ყავა ყაბზობის წინააღმდეგ: ნაცადი და ეფექტური საშუალება

0
567
ფოტო: Julius Schorzman on wikipedia

ყავა, თავისი პოპულარობითა და მოხმარების სიხშირით, წყლის შემდეგ, მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. ყავის კოფეინი ეფექტურია შაკიკის დროს. ადამიანების უმეტესობაში, ყავა ამცირებს ყაბზობის სიხშირეს.

თუმცა, მომატებული წნევის, გულის გამწვავებული დაავადებების მქონე ადამიანებმა ამ სასმელზე უარი უნდა თქვან ან დაიყვანონ მისი მოხმარება დღეში 1 პატარა ფინჯნამდე.

ყავას, რომელსაც ყავის ხის მოხალული მარცვლებისგან ამზადებენ, მდიდარი ისტორია და მომზადების მრავალფეროვანი გზა აქვს.

კოპი ბუბუკი – ესაა ყავის მომზადების ინდონეზიური, ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა. 1-2 ჩ.კ. (იმის მიხედვით, თუ რამდენად მაგარი სასმელი გიყვართ) წვრილად დაფქულ ყავას ფინჯანში 100 მლ მდუღარე წყალს ასხამენ. 3-5 წუთში ყავა მზადაა. მოხმარებამდე, სასელი სხვა ფინჯანში უნდა გადაღვაროთ, ნალექი რომ მოიშოროთ. კოპი ბუბუკის მეთოდით მომზადებული ყავა მაგარი და ტკბილი უნდა იყოს.

ყავის მომზადების კიდევ ერთი გზაა ყავის ფხვნილის ჩაყრა ჯეზვეში. შემდეგ მას ასხამენ წყალს (ცივს), ცეცხლზე ადუღებენ და ასხამენ ფინჯანში.

აღმოსავლური ყავაც ჯეზვეში მზადდება. მასში ყრიან შაქარს გემოვნებით, ასხამენ 1/4 წილ მომზადებულ ცივ წყალს და ადუღებენ. ცეცხლის გამორთვის შემდეგ, უმატებენ დაფქულ ყავას (1-1.5 ჩ.კ. ულუფაზე) და დგამენ ცეცხლზე ქაფის წარმოქმნამდე. ასხამენ მთელ წყალს და ისევ ხარშავენ, სანამ ქაფი არ გაჩნდება, ამჯერად აღარ ადუღებენ. ხშირად, ასეთ ყავას უმატებენ სანელებლებს (ილს, დარიჩინს და სხვ.). არომატის გასაუმჯობესებლად, დაუმატეთ მწიკვი მარილი ან კაკაოს ფხვნილი. ჩაასხით პატარა ფინჯნებში.

რამდენადაც ყავას შარდმდენი მოქმედება აქვს, მიირთვით იგი წყალთან ერთად. გარდა ამისა, წყალი ხელს უშლის გაუწყლოებას, ასევე, წმენდს გემოვნურ რეცეპტორებს, რად თითოეული ყლუპით ხელახალი ტკბობის საშუალებას იძლევა.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი