შეიძლება თუ არა კუჭის გასტრიტის, თორმეტგოჯა ნაწლავის ანთების დროს კივის მოხმარება? პატივისცემით, პ.ზ.
წერილს პასუხობს ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, ლუბოვ დუდჩენკო:
კივი გამოიყენება, როგორც საკვები და სამკურნალო მცენარე. C ვიტამინის შემცველობით, მცენარეს ამ ვიტამინის კონცენტრატს უწოდებენ, რადგან იგი უფრო მეტ ვიტამინს შეიცავს, ვიდრე ლიმონი და მოცვი. დღეში ერთი კივის ჭამით, ადამიანი იღებს C ვიტამინის დღიურ ნორმას, რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას.
კივი შეიცავს დიდი რაოდენობით ამინომჟავას, გვეხმარება ორგანიზმიდან მარილების გამოდევნაში. ეს ნაყოფი კი სასარგებლოა მათთვის, ვისაც სისხლთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, ათხელებს მას, ამიტომ კივი კარგი ანტისკლეროტული საშუალებაცაა.
კივის მოხმარება სასარგებლოა გულის დაავადებების დროს, რამდენადაც ნაყოფი აუმჯობესებს გულის მუშაობას. ხილი ეფექტურია შინაგანი სისხლდენის, ტუბერკულოზის, კარიესის დროს. რამდენადაც ეს ხილი შეიცავს ტანინებსა და პექტინებს, მას დამარბილებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებაც აქვს, ამიტომ, კარგია საკვების მომნელებელი ტრაქტის დაავადებების, კერძოდ, გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულისს წინააღმდეგ.
მიუხედავად თავისი სიმჟავისა, კივი კურნავს ნაწიბუროვან წყლულებს, მჟავე გემოს წყალობით კი ორგანიზმიდან მარილებს გამოდევნის. ამიტომ, რეკომენდებულია დღეში 1-2 კივის ნაყოფის ან მათი წვენის მიღება, სადილამდე. ნაყოფი ნებისმიერი სახით შეგიძლიათ მოიხმაროთ: მოხარშული, კომპოტში, ცუკატები, ხმელი და გაყინული.