კოწახური – პატარა კენკრა დიდი სასარგებლო შესაძლებლობებით

0
649
ფოტო: needpix

უმეტესობა ჩვენგანს კარგად გვახსოვს ბავშვობიდან საყვარელი კარამელი „კოწახური“ გამაგრილებელი მჟავე გემოთი და პატარა წითელი კენკრით შეფუთვაზე. კოწახური სხვადასხვა სახეობის არსებობს. მას როგორც დეკორატიულ მცენარეს ცალკე ან ჯგუფურად, ცოცხალი ღობის სახით, ხოლო ჯუჯა სახეობას ქვიან ბორცვებზე და საზღვრების სახით იყენებენ. კაშკაშა შემოდგომისფერი ფოთლები და ნაყოფები, რომლებიც ბუჩქებზე დიდხანს ინახება, მის დეკორატიულ ეფექტს კიდევ უფრო აძლიერებს.

კოწახურის სასარგებლო თვისებები მასში შემავალი სხვადასხვა სასარგებლო ნივთიერებებით აიხსნება. მაგალითად, ალკალოიდი ბერბერინი ნაღვლის წარმოებას სტიმულირებს, ნაღვლის ბუშტის ტონუსს და არტერიულ წნევას ამცირებს, რიტმს აჩქარებს და გულის შეკუმშვის ამპლიტუდას ზრდის. გარდა ამისა, კოწახური სისხლის შემაჩერებელ და ანტიმიკრობულ მოქმედებას ფლობს, საშვილოსნოს კუნთების შეკუმშვას სტიმულირებს.

კიდევ ერთი ალკალოიდი, რომელსაც კოწახური შეიცავს, სეროტონინია, რომელიც ნერვულ სისტემაზე სასარგებლო გავლენას ახდენს და ადამიანის ემოციურ მდგომარეობს აუმჯობესებს. გარდა ამისა, ეს ნივთიერება სხეულის ტემპერატურის რეგულირებაში მონაწილეობას, მაღალი რადიოდამცავ აქტივობას და სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედებას ფლობს.

კენკრა ლიმონის და ნაღვლმდენი პრეპარატების სანაცვლოდ

კოწახურის მჟავე კენკრა მადას ზრდის და ანტიბიოტიკების ძლიერ თვისებებს ფლობს. ხალხში კოწახურის ნაყოფს ჰიპერტონიის საწინააღმდეგო საშუალებად და იმუნური სისტემის მასტიმულირებლად იყენებდნენ.

ხალხურ მედიცინაში ნაყოფის წვენი და ფოთლების სპირტიანი ნაყენი (1:5) სიყვითლის, ნაღვლის ბუშტის და ღვიძლის დაავადებების დროს ანთების საწინააღმდეგო საშუალებად გამოიყენება. ახალი ნაყოფი ბოთლში ჩაყარეთ, ცოტა მარილი და წყალი დაუმატეთ, თავსახური კარგად დაახურეთ და დუღილისთვის ფერის შეცვლამდე დატოვეთ. მარლაში გაწურეთ და სიყვითლის და ღვიძლის სხვა დაავადების დროს დალიეთ. ამავე მიზნით კოწახურის ჯემსაც იყენებენ.

წყლის ნაყენზე დაფუძნებული კენკრა რევმატიზმის დროს ტკივილის დამამშვიდებელ საშუალებად გამოიყენება, მალარიის დროს ოფლმდენ საშუალებად, ასევე ლიმონის ნაცვლად მჟავე სასმელის სახით. კენკრა და ტოტების ქერქი ფიტონციდურ თვისებებს ფლობენ. პათოგენები 20 წუთში განადგურდება. ხალხურ მედიცინაში კოწახურის ფოთლები და ნაყოფები წყლის ნაყენის სახით გულის დაავადებების დროს ფართოდ გამოიყენება.

ქერქის ნაყენი სავლებად და სახვევისთვის

ხალხური მედიცინა კოწახურის ქერქის და ნაყოფის გამოყენებას შაქრიანი დიაბეტის დროს გირჩევთ. წყალზე დაფუძნებული ნაყენი და ნახარში (1:10), ფოთლების და ტოტების ქერქის სპირტიანი ნაყენი (1:5), კოწახურის ფესვები ჩვეულებრივ გამოიყენება როგორც შარდმდენი, სისხლის შემაჩერებელი საშუალება, ანთებითი პროცესების გასაქრობად და სურდოს სამკურნალოდ.

კოწახურის ქერქის სქელი ნახარში სასარგებლოა რევმატიზმის და ცხელების დროს. კოწახურის ფესვები კარგ სისხლის შემაჩერებელ და ნაღვლმდენ საშუალებად ითვლება. მისგან სამეცნიერო მედიცინაში ამზადებენ პრეპარატებს, რომლებიც ქრონიკული ჰეპატიტის, ჰეპატოქოლეცისტიტის, ქოლეცისტიტის და ნაღვლკენჭოვანი დაავადების დროს ნაღვლმდენი საშუალების სახით გამოიყენება.

დაბალი მჟავიანობის დროს კოწახურის ფესვების ნაყენის სახით (1:10) გამოიყენება. მისი ტოტების და ღეროების წყლიანი ნაყენი ანგინის და ხველების დროს სავლებად გამოიყენება. გარეგნულად ნაყენს თვალის დაავადების დროს ანთების საწინააღმდეგო საშუალებად იყენებენ.

კოწახურის ფესვების წყლიანი ნაყენი რეკომენდებულია ჰეპატიტის შედეგების სამკურნალოდ, სანაღვლე გზების და ღვიძლის ანთების დროს, საჭმლის მონელებისთვის, მშობიარობის შემდგომ პერიოდში ატონური სისხლდენის შესაჩერებლად. ასევე დამატებითი საშუალების სახით უნდა მიიღოთ შარდკენჭოვანი დაავადების, პოდაგრის და სხვადასხვა სახსრების დაავადების დროს.

წყლიანი ნაყენი რომ მოამზადოთ 1 ჩ/კ დაქუცმაცებულ კოწახურის ფესვბს 200 მლ მდუღარე წყალი დაასხით და 15-20 წუთით დააყენეთ. მიღებული ნაყენი გადაწურეთ და 1 ს/კ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე დალიეთ.

ნებისმიერი გემოვნების ტკბილეულობა და სანელებელი

კენკრა შეგიძლიათ გვიან შემოდგომამდე მოკრიფოთ, ზამთრისთვის მისი მომზადება საკმაოდ მარტივია: გაახმეთ, დაამარილეთ და წვენი გაწურეთ. მისგან ჯემს, ჟელეს, წვენს, სიროფს და შერბეთს ამზადებენ. გარდა ამისა, კენკრას, როგორც მჟავე სანელებელს, ხორცის პიკანტურ სოუსებს უმატებენ, ხოლო შუა აზიურ ხალხში პირდაპირ კენკრას ამატებენ. ხმელი და დაქუცმაცებული კენკრის ფხვნილი შესანიშნავი სანელებელია ბევრ აღმოსავლურ კერძში: მწვადი, ქაბაბი და ხორცის ბულიონიც კი. ამასთან მზა კერძთან სანელებელი შეგიძლიათ ცალკე გაიტანოთ.

მორსი. 1 ჭიქა დაქუცმაცებულ კენკრას 1 ჭიქა წყალი დაასხით და 5-6 წუთით ადუღეთ. 2-3 ს/კ შაქარი ან თაფლი დაუმატეთ. სჯობს გაგრილებული დალიოთ.

მარილიანი კოწახური. პატარა ტოტის კენკრა ვედროში ჩაყარეთ და ანადუღარი, გრილი მარილწყალი დაასხით ისე, რომ კენკრა ბოლომდე დაიფაროს. 1 ლ წყალზე 200 გრ მარილი აიღეთ.

ხალხური მკურნალის და ნატუროპათის ელენა სვიტოს რეცეპტები

სისხლის გამწმენდი ნაყენი. 1 კგ კენკრაზე 700 გრ შაქარი აიღეთ. კენკრა შაქრით დაფარეთ და 14 დღე გააცერეთ. ამის შემდეგ 1 ლ სპირტი დაუმატეთ და კიდევ 14 დღე ბნელ ადგილას გააჩერეთ. გადაწურეთ და 20 მლ აუცილებლობის მიხედვით დალიეთ.

კოწახურის ჯემი. 1 კგ მწიფე კენკრას (სჯობს ყინვების შემდეგ მოკრეფილი) გარეცხეთ, ყუნწები მოაშორეთ და 2 ჭიქა წყალი და 1 კგ შაქარი დაუმატეთ. 15 წუთით ხარშეთ და 2 საათით გააჩერეთ. ამის შემდეგ 20 წუთით ხარშეთ და კიდევ 4 საათით დააყენეთ. პროცედურა 2-ჯერ გაიმეორეთ. ამის შემდეგ სტერილიზებულ მინის ქილებში გადაანაწილეთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი