ნიორი სამართლიანად მიეკუთვნება ბუნების ერთ-ერთ უდიდეს სასწაულს. იგი თავის სასარგებლო თვისებებს 1 წლის განმავლობაში ინახავს, მის პატარა კბილს არამხოლოდ კერძის გაგემრიელება, არამედ ნაწლავის პერისტალტიკის გაუმჯობესება, გაციების თავიდან აცილებაც შეუძლია.
გთავაზობთ სასარგებლო და გემრიელი სალათის რეცეპტს, განსაკუთრებით, თუ გულ-სისხლძარღვთა დაავადება და მომატებული არტერიული წნევა გაწუხებთ.
საღამოს დახეხეთ 4-5 კბილი ნიორი და შეურიეთ 100 გ დახეხილ ოხრახუშის (ან ნიახურის) ფესვს. შეაზავეთ ზეითუნის ზეთით და მოაყარეთ მარილი. სურვილისამებრ, დაუმატეთ სხვა სანელებლები და მწვანილი. დილით წაუსვით სალათი პურს და მიირთვით.
ტიბეტელმა ლამამ მასწავლა სასარგებლო სასმელიც – ნივრიანი რძე. ტიბეტში ითვლება, რომ ასეთი სასმელი წმენდს სხეულს, აჯანსაღებს ორგანიზმს და ხსნის შესაძლებლობებს სულიერი სრულყოფისთვის.
3 საშუალო ზომის ნივრის კბილი დანაყეთ ხის სანაყში. გაათბეთ რძე პირველ ბუშტუკებამდე, შეურიეთ ნიორი, დაუმატეთ 1 დ.კ. თაფლი. დააყენეთ მასა 7 წუთით და დალიეთ მცირე ყლუპებად, ამასთან, შეასრულეთ მედიტაცია მზეზე, გულში სიყვარულით.
– ელენა სვიტკო, ნატუროპათი, სახალხო მკურნალი.