ჯიჯლაყას თესლი საკვებად გემრიელი და სამკურნალოდ სასარგებლოა

609
ფოტო: J. Wilson on wikimedia

„სიმართლეა რომ ჯიჯლაყა, იგივე ამარანტი სამკურნალო თვისებებს ფლობს? პატივისცემით, ა.ბ.“

წერილს ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ლიუბოვ დუდჩენკო პასუხობს:

სამკურნალო თვისებები ყველა მცენარეს ახასიათებს, მაგრამ ჯიჯლაყა (ამარანტი) ძალიან ღირებული თესლია, რომელშიც გამოვლენილია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება – სკვალენი. როგორც მეცნიერებმა დაამტკიცეს, სკვალენი, რომელსაც მხოლოდ ზვიგენის ღვიძლის ცხიმიდან იღებდნენ, ძლიერ სამკურნალო ეფექტს ფლობს.

ჯიჯლაყას მიღების დროს ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება და სხვადასხვა ინფექციების მიმართ გამძლეობა იზრდება. ის ორგანიზმიდან რადიონუკლიდების გამოდევნას ხელს უწყობს. მისი თესლიდან მიღებული ზეთი ისეთი ამინომჟავების შემცველობით, როგორიცაა ლიზინი, ჰისტიდინი, არგინინი, ასპარაგინული მჟავა, გლუტამინის მჟავა და სხვა, ქაცვის ზეთს აჭარბებს. მას ეფექტურად იყენებენ კუჭის დაავადებების, კანის  დაზიანების, სხვადასხვა დამწვრობის, ეგზემას დროს და ა.შ.

ამარანტი ეფექტურია შარდსასქესო სისტემის ანთებითი პროცესების დროს, ადენომას და ბუასილის პროფილაქტიკისთვის. მას პაციენტს ძალების სწრაფად აღსადგენად აძლევენ ოპერაციის შემდეგ, ავიტამინოზის და სისუსტის დროს.

ჯიჯლაყა სასარგებლოა ანემიის, ათეროსკლეროზის, სიმსუქნის, კენჭის წარმოქმნის, ნებისმიერი ანთებითი პროცესების, ონკოლოგიური უსიამოვნების, კერძოდ რადიაციის გავლენასთან დაკავშირებული, პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის. ბავშვებში ღამით შარდის შეუკავებლობას თანაყვავილედის და თესლების ნახარშით კურნავენ. დალიეთ როგორც ჩაი.

ჯიჯლაყას სამკურნალო თვისებებს მასში შემავალი რკინა, კალციუმი, კალიუმი, ფოსფორი, ვიტამინები, ცილა უზრუნველყოფს, რომელთაც ადამიანის ორგანიზმი ადვილად ითვისებს. ამასთან მის თესლში შემავალი ამინომჟავების პროცენტული წილი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ხორბლის ცილაში, სოიოსა და ძროხის რძეში.

ჯიჯლაყას თესლის ნაყენი: მწიფე მარცვლებს არაყი 1:3 პროპორციით დაასხით, 8-10 დღე ბნელ ადგილას დააყენეთ, დრო და დრო შეანჯღრიეთ. გადაწურეთ და 5-6 წვეთი რძესთან ან თბილ წყალთან ერთად ჭამამდე მიიღეთ.

ფოტო: Kurt Stüber on wikimedia

გემოს და კვებითი ღირებულის მიხედვით ამარანტს კონკურენტი არ ჰყავს, ძალიან ბევრ ქვეყანაში მას ყოველდღიურ რაციონში იყენებენ. დიეტოლოგები ირწმუნებიან, რომ მას უფრო მაღალი კვებითი ღირებულება აქვს, ვიდრე წიწიბურას. საკვებში ფართო  გამოყენების მიხედვით კიდევ რას შეიძლება შევადაროთ? სალათები, ნამცხვრები, პასტა, პური, ფქვილი, ზეთი, სახამებელი – აი, პროდუქტების არასრული სია, რომლებიც ამ ჯადოსნური მცენარიდან მიიღება.

ამარანტის თესლი გასაღვივებლად გამოგადგებათ, რაც ძალიან სასარგებლოა, განსაკუთრებით ზამთარში. გემოთი კაკალს ჰგავს და გაცხელებისას გემრიელ, ხრაშუნა პროდუქტად გადაიქცევა. თუ პურს აცხობთ, ჩვეულებრივ ფქვილს 10% ამარანტის ფქვილი დაუმატეთ – ასე გემოს ხარისხს და პურის ღირებულებას მნიშვნელოვნად გაზრდით. შემწვარი ან მოხალული ჯიჯლაყას თესლი, რომელიც ფეტვს ჰგავს, შეგიძლიათ ფაფების და წვნიანების მოსამზადებლად გამოიყენოთ.

ამარანტის მომწიფების პერიოდი გახანგრძლივებულია. მოსავალი უნდა აიღოთ მაშინ, როცა მცენარის ღეროებსა და ფოთლოვან ფირფიტებზე მოწითალო შეფერილობა გაჩნდება. თანაყვავილედის შენჯღრევის დროს თესლი დაიყრება და ის უნდა შეკრიბოთ. ხშირად თანაყვავილედს ხელით ჭრიან, თხელ ფენად აწყობენ და ახმობენ. 1-2 კვირის განმავლობაში თესლი მწიფდება, ამის შემდეგ მას მინარევებისგან წმენდენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს