ადამიანს თავისი გონებრივი შესაძლებლობის გაუმჯობესება შეუძლია ჩვეულებრივი კენკრისა და საკვები პროდუქტების დახმარებით. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პროდუქტებს, რომლების გულისთვისაა სასარგებლო, ტვინისთვისაც მოაქვს სარგებელი.
პირველი ადგილი შტოშს მიანიჭეს. მასში დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტია, რომლებიც ჟანგბადის თავისუფალ რადიკალებთან შედის რეაქციაში. ეს რადიკალები წარმოქმნის ჰორმონ ქოლესტეროლს, იმავე ქოლესტერინს, რომელიც მავნეა გულისა და სისხლძარღვებისთვის, ასევე, იწვევს მეხსიერებისა და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის გაუარესებას, ასაკთან ერთად.
ვირთხებზე კვლევებმა აჩვენა, რომ დიეტა, რომლის ძირითადი კომპონენტიც შტოშია, აუმჯობესებს მეხსიერებას, ასევე, აბალანსებს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მუშაობას შუა ხნის ასაკში.
შტოშის შემდეგ, მეორე ადგილს მოცხარი იკავებს. ამ კენკრას იგივე თვისებები აქვს, რაც შტოშს, თუმცა ანტიოქსიდანტების შემცველობით იგი უფრო მდიდარია. თუმცა, მოცხარი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც აუმჯობესებს მხედველობას.
მესამე ადგილი გაინაწილეს მსხვილფოთლოვანმა ჭარხალმა და კომბოსტომ. ნივთიერებები, რომლებსაც ეს ბოსტნეული შეიცავს, ანადგურებს ფერმენტებს, რომელთა დიდი რაოდენობაც იწვევს ალცჰაიმერის დაავადების განვითარებასა და კოგნიტური ფუნქციის (ტვინის უმაღლესი ფუნქციები: მეხსიერება, ყურადღება, ფსიქომოტორული კოორდინაცია, მეტყველება, თვლის უნარი, აზროვნება, ორიენტაცია, დაგეგმვისა და მაღალი ფსიქიკური ცხოველქმედების კონტროლის უნარები) შემცირებას.
ბოსტნეულს მოჰყვება ცხიმიანი თევზი. ისეთი სახეობები, როგორიცაა ორაგული, სარდინები და ქაშაყი, შეიცავს ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც შლის მავნე ფერმენტებს. კვლევებმა აჩვენა: ცხიმიანი თევზის ერთ-ერთი სახეობის კვირაში თუნდაც ერთხელ მოხმარება დაგეხმარებათ, მნიშვნელოვნად შეამციროთ ალცჰაიმერის დაავადების გაჩენის ალბათობა.
საპატიო მეხუთე ადგილი დაიკავა ისპანახმა. მეცნიერებმა დაადგინა, რომ ისპანახი ანელებს ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების გაჩენას, რომლებიც დაბერებითაა განპირობებული, ასევე, ხელს უშლის შემეცნებითი უნარების დარღვევას.