თუ გოგრის სისტემატიურ მიღებას დაიწყებთ 30 დღეში ექიმების გაოცებას შეძლებთ.

0
980
ფოტო: pxhere & Needpix / edited by paparazzi.ge

გამოიყენეთ ბუნების ეს სამკურნალო ძღვენი დღესვე. ნედლი გოგრა და მისგან მომზადებული კერძები სასარგებლოა მრავალი დაავადების დროს, კერძოდ, ღვიძლის, თირკმელების, შარდკენჭოვანი დაავადებების დროს. გოგრის კერძები რეკომენდებულია ბავშვებისა და დიაბეტიკების კვებისთვის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, საერთო გამოფიტულობის დროს. ეფექტურია ისინი პროსტატის ადენომის, საკვების მომნელებელი ტრაქტის დაავადებების, ყაბზობის წინააღმდეგ. რაც მთავარია, ეს სასწაულმოქმედი ნაყოფი თითქმის მთელი წელი ხელმისაწვდომია.

გოგრისა და ჭარხლის სალათი

ნედლი გოგრა (ტკბილი სახეობა) და წითელი ჭარხალი დახეხეთ საშუალო ზომაზე, დაუმატეთ მსხვილად დახეხილი ვაშლი და წვრილად დაჭრილი პირშუშხა. 200 გ გოგრაზე აიღეთ 200 გ ვაშლი, 100 გ ჭარხალი, 20 გ პირშუშხა. მარილი, შაქარი და ლიმონის წვენი ან ვაშლის ძმარი (6%-იანი) დაუმატეთ გემოვნებით. მორწყეთ არარაფინირებული მზესუმზირის ან სხვა მცენარეული ზეთით. მოურიეთ, მოათავსეთ სასალათე ჭურჭელში და ზემოდან მოაყარეთ 2 ს.კ. დანაყული ბერძნული კაკალი.

გოგრის დესერტი

გათლილი გოგრა და ვაშლი დაჭერით და თუშეთ მომზადებამდე, ცოტაოდენ წყალში. მოხარშეთ სქელი მანი-ფაფა და დაუმატეთ ვაშლისა და გოგრის მასას, ჩააგდეთ კარაქიც და მოურიეთ. გაგრილების შემდეგ, კარგად მოურიეთ, დაუმატეთ მარილი, გემოვნებით თაფლი, არაჟანი და ვანილის შაქარი, გარეცხილი ქიშმიში და ათქვიფეთ მიქსერით ერთგვაროვანი, ფხვიერი მასის მიღებამდე. მოათავსეთ მურაბის თასში, ზემოდან მოაყარეთ სეზამის მარცვლები. 200 გ გოგრაზე აიღეთ 200 გ ვაშლი, 3 ს.კ. მანი-ფაფა, 1 ჭიქა რძე, 1 კოვზი კარაქი, 2 ს.კ. ქიშიში და არაჟანი, 2-3 ს.კ. სეზამის მარცვლები, 1 შეკვრა ვანილი, მარილი და თაფლი გემოვნებით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here