაბალი ინტენსივობა იყოს. ცხიმიან საკვებზე უარი თქვით და რაციონში ყავისფერი ბრინჯი და შვრიის ფანტელები ჩართეთ, რომლებიც ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებენ და უჯრედისის წყალობით ნარჩენი პროდუქტების გამოდევნას ხელს შეუწყობენ.
მშრალი კანი. მშრალი კანი ხშირად „ჯანსაღი“ ცხიმების დეფიციტზე საუბრობს. სელის თესლი და მზესუმზირას თესლი – ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავის შესანიშნავი წყაროა, რომელიც კანში ტენის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.