მამაკაცური თხილი: ფისტა პოტენციის პრობლემების წინააღმდეგ

861
ფოტო:Cemg on wikimedia

ძლიერ სქესს რამდენიმე დამოკიდებულება აქვს და ერთ-ერთი მათგანია … – ფისტა. მამაკაცს ვერ აიძულებთ ბერძნული კაკლის ან კეშიუს ჭამას, იმაზე საუბრით, რომ ისინი ძალიან სასარგებლოა. აი, ფისტის შეკვრა კი ძალიან სწრაფად დაიცვლება და მამაკაცს ვერც ის შეაჩერებს, რომ თხილის გული უნდა გაიფცქვნას.

ამ ირაციონალურ დამოკიდებულებასაც აქვს ერთგვარი ახსნა. მეცნიერებმა კალიფორნიაში მოყვანილ ფისტაზე კვლევა ჩაატარეს. მათ შემადგენლობაში გამოვლინდა საკვებ ნივთიერებათა კომპლექსი, რომელიც მამაკაცის სექსუალურ ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს. მათ შორისაა ოთხი ძირითადი ელემენტი: ფოლატი (იგივე ფოლიუმის მჟავა, აუმჯობესებს სპერმის ხარისხს), თუთია (“სექსუალური” მინერალი, რომელიც ხელს უწყობს მამაკაცური ჰორმონის გამომუშავებას და მონაწილეობს მამაკაცის სასქესო ორგანოების განვითარებასა და სპერმის დამწიფების პროცესში), უჯერი ცხიმები და არგინინი (ლტოლვის ბუნებრივი სტიმულატორი; ადამიანის ორგანიზმში იქცევა აზოტის ოქსიდად, რომელიც აფართოებს სისხლძარღვებს).

გარდა ამისა, ფისტა ექვსჯერ მეტ ანტიოქსიდანტს შეიცავს, ვიდრე მწვანე ჩაი, და ორჯერ მეტს, ვიდრე მარწყვი და წითელი ღვინო. კლინიკური კვების ამერიკული ჟურნალის მონაცემებით, 1-2 მუჭა ფისტა (45-90 გ) დღეში გვეხმარება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, იმპოტენციისა და სიმსუქნის რისკ-ფაქტორების შემცირებაში.

ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ პაციენტები, რომლებსაც იმპოტენცია აქვთ, ორჯერ უფრო მიდრეკილი არიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისკენ, რამდენადაც საერთო რისკ-ფაქტორებითაა გამოწვეული: მომატებული წნევა, მოწევა, სისხლის ლიპიდური შემადგენლობის დარღვევა, დიაბეტი.

რაციონში ნაჯერი ცხიმების კალიფორნიული ფისტით ჩანაცვლებით, ორგანიზმში შემცირდება მავნე ქოლესტერინის დონე და, შესაბამისად, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და იმპოტენციის განვითარების რისკი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს