მკურნალობა ქაშაყით: ჰოლანდიური რეცეპტი ძალების აღსადგენად და ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად

1009
ფოტო: Kagor on wikimedia

ჰოლანდიელი მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ ჩვეულებრივი ქაშაყი ისეთ კომპონენტებს შეიცავს, რომლებიც სხეულის მიტოქონდრიაში ენერგიის წარმოებას მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ. ეს ქაშაყის თითქმის ყველა სახეობას ეხება. რაც მთავარია, თევზი სითბოთი არ უნდა დამუშავდეს. დამარილებული, დამწნილებული ქაშაყი, ასევე ცივად შებოლილი თევზი ენერგიის და ჯანმრთელობის უნიკალური წყაროა.

პირველად ამას ყურადღება უტრეხტის ერთ-ერთმა კლინიკამ მიაქცია. როგორც აღმოჩნდა, ოჯახებში, რომლებიც ტრადიციული ჰოლანდიური სამზარეულოს (მასში მნიშვნელოვანად ჭარბობს თევზი: ქაშაყი, სკუმბრია, გველთევზა და ზღვის პროდუქტები) კერძებს ხშირად მიირთმევდნენ, „ქრონიკული დაღლილობის სინდრომის“ შემთხვევები ნაკლებად ფიქსირდებოდა. ბავშვები კი კარგი ჯანმრთელობით გამოირჩეოდნენ.

რაციონის ანალიზის დროს გაირკვა, რომ ყველა ოჯახის მენიუში თითქმის ყოველდღე ქაშაყი შედიოდა. ქაშაყი ტრადიციული ჰოლანდიური დელიკატესია, მაგრამ უბრალოდ გლეხის ოჯახშიც მიირთმევენ.

ქაშაყს ასე ამზადებენ: ახალ თევზს წმენდენ, მსხვილ მარილს აყრიან, ზოგჯერ არომატულ წიწაკას და დაფნის ფოთოლს უმატებენ. 3-4 საათით პრესავენ. და კერძი მზადაა! უმი თევზის ნაჭრები მზადაა! ქაშაყის ნაჭრებს ახალ გამომცხვარ თეთრ ფუნთუშებს ადებენ, ხახვს ან მწვანე ხახვს აყრიან, ზემოდან მოხარშულ კვერცხს, მოხარშული თალგამის ნაჭერს ან მარილიანი კიტრის ნაჭერს ადებენ და მიირთმევენ.

ერთი ასეთი სენდვიჩი დღიური ნორმის კალორიების მესამედს და ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავის დღიურ მოცულობას შეიცავს. ომეგა კი თავისუფალი რადიკალების გამოდევნაზე, ათეროსკლეროზის პროფილაქტიკასა და სასქესო ჰორმონების ნორმალურ ფუნქციონირებაზეა პასუხისმგებელი. გარდა ამისა, ახალი ქაშაყის ცილებს ორგანიზმი 88%-ით ითვისებს (შედარებისთვის ძროხის ცილა მხოლოდ 39-43% ითვისება).

ასევე გაირკვა, რომ დამარილებული ქაშაყის რეგულარული მიღება ღვიძლის, კუჭქვეშა ჯირკვლის და ნაღვლის ბუშტის მუშაობას აუმჯობესებს. ქაშაყის ყოველდღიურ მიღებას მხოლოდ ერთი უკუჩვენება აქვს: ჰიპერტონული დაავადებები და თირკმლის ქრონიკული დაავადება.

და ბოლოს, ერთ შესანიშნავ ჰოლანდიურ რეცეპტს გთავაზობთ: ცხარე ან დამარილებული ქაშაყის ფილე გაწმინდეთ და ფილე კანის გარეშე დაჭერით. სოუსი მოამზადეთ: 2 ს/კ ცხიმიანი არაჟანი 1 ს/კ მდოგვის მარცვლებს, ნახევარი ლიმონის წვენს და დაქუცმაცებულ ოხრახუშს აურიეთ. ქაშაყის ფილეს სოუსი უხვად წაუსვით, პარკში ჩადეთ და 2 საათით მაცივარში შედეთ. კარტოფილი მოხარშეთ, დაჭრილი მწვანე ხახვი მოაყარეთ და ქაშაყთან ერთად სუფრაზე გაიტანეთ. სასურველია, რომ ქაშაყი მაცივრიდან ზუსტად სუფრაზე გატანამდე გამოიღოთ: არაჟანი-მდოგვის სოუსი სქელი უნდა დარჩეს!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს