როგორ ვუზრუნველყოთ ხარისხიანი ძილი აბების გარეშე.

0
211

როგორ უნდა ვებრძოლოთ უძილობას გარდატეხის ასაკში?

კითხვას პასუხობს ექიმი ფიტოთერაპევტი ვიჩესლავ ვარნავსკი:

უძილობისა და მომატებული აგზნებადობის დროს, გირჩევთ ასეთი ნაყენის მომზადებას: აიღეთ 1 წილი დაქუცმაცებული კატაბალახას ფესვი, 3-3 წილი შავბალახასა და ბერულას ბალახი, 4 წილი მანანა. დაასხით 4 ს.კ. მასას 1 ლ მდუღარე წყალი და დააყენეთ ღუმელში (ან კარგად შეახვიეთ) 12 საათით.

1 ს.კ. კატაბალახას ფესვს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ხარშეთ ნელ ცეცხლზე 7-10 წუთით, გადაწურეთ და მიიღეთ 1 ს.კ. დღეში ორჯერ.

ფოტო: Siggy Nowak on Pixabay

ჯანსაღი, მტკიცე ძილისთვის სასარგებლოა ძილის წინ 0.5 თავი ხახვის ჭამა ან 2 ჭიქა თხის რძის დალევა. ასევე, კარგი საძილე მოქმედება აქვს 1 ჭიქა თბილ, თაფლიან წყალს, რომელიც ძილის წინ უნდა დალიოთ.

ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ 20 გ მატიტელა 1 ჭიქა მდუღარეზე, დააყენოთ 2 საათით, გადაწუროთ და მიიღოთ 1 ს.კ. დღეში ხუთჯერ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი