ფიჭვის კაკალი: აღმოჩნდა, რომ ამ ნაყოფის ნაჭუჭიც კი სასარგებლოა

1444
ფოტო: publicdomainpictures

მინდა გავიგო, რითაა სასარგებლო ფიჭვის თხილი, ზეთის გარდა? პატივისცემით, ვ.ფ.

წერილს პასუხობს ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ლუბოვ დუდჩენკო:

ფიჭვის კაკალი იზრდება და მწიფდება არა თბილ კლიმატში, როგორც ცნობილი თხილების უმეტესობა, არამედ ხანგრძლივი ციმბირული ზამთრისა და უკიდურესად მოკლე ზაფხულის ვერაგ პირობებში. შესაძლოა, სწორედ ამიტომ გროვდება მის პატარა გულში დიდი რაოდენობით სასარგებლო და აუცილებელი ნივთიერება.

მაშ ასე, ფიჭვის კაკალი შეიცავს გაცილებით მეტ ვიტამინსა (B ჯგუფის, A და E ცხიმხსნად) და მინერალურ ნივთიერებებს (სპილენძი, მარგანეცი, მაგნიუმი, ვანადიუმი, სილიკონი, კალიუმი, კალციუმი, ოსფორი, მოლიბდენი და სხვ.), ვიდრე ნებისმიერი სხვა სახეობის თხილი.

A ვიტამინი უზრუნველყოფს ორგანიზმის ნორმალურ განვითარებას, E ვიტამინი მხარს უჭერს კუნთოვანი და ენდოკრინული სისტემების ცხოველქმედებას, აქტიურად მონაწილეობს ცილოვან და ნახშირწყლოვან მიმოცვლაში, იცავს უჯრედულ მემბრანებს განადგურებისგან. ცხიმმწველი E ვიტამინის შემცველობის წყალობით, ფიჭვის კაკალი ათეროსკლეროზის პროფილაქტიკაშიც გვეხმარება.

B ჯგუფის ვიტამინები დადებითად მოქმედებს ნერვული, გულ-სისხლძარღვოვანი, ენდოკრინული და საკვების მომნელებელი სისტემების მდგომარეობაზე.

ფიჭვის კაკალს შეუძლია მხედველობის გაუმჯობესებაც. მის შემადგენლობაში არსებული ცილა გამოირჩევა ისეთი ამინომჟავების მაღალი კონცენტრაციით, როგორებიცაა ლიზინი, მეთიონინი და ტრიპტოფანი, ცხიმოვანი პოლიუჯერი მჟავები (ლინოლეური და არგინინის), რომლებიც აუცილებელია ნივთიერებათა ნორმალური სინთეზისთვის. გარდა ამისა, ეს ცილა მარტივად აითვისება, ამიტომ ფიჭვის კაკალს ხორცისა და რძის ჩანაცვლებაც შეუძლია.

ფიჭვის კაკლის ზეთი ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. კუჭის წყლულის დროს, მას 1 ჩ.კ. ოდენობით, დღეში სამჯერ იღებენ. პროდუქტი რეკომენდებულია ჰიპერტონიის, ნევროზის, კანის დაავადებების დროს. მისი მოხმარება შეუძლია ყველას, ასაკის მიუხედავად.

ფიჭვის კაკლისგან მზადდება წყლიანი და სპირტიანი ნაყენები:

ფოტო: Prosthetic Head on wikimedia

წყლიანი ნაყენი

1 ს.კ. დაქუცმაცებულ კაკალს დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 1 საათით. მიიღეთ 50 მლ დღეში ხუთჯერ. ნაყენი ეფექტურია ფილტვების ტუბერკულოზის, თირკმლებისა და შარდის ბუშტის დაავადებების, ასევე, ნერვული სისტემის დარღვევების დროს.

სპირტიანი ნაყენი

100 გ ნაჭუჭიანად დანაყულ თხილს დაასხით 0.5 ლ არაყი. დააყენეთ ბნელ, გრილ ადგილას 2 კვირით. მიიღეთ 20 წვეთი დღეში სამჯერ. ასეთი ნაყენი სასარგებლოა ართრიტის, პოდაგრის, რევმატიზმის დროს.

ფიჭვის ნაჭუჭის სპირტიანი ნაყენი

1. 5 ჭიქა ნედლ ნაჭუჭს დაასხით 0.5 ლ არაყი. დააყენეთ 2 კვირით ბნელ და თბილ ადგილას. ასეთი ნაყენი არეგულირებს საკვების მომნელებელი ტრაქტის ფუნქციონირებას, ახშობს პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებით პროცესებს. იგი გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, იმუნიტეტის დაქვეითებისა და თვალის დაავადებების დროს, 1 ს.კ. ოდენობით, დღეში სამჯერ, ჭამის წინ. კურსი 30-60 დღე უნდა გაგრძელდეს და ერთთვიანი შესვენება უნდა მოჰყვეს. წელიწადში 2-5 კურსია დასაშვები.

ფიჭვის ზეთი შესანიშნავი საშუალებაა სახისა და სხეულის კანის მოსავლელად. 1 ჩ.კ. ზეთს ნებისმიერ შინ მომზადებულ ნიღაბს უმატებენ. ჩაალბეთ შემთბარ ზეთში მარლა, დაწურეთ და დაიდეთ კისერსა და სახეზე 15 წუთით. სასურველია, წამოწვეთ და მოდუნდეთ.

ამასთან, კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და შინაგანი ორგანოების ნორმალიზებისთვის, რეკომენდებულია დღეში ორჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, მიიღოთ 1 ჩ.კ. ფიჭვის კაკალი.

პოდაგრისა და ართრიტის, შარდკენჭოვანი დაავადებების, ანემიის, იმუნიტეტის დაქვეითების დროს, როგორც გამწმენდი საშუალება, მიიღეთ 1 ს.კ. ფიჭვის გულები თაფლთან ერთად (1:1), დღეში სამჯერ. ოპტიმალური დღიური ნორმაა 1-2 ს.კ. თხილი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს