„სადღაც წავიკითხე, რომ ძირთეთრას ახალი თესლის მოდუღება და დალევა ძალიან სასარგებლოა. გთხოვთ, მითხრათ, თუ რომელი უსიამოვნების დროს არის მისი მიღება ეფექტური და როგორ მივიღოთ. პატივისცემით, ვ.სამოილენკო“.
წერილს ნატუროპათი, ხალხური მკურნალი ელენა სვიტკო პასუხობს:
ძირთეთრა, როგორც ნიახური, ოხრახუში – ძალიან სასარგებლო მცენარეა ქოლგოსანთა ოჯახიდან. ძირთეთრას თესლი შეიცავს ბევრ ცხიმს, სხვადასხვა მიკროელემენტს, მათ შორის თუთიას, მაგნიუმის და მანგანუმს. ძირთეთრას თესლზე დაფუძნებული მედიკამენტები ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს, ორგანიზმიდან მარილები გამოაქვს და სახსრების დაავადებების, კერძოდ ართრიტის დროს ეფექტურია.
ამის მიუხედავად სჯობს არ დააყენოთ, არამედ ფხვნილის სახით ნახევარი ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ ჭამამდე მიიღოთ. კარგი იქნება, თუ კენკრის, ხილის ნაყენს ან ბოსტნეულის ნახარშს დააყოლებთ. მაგალითად, ზაფხულში შეგიძლიათ ჭიქაში რამდენიმე ალუბალი ან 10 მოცხარი დაჭყლიტოთ, თბილი წყალი დაასხათ და აურიოთ.
თუთიის შემცველობის წყალობით ძირთეთრას ფესვი გამოიყენება სიმელოტის, მათ შორის ალოპეციის დროს. მას არ სვამენ, არამედ გარედან იყენებენ: 1 ს/კ დაფქულ თესლს 0,5 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. 15 წუთით დააყენეთ. მიღებული თესლის ფაფა მტკივნეულ ადგილას შეიზილეთ და 1-2 საათით გააჩერეთ. მეტი კომფორტისთვის შეგიძლიათ საპარიკმახერო ქუდი დაიხუროთ.
ყველაზე კარგი იქნება, თუ სამკურნალოდ ძირთეთრას ფესვებს გამოიყენებთ. ის ძალიან ეფექტურია ართრიტის და სახსრების სხვა დაავადების დროს: აიღეთ თითო-თითო ძირთეთრას და ნიახურის ფესვი (საშუალო ზომის) და 1 დიდი ლიმონი. გარეცხეთ და ქერქიანად ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ. მიღებულ მასას კარგად აურიეთ და მინის ქილებში გადაანაწილეთ, მაცივარში შეინახეთ. გამაჯანსაღებელი მიზნით 1 ს/კ ნარევი დღეში 3-ჯერ მიიღეთ.
მე-2 რეცეპტი: 2 ს/კ ძირთეთრას წვენი და 2 ს/კ ნიახურის წვენი აიღეთ, 1 ს/კ ლიმონის წვენი დაუმატეთ. 1 ს/კ ნარევი დღეში 3-ჯერ მიიღეთ. ჩენჩო შეგიძლიათ მტკივნეულ სახსრებზე საფენის სახით გამოიყენოთ.