ნეკერჩხლის წვენი სასარგებლოა დიაბეტიკებისთვის

747
ფოტო: vzboltay

შეიძლება თუ არა ნეკერჩხლის წვენის მიღება? თუ კი, რა სასარგებლო თვისებები აქვს მას? თქვენი ერთგული მკითხველი, ვ.ბ.

წერილს პასუხობს ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, ლუბოვ დუდჩენკო:

მარტი-აპრილი სწორედ ის დროა, როცა ნეკერჩხლისა და არყის ქერქს ხვრეტენ წვენის მისაღებად. ყველაზე ხშირად, ამისთვის ირჩევენ ლეკის ხეს, იშვიათად – ქორაფსა და სხვა სახეობებს. ნედლი წვენი, როგორც ახალგაზრდა, ახლადგაშლილი ფოთლების ნახარში, საერთოგამაძლიერებელი, შარდმდენი, მატონიზებელი და ნაღველმდენი მოქმედებით გამოირჩევა. მას, აგრეთვე, ჰიპოვიტამინოზის დროსაც იყენებენ.

ნეკერჩხლის ნედლი წვენი ძალიან სასარგებლოა, შეიცავს შაქარს, ძირითადად, ფრუქტოზას, და თითქმის არ შეიცავს გლუკოზას, ამიტომ სასარგებლოა დიაბეტიკებისთვის. მისი მოხმარება რეკომენდებულია სხივური დაავადებების მქონე ადამიანებისა და მათთვის, ვინც სხივური თერაპია ონკოლოგიურ დაავადებასთან საბრძოლველად ჩაიტარა.

გერმანულ მედიცინაში, ნეკერჩხლის ფოთლების წვენი რეკომენდებულია, როგორც მამაკაცებში სასქესო ცხოველქმედების ასამაღლებელი საშუალება. წვენებისგან ამზადებენ სიროფს, სასმელებს, ჯემებს, მარმელადს.

გარდა ამისა, ნეკერჩხალი მაღალხარისხიანი გაზაფხულის თაფლის მცენარეა. ნეკერჩხლის თაფლი ღია, სურნელოვანი და სასიამოვნო გემოსია.

თუ წვენის შეგროვება ვერ მოასწარით, სამკურნალო მიზნით შეგიძლიათ ახალგაზრდა ფოთლების გამოყენება.

ფოთლების ნაყენი

1 ს.კ. დაქუცმაცებულ ხმელ ან ნედლ ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 30 წუთით და მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ.

ფოთლების სპირტიანი ნაყენი

100 გ დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 0.5 ლ 40%-იანი სპირტი (არაყი). დააყენეთ 2 კვირა ბნელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 20-30 წვეთი დღეში სამჯერ, ჭამის წინ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს