როგორ მოვამზადოთ ხმელი სუნელი დამოუკიდებლად

3472
ფოტო: ოჯახური • Ojakhuri

შეიძლება თუ არა ხმელი სუნელის მომზადება საშინაო პირობებში? პატივისცემით, გ.ს.

ხმელი სუნელი – ესაა ხმელი სანელებლების ნაკრები, რომლის მომზადება თავადაც შეგიძლიათ. ამისთვის უნდა აიღოთ რეჰანი, დაფნის ფოთოლი, პიტნა, ოხრახუში, ნიახური, ქინძის თესლი, ცხარე წიწაკა, კამა, ზაფრანა (ან გულყვითელას ფურცლები), მაიორანი, ქონდარი და ულუმბო.

ყველა ხმელი სანელებელი, გარდა ცხარე წიწაკისა (შაერთო მასის 2%) და ზაფრანისა (საერთო მასის 1%), აიღეთ თანაბარი რაოდენობით.

ბალახები კარგ განწყობაზე, მშრალ დღეს უნდა მოკრიფოთ. გაახმოთ ჩრდილში ისე, რომ მსუბუქი სიო ელამუნებოდეს, ან სხვენში. ხმელი ბალახი შეგიძლიათ ხელით დააქუცმაცოთ, ხოლო თესლი – დანაყოთ.

სუნელი შეინახეთ ფაიფურის ან შუშის ჭურჭელში. მეტალის ქილის გამოყენება დაუშვებელია – მეტალი ანადგურებს ვიტამინებს და რეაქციაში შედის მინერალურ ნივთიერებებთან, ხანდახან, ცვლის სანელებლების არომატსა და გემოსაც. თუ სანელებლების დაქუცმაცებას გადაწყვეტთ, გააკეთეთ ეს შუშის დაფაზე, რადგან ხის დაფა სურნელს თავისთვის იტოვებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს