ჩაი კარაქით: რატომ უნდა დალიოთ ეს უცნაური სასმელი რეგულარულად

378

ჩაი კარაქითა და მარილით(ჩასუიმა, ან ბო-ჩა) ტიბეტის ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიური რაციონის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ სასმლის გემო თავიდან უცნაურია, თუმცა, როცა მიეჩვევით, მოგეწონებათ კიდევაც. ნებისმიერი ტიბეტელი დღეში საშუალოდ 5-6 ფინჯან ჩასუიმას სვამს. ითვლება, რომ ეს ყველაზე მკვებავი და სასარგებლო სასმელია მთელ სამყაროში. ჩაის აყოლებენ “ცამპას” – ქერის მოხალული მარცვლების ფქვილს.

ტიბეტური ჩაის მთავარი ღირსებაა მისი მატონიზებელი თვისება. მკაცრი მაღალმთიანი კლიმატის პირობებში, ჩასუიმა შესანიშნავად ხსნის დაღლილობას, გმატებთ ძალებს და ანაყრებს შიმშილის გრძნობას. უმეტესად, ეს იაკის იმ მკვებავი რძისა და კარაქის დამსახურებაა, რომლებიც სასმლის შემადგენლობაში შედის.

ჩაი კარაქით

ჩაის სწორად მომზადება მოიცავს მოქმედებათა გარკვეული თანმიმდევრობის დაცვას. ტრადიციულად, ტიბეტში იაკის რძე და პუერის ჩაი გამოიყენება.

მათ შემცვლელებად გამოგადგებათ საქონლის ცხიმიანი რძე და ხარისხიანი, დიდფოთლიანი ჩაი. ერთი ულუფის მოსამზადებლად საჭიროა შემდეგი

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა ცხიმიანი რძე
  • 1/2 ჭიქა წყალი
  • 1 ჩ.კ. დიდფოთლიანი ჩაი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 1 ს.კ. ერბო

მომზადება

1. გაათბეთ რძე, პროცესში ურიეთ.

2. ადუღებამდე ჩაყარეთ მასში ჩაი და დაელოდეთ მასის ადუღებას.

3. ჩაასხით მდუღარე მასაში წყალი და ისევ დაელოდეთ ადუღებას.

4. დაუმატეთ ერბო და გახსენით იგი მასაში.

5. ადუღების შემდეგ, გამორთეთ ცეცხლი და გადაწურეთ სასმელი ქილაში.

6. დაუმატეთ მარილი.

7. მოურიეთ წრიულად და ისევ გადაწურეთ.

8. ტიბეტური ჩაი უნდა დალიოთ მცირე ყლუპებად და მის უჩვეულო გემოს თანდათან მიეჩვიოთ.

9. ამ ჩაის კონსისტენცია ძალიან მჭიდროა, ამიტომ იგი მხოლოდ ცხლად უნდა მიირთვათ, სხვა პროდუქტებისგან დამოუკიდებლად.

გემრიელად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს