თხელი ბლინები ყაბახისგან: იდეალური საზაფხულო რეცეპტი

1113

უკვე ზაფხულის შუა პერიოდია და ხშირად გვინდება რამე ახალი, სეზონის შესაფერისი კერძის გასინჯვა. თუ თქვენც ეს “პრობლემა” გაწუხებთ, ჩვენი რედაქცია გთავაზობთ ჩვეულებრივი ბლინების ვიტამინებით სავსე, დაბალკალორიული ყაბახით მომზადების რეცეპტს.

ყაბახის ბლინები

ინგრედიენტები

  • 800 გ ყაბახი
  • 2 კვერცხი
  • 1 ჭიქა რძე
  • 1-1.5 ჭიქა ფქვილი
  • 1 კონა ოხრახუში
  • 2 ს.კ. მცენარეულო ზეთი
  • 1 ჩ.კ. მარილი

მომზადება

1. აირჩიეთ ოდნავ მომწიფებული ყაბახი. იგი არამხოლოდ გემრიელია, არამედ ვიტამინების ყველაზე მაღალ კონცენტრაციას შეიცავს. სწორედ ასეთი ნაყოფი დაგჭირდებათ ბლინების მოსამზადებლად.

2. კარგად გარეცხეთ ყაბახი და დახეხეთ ყველაზე წვრილ სახეხზე. შეგიძლიათ, ბლენდერში ათქვიფოთ. პირველ შემთხვევაში, ყაბახის გემო ცალკეულად იგრძნობა. მეორეში კი – ბლინები გლუვი და ერთგვაროვანი გამოდის.

3. წვრილად დაჭერით მწვანილი. ეს შეიძლება იყოს ოხრახუში ან კამა – როგორც გენებოთ.

4. ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ რძე და მოურიეთ.

5. იმავე ჭურჭელში ჩაყარეთ გაცრილი ფქვილი და ათქვიფეთ ცომი ერთგვაროვან მდგომარეობამდე.

6. ჩაასხით ცომი ყაბახის მასით სავსე ჭურჭელში. დაუმატეთ მწვანილი და 2 კოვზი ზეთი.

7. მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

8. გააცხელეთ ტაფა და მოასხით ყაბახის ცომი. მცენარეული ზეთი ცომში უკვე არის, ამიტომ ტაფაზე ზეთის წასმა საჭირო არაა.

9. როცა ბლინი ერთი მხრიდან შეიწვება, გადააბრუნეთ.

გემრიელად მიირთვით! ეს ბლინები ყველაზე გემრიელია არაჟნისა და ნივრის სოუსთან ერთად – მოამზადეთ იგი 250 მლ სქელი არაჟნის, დაქუცმაცებული ნივრისა და ოხრახუშისგან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს